მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მძიმე ზამთარი გველის ამ ბოროტი უვიცების ხელში, გამოფხიზლების დროა - ვანო მაჭავარიანი - 28 ნოემბერი 2020

ფაქტია ციფრები გაქცეულია და ფაქტია, რომ ჯაჭვი ვეღარ უჭირავთ, ამიტომ „ლოკდაუნი“ აუცილებელია, მაგრამ არა ესეთი უცებადი და გაუაზრებელი... ამას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური სარჩული.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რამდენად იყო მთავრობა მზად მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის, რომ ეკონომიკა, ფინანსები მობილიზებული ჰქონოდა და სამედიცინო სექტორიც მობილიზებული ყოფილიყო, რომ ქვეყანა შოკის მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო.

აჩერებენ ეკონომიკას იმის გამო, რომ რეალურად არ აქვთ მზად ჰოსპიტალური სექტორი ინფიცირებული ადამიანების მისაღებად და გვეუბნებიან - სახლში დარჩით!

ძალიან დიდხანს გაწელეს ეს ყველაფერი იმის გამო, რომ თავისი არჩევნები წარმატებით დაესრულებინათ. „ქართული ოცნებაცდილობს დღის წესრიგი შეცვალოს.

ოპოზიციის მოთხოვნები არის ხელახალი არჩევნები, შეთანხმება, ბოიკოტი. „ქართულ ოცნებამკი დაასრულა საარჩევნო ციკლი, არაფერზე არ არის წამსვლელი, კომპრომისს ერთადერთს ელოდება, რომ ჩვენი მოკავშირები - ევროკავშირი და ამერიკა დაუდებს ხედვას, რომელიც შეიძლება იყოს კომპრომისული.

ახლაიბრძვიანპანდემიის წინააღმდეგ იმ ჩაფლავებულ საქმეში, რომელიც თვითონვე ჩააფლავეს თავისი ჯანდაცვის მინისტრით, პრემიერ-მინისტრით და ახლა გამოდის გახარია და გველაპარაკება ჭკვიანური სახით, ცინიზმით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, შოკები არ უნდა იყოს, საზოგადოება უნდა მოამზადონ ამისთვის, არა ჩაკეტვმდე ერთი დღით ადრე გამოცხადებით...

თან ვის კეტავენ - თავის თავს თუ ჩვენ?

ამ ხელისუფლების მიმართ არსებობს საზოგადოების უნდობლობის დიდი ფაქტორი, რაც 2020-ის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომელმაც პანდემია თავის სასარგებლოდ გამოიყენა...

მოკლევადიანად შეიძლება იუშაოს, მაგრამ გრძელვადიანად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ცუდია.

* * *

ამ გაუაზრებელი და ვითომ უცაბედი შეზღუდვებით, ეს მთავრობა სრულიად გააანადგურებს ქვეყნის მცირე-საშუალო ბიზნესს და ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებიც ამ მთავრობისგან დამოუკიდებელნი იყვნენ და სახელმწიფო კორუფციული ტენდერებით არ მდიდრდებოდნენ. ძალიან მძიმე ზამთარი და უფრო მძიმე  დარჩენილი 2020 გველის ამ ბოროტი უვიცების ხელში. გამოფხიზლების დროა!“ - წერს ექსპერტი ვანო მაჭავარიანი „ფეისბუქის“ გვერდზე.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

„გიორგი ფხაკაძის ყოველი გამოსვლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია როგორც ინფორმატიული, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით, ვიდრე მთელი ჩვენი კოპებშეკრული ჯანდაცვის „ელიტის“ მომაბეზრებელი რჩევები პირბადის ტარებაზე და თვითშეგნებაზე...

ბიძინას ლენინისეული საკადრო პრინციპი - „ნებისმიერ მზარეულს შეუძლია სახელმწიფოს მართვა“, ამ ვითარებაში უკვე დანაშაულია...“ - წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 106 328 გამოჯანმრთელდა, 1 195 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 286 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება  3 844.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია