მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ორი თვის განმავლობაში, დღეში 20 ათასი ტესტი გაკეთდება“ - 02 დეკემბერი 2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორთვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ სახელმწიფო დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტს გააკეთებს, რასაც ასევე დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.

განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.

ამ მიზნით, ორი თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ. ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში. როგორც პირველ დეკემბერს გასაჯაროვებულ დოკუმენტშია ნათქვამი, 6-დან 11 წლამდე ბავშვებმა პირბადის ტარების გადაწყვეტილება რისკების შეფასების საფუძველზე უნდა მიიღონ.

ასეთი რისკის ფაქტორები შეიძლება იყოს კორონავირუსის გადაცემის მაღალი რისკი, რამდენად შეუძლია ბავშვს პირბადის წესების დაცვით ტარება და თუ ჰყავს მას ზედამხედველი უფროსი ადამიანი, ადგილობრივი სოციალური და კულტურული გარემო, ასევე თუ ბავშვი იმყოფება ხანდაზმულ ნათესავებთან ან სკოლაში“, – წერია რეკომენდაციაში.

12 წლიდან ბავშვებმა უფროსების მსგავსად უნდა ატარონ პირბადე.

ამასთან, განსაკუთრებული მიდგომა ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ ან სპეციფიკური დაავადებები აღენიშნებათ. (მათ შორის სიმსივნე), ასევე განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, რომელთაც პირბადის ტარების დროს შეიძლება საფრთხე შეექმნათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასევე აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს პირბადის ტარება უფროსებისთვის აუცილებელია როგორც შენობებში, ისე გარე სივრცეებშიც, იმ შემთხვევაში თუ ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

ამასთან, შენობებში, სადაც ჰაერის განიავება არ ხდება, პირბადის ტარება მუდმივად არის რეკომენდებული.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია