მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება, მათგან 60 ქალბატონია - მიხეილ სარჯველაძე - 28 დეკემბერი 2020

დაახლოებით 800 ადამიანი იქნება, თავისუფლება აღკვეთილი პირი, ვისაც უშუალოდ შეეხება ამნისტია, გათავისულდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან, – ამის შესხებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „მათგან არის 60 ქალბატონი, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს“.

„ვნახოთ, დისკუსიის შედეგი როგორი იქნება და შესაძლებლობას თუ ვნახავთ, რომ გაფართოვდეს რიცხვი იმ დანაშაულების, ვისაც შეიძლება შეეხოს ამნისტიის პირობები და შეღავათები. პენიტენციალურ დაწესებულებათა მიღმა რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება, ვისაც ამნისტია შეეხება, რადგან სასჯელისგან მთლიანად გათავისუფლდებიან. ეს შეეხებათ პირობით მსჯავრდებულებს, ვინც გარეთ იმყოფებიან, თუმცა მათ მიმართ კონტროლის მექანიზმები რაც არსებობს, შეუმსუბუქდებათ და ესეც იქნება შეღავათები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მიღება და ამნისტიის გამოცხადება ზამთარშივე მოხდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს სარჯველაძემ განუცხადა, საპარლამენტო გრაფიკიდან გამომდინარე ცვლილებების დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე ვერ მოხდება, თუმცა სურვილია, რომ კანონპროექტი რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული.

„ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწინოს, რომ გადაწყვეტილება დაბალანსებული იყოს. ცვლილებებით სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრმა ადამიანმა ის შეღავათი მიიღოს, რომელსაც კანონმდებელი დაუშვებს და ეს იქნება მათთვის დამატებითი შანსი იმისთვის, რომ საზოგადოებაში ადგილი დაიბრუნონ და მათი რეაბილიტაცია-რესოლიზაცია მოხდეს. ეს ის საბოლოო მიზანია, რისკენაც საბოლოო ჯამში სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხელშემწყობი იქნება ასეთი შანსის მიცემა, რომელსაც აბსოლუტური უმრავლესობა სწორად და გაგებით გამოიყენებს“, – აღნიშნავს სარჯველაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. პროექტი ამნისტიის გამოცხადებას ითვალისწინებს სისხლის სამართლის დანაშაულის დაახლოებით 44 მუხლზე. ამნისტია არ შეეხებათ-ოჯახში ძალადობისთვის, ნარკორეალიზაციისთვის და მკვლელობისთვის დაკავებულ პირებს, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია