მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო - 26 ნოემბერი 2020

 

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში

ufleba.ge

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,

28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორისრკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:

პროდუქტის გატანა .. takeaway

დელივერი

დრაივი

ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარებადასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

დიდ ქალაქებში. თბილისში, . ბათუმში,  . ქუთაისში,  . რუსთავში, . გორში, . ფოთში, . ზუგდიდში, .თელავშიდა სათხილამურო კურორტებიბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

. თბილისის,  . თელავის, . ბათუმის,  . ქუთაისის,  . რუსთავის, . გორის, . ფოთის, . ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

ქვეყნის მასშტაბით:

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისესაქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3  იანვარი – 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი – 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4. დელივერსა და გატანის სერვისებს;

5. სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8. აგრარული ბაზრობის მუშაობას

9. და სხვ.

. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორისტაქსით) გადაადგილება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების მიზანი კორონავირუსის ყოველდღიური რაოდენობის შემცირებაა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ვირუსთან ბრძოლა ეფექტური იყოს, სახელმწიფოს, ექიმებისა და მოქალაქეების ერთობა მნიშვნელოვანია.

„შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, შევაჩეროთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა. პირველი მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ეს უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში. თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ, დაწესება ერთია შეზღუდვების და მისი აღსრულება მეორე. თუ ჩვენ ერთად- სახელმწიფო, ექიმები, საზოგადოება, ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და იყო ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში.

დღეს გაცილებით უკეთესად ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. თუ როგორი ვერაგია ეს დაავადება, როგორ გართულებებს იწვევს. რა თქმა უნდა, სოლიდარობა ამ სამ მთავარ ღერძს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ისევ გქვექნება ის დამყოლობა, გავუგებთ კარგად ერთმანეთს, რადგან სიტუაცია უკვე ძალიან რთულია, ამ შემთხვევაში, დიდი იმედია იმისა, რომ აღარ გვექნება ვირუსის სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ სწრაფ ზრდას და შემდეგ თანდათანობით დაიწყებს უკუსვლას, დიდი ალბათობით, სადღაც იანვრის ბოლოსკენ შესაძლებელია, სხვა მაჩვენებლებზე ჩამოვიდეთ. იქნება ვთქვათ, ორჯერ ან უფრო ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: პირველი არხი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია