მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამნისტიის შედეგად ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდება - მამუკა მდინარაძე - 05 იანვარი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დაგეგმილი ამნისტია ათასზე მეტ პატიმარს უნდა შეეხოს. საუბარია ამ რაოდენობის პატიმრების გათავისუფლებაზე.

ამასთან, კითხვაზე, სულ რამდენი პატიმარი შეიძლება, მოიცვას ამნისტიამ, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ბევრ შემთხვევაში, სასჯელის შემსუბუქებაზეა საუბარი.

„გაცილებით დიდი რიცხვი იქნება, ვისაც ამნისტია შეეხება – საპატიმროს ვერ დატოვებს, მაგრამ შეუმცირდება სასჯელი. ბუნებრივია, ვმსჯელობთ რისკებზე, რადგან ძალიან ფრთხილი თემაა. კონსულტაციები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, ფართო ჩართულობაა და ორივე მხარის – დაზარალებულებისა და პატიმრების არგუმენტებს ვითვალისწიენებთ.

ორივე მხარე და ზოგადად, ყველა ვერ იქნება ბედნიერი ამნისტიის შედეგებით. ზოგ შემთხვევაში, ვიღაც რისკს დაინახავს, რომ შეიძლება, ვიღაცამ განმეორებითი დანაშაული ჩაიდინოს. ზოგ შემთხვევაში, ვიღაც დაინახავს ნაკლებ ლოალურობას, რადგან შესაძლებელი იყო, წრე კიდევ უფრო გაფართოებულიყო. უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი პროექტის წარმოდგენის შემდეგ, ეს პროექტი ნამდვილად გაფართოვდა, სადაც ამის შესაძლებლობა იყო.

ერთი მხრივ, ამნისტია ჰუმანური აქტია და მეორე მხრივ კი, რისკებს მაქსიმალურად აზღვევს და საზოგადოების უსაფრხოებას არ დაარტყამს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია