მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყველა მიმართულებით გვაქვს ვარდნა-დეგრადაცია და ამასთანავე არაპროგნოზირებადი, ბუნდოვანი მომავალი - გია ხუხაშვილი - 29 დეკემბერი 2020

„წლის შეჯამება...

2020 წელი არის უპრეცედენტო საქართველოს უახლეს ისტორიაში იმით, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს ვარდნა-დეგრადაცია წინა პერიოდთან შედარებით და ამასთანავე არაპროგნოზირებადი, ბუნდოვანი მომავალი.

1. შიდა-პოლიტიკური კრიზისი.

2. მაღალი საგარეო-პოლიტიკური რისკები, რეგიონში სტატუს-ქვოს ცვლილებასთან დაკავშირებით.

3. ერთპარტიული, სუსტი ლეგიტიმაციის პარლამენტი, რომელიც სრულფასოვნად ვერ შეასრულებს თავის მოვალეობებს.

4. ქუჩაში გასული, ჩასაფრებული ოპოზიცია.

5. ორ ნაწილად გახლეჩილი და ერთმანეთისადმი აგრესიულად განწყობილი საზოგადოება.

6. უპრეცენდენტოდ დასუსტებული სამოქალაქო სექტორი.

7. გადაწყვეტილების მიღების ცენტრიდან გარიყული ნომინალური მინისტრთა კაბინეტი.

8. კლანური „სამიდღემჩიო“ მართლმსაჯულება.

9. უკიდურესად მწვავე კრიზისი ეკონომიკაში, ნეგატიური განვითარებით. უპრეცედენტო საგარეო ვალი.

10. მაღალი სოციალური რისკები - კიდევ უფრო გაღარიბებული საშუალო სტატისტიკური ქართველი.

11. სოციალურად და პოლიტიკურად მოტივირებული მძიმე კრიმინალის  შემთხვევები.

12. ინტერეს-ჯგუფების მიერ მთელი ეკონომიკური სიკეთის მონოპოლიზება სახელისუფლებო სისტემებში ინტეგრაციის გზით.

13. კოვიდ-19.

უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, როცა ძალიან გვიჭირდა, გვქონდა რაღაც ხელის მოსაკიდი, რაც სუსტად, მაგრამ ბჟუტავდა - მომავლის იმედი, რომელიც ახლა მომავლის შიშმა შეცვალა...

P.S. ფეხბურთზე და კულტურაზე აღარაფერს ვწერ. ისედაც ცხადია ყველაფერი...“, - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია