მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვიღებთ უზარმაზარ ვალს და დიდ ნაწილს ვხარჯავთ ბიუროკრატიაზე და ფუფუნებაზე, არ შეგვიძლია ამას წინ აღვუდგეთ - რომან გოცირიძე - 29 დეკემბერი 2020

მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ყველაზე დიდი კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამას ჩვენ ისე მძაფრად ვერ ვგრძნობთ, როგორც 90-იანი წლების კრიზისის დროს  იყო, რადგან ლარის სტაბილიზაციისთვის და ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლად ათ მილიარდ ლარამდე მივიღეთ დახმარების სახით ამ ორ წელიწადში. ამის გარეშე რა მოხდებოდა, ძნელი მისახვედრი არ არის.

დღეს ეროვნული ბანკის რეზერვები 4 მილიარდი დოლარია, მაშინ იყო ნული. ერთი მილიონი დოლარი არ გვქონდა, რომ სავალუტო ფონდში და მსოფლიო ბანკში გაწევრიანებისათვის საჭირო პროცედურებისათვის პირველი შენატანი გაგვეკეთებინა. ეს ფული ჰოლანდიის მთავრობამ გვასესხა და მერე გვაჩუქა (ჩამოგვაწერა).

რატომ ამ სიგრძე შესავალი? ვერ ვგრძნობთ მიმდინარე კრიზისის მასშტაბურობას. ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც ჩვეულებრივ დროს მოიქცეოდა. ამის ნათელი მაგალითი ბიუჯეტია, რომელსაც  პარლამენტი დღეს ოპოზიციის გარეშე დაამტკიცებს.

რა განსხვავებაა 2019 ”მშვიდიწლის ბიუჯეტსა და 2021 ”საგანგაშოწლის ბიუჯეტს შორის? არავითარი. ასი პროცენტით არის შენარჩუნებული ყველა ხარჯი, გარდა მივლინებებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისა (გასაგებია რატომაც). დამატებულია პანდემიით გამოწვეული სპეციფიკური ხარჯები (ჯანდაცვაზე, კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე და . .).  ვიღებთ უზარმაზარ ვალს და მის დიდ ნაწილს ვხარჯავთ ბიუროკრატიაზე და ფუფუნებაზე, კაბინეტების რემონტებზე დარბილი სავარძლებისშეძენაზე. სავალალო ისაა, რომ არ შეგვიძლია ამას აღვუდგეთ წინ.

როგორც ლენინი ამბობდა ტოლსტოიზე, რუსეთის რევოლუციის სარკეაო, ასეა ჩვენი ბიუჯეტიც ქართული სინამდვილის სარკე. ამ სარკეში ხელისუფლების მახინჯი სახე ჩანს, რომელსაც შევეგუეთ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ”გაგებით მოვეკიდეთ”.

ყველა, მათ შორის მომავალი ხელისუფლების პორტრეტიც ასეთივე მახინჯი იქნება, თუ არ გადადგამს მკვეთრ, საკმაოდ არაპოპულარულ და მტკივნეულ ნაბიჯებს, სანამ არ  გაწმენდეს ბიუჯეტს უსარგებლო ხარჯებისაგან.

ასეულ მილიონზე არაა საუბარი, მილიარდზე“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია