მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზა თავისუფალ გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნებია, „ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს“ - 06 დეკემბერი 2020

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზა თავისუფალ გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნებია.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასდათმობაზე წასვლა მოუწევს.

ხელისუფლებამ იცის ჩვენი წინადადებები, დუმს ხელისუფლება, რომელმაც 31 ოქტომბერს გადადგა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ახლა უნდა დაძლევა. როგორ დაიძლევა? მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებით, სადაც თავისუფალ გარემოში გამოხატავენ მოქალაქეები თავიანთ ნებას. „ოცნებას“, როგორც სუბიექტს, რომელმაც მიიტაცა ხალხის ნება, მოუწევს დათმობაზე წამოსვლა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

პლებისციტთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ კი მელია აცხადებს, რომ არ იცის, რა გაჟღერდა, მისი პარტიის გადაწყვეტილებაა, რომ თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობისსიით გასული არც ერთი ადამიანი პარლამენტში არ შევა.

არ ვიცი, რა გაჟღერდა, ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის პოლიტიკური საბჭოს მიერ დაკანონებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობისსიით გასული არც ერთი ადამიანი არ შედის პარლამენტში“, – განაცხადა მელიამ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია