მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა - 18 იანვარი 2021

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 964 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 930, პისიარ-ტესტით – 2 034.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 915 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 234 636 გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი.

ამასთან, 17 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში.  

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია