მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ სააკაშვილის ლიდერობით - გია ვოლსკი - 05 დეკემბერი 2020

როცა ერთ მხარეს არის დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარეს კი რჩება კოვიდი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, მისივე შეფასებით, ოპონენტების ნაწილი ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებს დიპლომატებს.

ელჩებთან დაკავშირებით ხშირად არის სპეკულაცია. ჩვენი ოპონენტებიდან ზოგი ელჩებს აგინებს, არის თითის და მუშტის ქნევაში. ეს ელჩები სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავენ და უფრო მეტიც სახელმწიფოთა ჯგუფის პოზიციას გამოხატავენ, მაგალითად, ევროკავშირის. როცა ერთ მხარეს რჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარეს კი რჩება კოვიდი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, აქ საზოგადოებამ დასკვნები უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, პარტნიორი ქვეყნების წინაშე, ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც უნდა განაპირობოს ოპონენტთა დიდი ჯგუფის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლა. თუ არადა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში მონაწილეობას ღებულობენ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები, სააკაშვილის ლიდერობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის მიუღებელია ნებისმიერი რამ, რაც არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

„სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი, ეს იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე საზოგადოებამ გამოხატა თავის პოზიცია. ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც რაღაც კითხვის ნიშნებს დააყენებს ამ შედეგებთან დაკავშირებით, არის საზოგადოებისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკვე ძალიან დიდი კომპრომისია ჩვენი მხრიდან, რომ ოპოზიცია ამდენ ხანს ესაუბრება ხელისუფლებას და სხვადასხვა წინადადებას სთავაზობს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი, როცა არჩევნები გააყალბა.

ბურჯანაძის ინფორმაციით, ოპოზიციის ერთ-ერთი კომპრომისი ხელახალი არჩევნების ნაცვლად რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაა.

„ზოგადად, ის, რომ ოპოზიცია ამდენ ხანს ესაუბრება ხელისუფლებას, სხვადასხვს წინადადებას სთავაზობს, ეს უკვე ძალიან დიდი კომპრომისია ჩვენი მხრიდან, რადგან ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი 31 ოქტომბერს, გააყალბა არჩევნები, წყალში გადაყარა საქართველოს მოსახლეობის მოლოდინი, რომ არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლებოდა; წყალში გადაყარა უამრავი ადამიანის პატიოსანი შრომა, მზადება არჩევნებისთვის და პრაქტიკულად, არჩევანის უფლება წაგვართვა.

ამის მიუხედავად, ოპოზიციას ესმის, რომ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც არის ეკონომიკური კრიზისი, როცა მოსახლეობას ძალიან უჭირს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური კრიზისის მაქსიმალურად სწრაფად დაძლევისთვის, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები.

რაც შეეხება ოპოზიციის წინადადებებს, მე ვთვლი, რომ ისინი არის კომპრომისული, მაგრამ მე პირადად მქონდა უფრო მკვეთრი პოზიცია, რომ საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და დიახ, უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები. პროცედურულად, როდესაც კანონი ირღვევა, როდესაც არჩევნები ყალბდება, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მესმის საერთო შეთანხმება, რომ აუცილებელი იყო გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პლებისციტის ჩატარების საკითხს და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერი ფაქტობრივად პლებისციტი იყო, როდესაც მოსახლეობამ არჩევნებზე დააფიქსირა, რომ ხელისუფლების ცვლილება სურს.

„ასევე, გუშინ გახმოვანდა იგივე პლებისციტთან დაკავშირებით მოსაზრებები. მე ესეც ძალიან სერიოზულ დათმობად მიმაჩნია. მე პირადად საერთოდ არ ვეთანხმები პლებისციტს, რადგან ჩემი მოსაზრებით, პლებისციტი იყო პრაქტიკულად არჩევნების დროს, როდესაც მოსახლეობის 52 პროცენტმა გაყალბებული არჩევნებითაც კი თქვა, რომ მას უნდა ხელისუფლების ცვლილება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოპოზიცია არის ერთიანი, ძალიან კორექტული, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ამ ხელისუფლების ხელში, სამწუხაროდ, ძნელია რაიმეს პროგნოზირება, მაგრამ დათმობა მათ ყველა ვარიანტში მოუწევთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია