მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ოცნება“ ყოველთვის გვანებივრებდა პოლიტიკოსებით, ახლა ლადო კახაძე და ელისო ბოლქვაძე გაიჭრნენ წინ“ - 14 დეკემბერი 2020

ოცნება ყოველთვის გვანებივრებდა პოლიტიკოსებით, ვისზეც ღადაობა შეგვიძლია.

ახლა ლადო კახაძე და ელისო ბოლქვაძე გაიჭრნენ წინ, როგორც წამყვანი იდიოტი პოლიტიკოსები.

რაკი უახლოეს მომავალში ნამდვილი პოლიტიკური ცხოვრება, როგორც ჩანს, აღარ გვექნება, ამათზე ღადაობა იქნება ყველაზე საინტერესო, რითაც პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს შეგვეძლება დავკავდეთ“, - წერს ექსპერტი გია ნოდია „ფეისბუქის“ გვერდზე.  

ქართული ოცნების წევრი, ლადო კახაძე, რომელმაც საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რომელიც ერთპარტიულად 11 დეკემბერს შეიკრიბა და კახაძემ პირველი სხდომა უხუცესი დეპუტატის სტატუსით გახსნა, მიიჩნევს, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუცია რუსეთმა მოაწყო.

"2003 წლიდან ვამტკიცებ, რომ რუსებმა გააკეთეს 2003 წლის . ვარდების რევოლუცია",თქვა მთავარი არხის ეთერში, გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გასულ სიუჟეტში ლადო კახაძემ.

ამავე სიუჟეტში, კახაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყნისთვის "არაკეთილ საქმეშია ჩართული და ეს ხელს რუსეთს აძლევს".

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიცია და ქართული ოცნება საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნების შესრულებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ, - აღნიშნულია „ტაბულას“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია