მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კოვიდი დაძლევადია, დავეხმაროთ ხალხს ამის გააზრებაში, რათა საყოველთაო შიში დაიძლიოს - ზურა სიხარულიძე - 24 ნოემბერი 2020

მიმაჩნია, რომ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ჰოსპიტალურ სექტორში:

1. გაწერონ ყველა მსუბუქი ან საშუალო პაციენტი, რომელსაც არ სჭირდება ჟანგბადი და მათი მდგომარეობა ოჯახის ექიმებმა მართონ (რა თქმა უნდა, რისკების შეფასების შემდეგ);

2. კერძო კლინიკებმა შეიმუშაონ მკურნალობის კონკრეტული ღირებულების რაოდენობა და მიიღონ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია აღნიშნული თანხის გადახდა (სადაზღვევო კომპანიებმა გადაიხადონ აქედან რაღაცა ნაწილი);

3. ბოლო უნდა მოეღოს კოვიდისტერიის გავრცელებას, პოზიტიურ ჭრილში მოხდეს ინფორმაციის მიწოდება ფართო მასებისთვის, რის საფუძველზეც გადაილახება შიში აღნიშნული დაავადების მიმართ;

4. აქტიურად მუშაობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები (ფსიქოლოგები, ფსიქიატრები) და შეიმუშავონ პროტოკოლი კოვიდ 19-ით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაწესრიგებლად და შეიქმნას გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი;

5. ამუშავდეს ტელემედიცინის სექტორი და აქტიურად ჩაერთოს დაავადების მართვაში;

6. სასწრაფო დახმარების სერვისები უნდა მოწესრიგდეს, ვინაიდან მისი პრიორიტეტულობის მიუხედავად, მხოლოდ კოვიდი არ არის დაავადება, რომლითაც იღუპებიან ადამიანები და კიდევ უამრავი დაავადება არსებობს, რასაც დროული და გადაუდებელი ინტერვენცია სჭირდება;

შეიძლება ბევრ რამეში ვცდები, მაგრამ ასეთი აზრები გამიჩნდა ჯანდაცვის სისტემის სფეროში შექმნილი გამოწვევების აქტიურად მართვის კუთხით. ეს დაავადება დაძლევადია! უნდა დავეხმაროთ ხალხს ამის გააზრებაში, რათა დაიძლიოს საყოველთაო შიში კოვიდის მიმართ“, - წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა არ იკლო და ქვეყანას 3 128 ახალი ინფიცირებული ჰყავს იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში ტესტირების რაოდენობა მცირეა.

მაგალითად, გამყრელიძის თქმით, თუ კვირის დღეებში ერთად აღებულიპისიარდა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების რაოდენობა 12 000-დან 13 000-ის ფარგლებშია, ბოლო ორ დღეში ეს რიცხვი 7 000-დან  8 000-ის ფარგლებში მერყეობს.

გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში შედის და შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

ჩვენთან დღეს 3 128 ახალი შემთხვევაა, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, შესაბამისობაში ქვეყანაში დღეს ინფექციის გავრცელებასთან.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში გადავცილდით 4 000 ახალ შემთხვევას, შეგვიძლია ვთქვათ, შევედით პიკში, უბრალოდ, დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო ამ სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობა შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა, გუშინ და გუშინწინ ჩვენპისიარისდა ანტიგენის ერთად აღებული ტესტირების რაოდენობა გვქონდა სადღაც 7 000-დან 8 000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში ერთად აღებული გვაქვს 12 000-13 000-ის ფარგლებში.

ამიტომ ეს რაოდენობა – 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება ჯერ არ არის, პირიქით არის მატება, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია