მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკმაყოფილება გადაიზრდება და ტრანსფორმირდება, მათ შორის მშვიდობიან რევოლუციაში - განაცხადა ნიკა მელია - 18 დეკემბერი 2020

 

ივანიშვილი ან ნიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ან „ლელოს“ ოფისებში პოლიტიკოსები არჩევნების გაყალბების თემა შეკრიბა.

„დავაკვირდეთ ამ ხალხს, ვინც აქ არის შეკრებილი. ბევრი არაფერი ჩვენ არ გვაერთიანებს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ან იმავე „ლელოს“ ოფისში, ან სხვადასხვა ფორმატში. უსამართლობამ შეგვკრიბა, არჩევნების გაყალბების თემამ.

არჩევნების გაყალბება იყო ის საკითხი, რამაც ჩვენ გაგვაერთიანა და მართლაც, წარმოუდგენელი შედეგია ამ დროისთვის მიღწეული, როდესაც ოპოზიციამ არ გაუფორმა ივანიშვილს მოპარული არჩევნები. ეს ძალისხმევა გაძლიერდება ოპოზიციის მხრიდან და გაგრძელდება ბრძოლა, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება. ამაზე იყო საუბარი დღეს ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, გეგმა არის.

გეგმა იქნება. არის გეგმა, რომელიც არ არის აუცილებელი, ახლა თქვენ იცოდეთ, მაგრამ მთავარი ბუნებრივია, არის ის, რომ ან ივანიშვილი ნიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს.

როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, როდესაც ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, როდესაც სასამართლო სისტემა აღარ არსებობს როგორც ასეთი, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და საზოგადოებაში აზვირთდება, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ეს უკმაყოფილება გადაიზრდება და ტრანსფორმირდება, შეიძლება მათ შორის დიახაც, მშვიდობიან რევოლუციაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის ამოცანაა, რომ ქვეყანას ააცილოს ავტორიტარიზმის შემდეგ ფაზაში გადასვლა, რაც ყველა მოქალაქისთვის არის კატასტროფული შედეგების მომტანი, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის უდიდესი ნაწილის ერთიანი პოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

„დიქტატურისკენ სვლა არის ყველაზე დიდი საფრთხე და ასევე, ოპოზიციის ამოცანაა, თავიდან ააცილოს ბრაზიანი რეაქცია საზოგადოების, გნებავთ მშვიდობიანი რევოლუციით, გნებავთ არამშვიდობიანით. ორი ამოცანა გვაქვს. კიდევ უფრო დიდი კატასტროფაა, შეუდარებლად. ამიტომ არის ერთიანი პოზიცია უდიდესი ნაწილის, სწორედ ვადამდელი, ნორმალური არჩევნების ჩატარება და სწორედ ამის გარშემო არის გაერთიანებული.

აქციები სხვადასხვანაირი არსებობს. ზოგადად, საზოგადოების რეაქცია, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით და უკვე ამის შემდეგ მნიშვნელოვანი პოზიცია თავისუფალი სამყაროსი იქნება ის პოზიცია, რისი გამოყენებითაც ჩვენ ქვეყანას უნდა ავაცილოთ ეს შარი, ეს არის ჩვენი ამოცანა.

აქციები არც შეწყვეტილა ხომ აქტივისტების მხრიდან. სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ განგრძობითად იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების რეაქცია ამაზე და ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტის გამოყენება მოხდება, რათა ქვეყანას მეტი ზიანი ავაცილოთ, ვიდრე უკვე მიაყენა ივანიშვილის რეჟიმმა და ეს ზიანი დიდია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წყარო: პირველი არხი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია