მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მკაცრი შეზღუდვების გარდა სხვა გამოსავალი რომ არ დარჩა, ესაა ხელისუფლების დანაშაული - რომან გოცირიძე - 27 ნოემბერი 2020

მდიდარია იდეოლოგიურად საქართველო. ყველა გადაწყვეტილებას ყოველთვის თან ახლავს სათანადო იდეოლოგიური დასაბუთება.

ლოდაუნის შეფასებაშიც მოწოდების სიმაღლეზე  აღმოჩნდა, როგორც იტყვიან, მთელი ჩვენიიდეოლოგიური სპექტრი”.  არ დააყოვნა არც საჭირო დასაბუთებამ და არც საირო დაუსაბუთებლობამ.

კონსერვატორებმა ისაო, ანუ როგორც ამბობენ ხოლმე, სოციალისტებმა ესაო. გასაგებია ორივე.  გასაგებიაო იმიტომ ვწერ, რომ აბა გაუგებარიო ხომ არ დავწერდი? ყველა მთქმელს ხომ თავისი გამგები ჰყავს?

კომუნისტურისთვის იძულებითი ზომები ისე ორგანულია, რომ მისი იდეოლოგიური გამართლება არ გაუჭირდათ, ისევე როგორც არ გაუჭირდათ მისი დაგმობა ლიბერტარიან-ანარქისტებს.

კაბალისტები ზეციურ ძალებთან ორგანულ კავშირს ხედავენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში.

ფსიქოანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ტრანსპორტის მუშაობის გაჩერებაზე და ავტობუსების ჩაკეტილი კარების ხატოვან სიმბოლოზე ამახვილებენ.

მონარქისტული ახსნა არ მსმენია, მაგრამ ალბათ მეფეს დაიცავენ ვირუსისგან პირველ რიგში.

მთავრობას ჯერ იდეოლოგიური ახსნა არ მოუძებნია, მაგრამ საახლწლოდ და საშობაოდ შეზღუდვების შერბილებაში, როგორც ჩანს, მართლმადიდებლურ-ორთოდოქსული სიბრძნე იკითხება.

სიცოცხლის უფლება თუ ეკონომიკური თავისუფლება - ეს თემა იქნება  დღევანდელი -შოუს განხილვის საგანი, ცნობილი ეზოთერიკოსი წამყვანის გადაცემაში, სადაც სხვადასხვა იდეოლოგიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სასულიერო პირები, ასტროლოგები და ნათელმხილველებიც მიიღებენ მონაწილეობას.

აგნოსტიკოსები (ვისაც ვირუსის არსებობაში ეჭვი ეპარება), აქციის მოწყობას აპირებენ ტელევიზიის წინ.  ისინი ვაქცინის წინააღმდეგ  გაილაშქრებენ, რადგან მიაჩნიათ,  რომ სინამდვილეში ამ ნემსით ადამიანის სხეულშიიდეოლოგიური ვაქცინაშეჰყავთ, რომელიც ყველა ადამიანის ერთ ჭკუაზე მოქცევას ითვალისწინებს.

მდიდარია საქართველო.  ესაა მნიშვნელოვანი, თორემ ვირუსი ადრე თუ გვიან თავისით გაქრება. ღვთის წყალობით.

* * *

სხვა გამოსავალი რომ არ დარჩა,  გარდა მკაცრი შეზღუდვებისა, ესაა ხელსუფლების დანაშაული.

* * *

ხელისუფლება ჭრიჭინა და ჭიანჭველას იგავის გმირივით მოიქცა, როცა მთელი ზაფხული უდარდელად ატარა და ზამთარში უბედურ მდგომარეობაში ჩავარდა.

ხელისუფლება დამნაშავეა იმაში, რომ აქამდე მიიყვანა საქმე და სხვა გამოსავალი არ დარჩა, თუ არა მორიგი შეზღუდვების დაწესებისა“, - წერს რომან გოცირიძე (ენმ) „ფეისბუქის“ გვერდზე.

საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 114, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 251 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 863 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 200 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია