მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სად არის შესაძლებელი სახელმწიფოს დაფინანსებით კორონავირუსზე ტესტის ჩატარება - 09 დეკემბერი 2020

საქართველოს მთავრობა იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ორთვიანი შეზღუდვის გეგმის ფარგლებში კორონავირუსზე მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სიცხისა და რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ, სადაც ტესტირება სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაუტარდებათ.

რეგიონების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალის ნახვა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა შესაძლებელი, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია