მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვაქცინები შესაძლოა მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში - ეკატერინე ტიკარაძე - 19 დეკემბერი 2020

განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა არ არის, თუმცა ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა ნებისმიერი სირთულის ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველო სავარაუდოდ მარტის ბოლოდან მიიღებს.

„განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა ნამდვილად არ არის, თუმცა ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა ნებისმიერი სირთულის „ცივი ჯაჭვის“ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა როგორც შესწავლის კომპონენტში, ასევე ინფრასტრუქტურული გაძლიერების კომპონენტში.

შესაბამისად, ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღესდღეობით ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც გვპირდება ვაქცინის მოწოდებას. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მოსახლეობას სწორად მიეწოდოს. ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა, მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩვენ დღეს გვაქვს სწორედ ის შედეგები, როგორი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ორი და სამი კვირის წინ გვქონდა. ეს არის ის მოსალოდნელი რიცხვი, რომელზეც ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა რეკორდული, თუ შეიძლება, გაუარესდეს მომდევნო დღეებში“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტარდება საკმაოდ ფართომასშტაბიანი კონსულტაციები როგორც ბიზნესთან, ასევე სამთავრობო წრეეში და ასევე ყველა იმ ექსპერტთან, რომელიც ჩართულია როგორც ეპიდემიოლოგიური მართვის კუთხით, ასევე სხვა დანარჩენი რეკომენდაციების კუთხითაც.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, გარდა ეკონომიკური საქმიანობისა, ასევე ხშირად უჩნდებათ მენტალური პრობლემები იმაზე, რომ არის ძალიან მკაცრი შეზღუდვები. ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია იმ სწორი ბალანსის დაცვა, როდესაც ზიანი არ მიადგება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის გადახედვაც უნდა მოხდეს და შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმის ბეკეტი, რომ მივუბრუნდეთ ყველაზე მკაცრს შეზღუდვებს. შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში ყოველთვის გვაქვს ბერკეტი, რომ მივუბრუნდეთ მკაცრ შეზღუდვებს. ჩვენ გვაქვს ორი დღე, რომ ვიმსჯელოთ, რა სახის შეზღუდვები იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, 2020 წელს საქართველოსთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევა იყო კორონავირუსის პანდემია.

მთელი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის გამოწვევა იყოკოვიდ-19“. აქედან გამომდინარე, რთულია ითქვას, თუ რა იყო სხვა დამატებითი გამოწვევა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჯანდაცვს სამინისტრომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, შეძლო საჭირო ცვლილებების გატარება იმ ზომიერების ფარგლებში, რომელიცკოვიდ-19“-ის პანდემიის დროს იყო შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხედვა კვლავ უცვლელი დარჩება: თანმიმდევრული ნაბიჯები, რეფორმა. ასევე, ჩვენკოვიდ-19“-მა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში ხარისხის ამაღლება და მეტი გამჭვირვალობა, პირველადი ჯანდაცვის გლობალური რეფორმა. სწორედ ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მომდევნო წლის გამოწვევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით  53 პაციენტი გარდაიცვალა.  კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 055- შეადგენს, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია