მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის ამდენ ხანს გაჭიმვა ელემენტარული მავნებლობაა - დავით ზურაბიშვილი - 23 იანვარი 2021

საერთოდ პანდემიისას განხორციელებული ზომების გამო ხელისუფლების კრიტიკას ვერიდები. ჯერ ერთი არ მიმაჩნია საკუთარი თავი კომპეტენტურად ამ საქმეში. გარდა ამისა, მესმის, რომ ობიექტურად რთული მდგომარეობაა და ამ ვითარებაში  ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა ხელისუფლებამ შეიძლება დაუშვას შეცდომები. მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის ამდენ ხანს გაჭიმვა სრულიად ელემენტარული მავნებლობაა.

მიზეზი ამგვარი აკრძალვისა თითქოს არის ის, რომ შეამციროს მოსახლეობის მობილობა და გადააადგილება, მაგრამ რეალურად აქ მოქმედებს სულ სხვა ფაქტორები, კერძოდ:

) საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძირითადად გადაადგილდებიან საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ამ ფენას კი ხელისუფლებაში, მოლების მეპატრონეებისგან განსხვავებით, არ ჰყავს ლობი, ანუ ხელისუფლებას არავინ აწუხებს ამ ფენის ინტერესების გამო. შესაბამისად, იქაც არ ენაღვლებათ.

) საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვას ჭირდება სერიოზული კონტროლი და ხელისუფლებაში ეზარებათ ამის ორგანიზება და შესაბამისი რესურსის მოძიება. თუ ასი ათასი მომიტინგე არ დგას ქუჩაში, რატომ უნდა შეიწუხონ თავი? აკრძალვა ბევრად მარტივი გზაა.

) თვითონ არ აწუხებთ ეს პრობლემა, რადგან მშვენივრად მოძრაობენ საკუთარი თუ სამსახურის მანქანებით.

ამიტომაც დაიჩაგრა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტად. უფრო სწორად, ჩვენ დავიჩაგრეთ, ამ ტრანსპორტით ვინც ვსარგებლობთ.

საქართველოს მთავრობა, ნორმალურია ვითომ ეს? სანამ მართლა ასი ათასი გადარეული მოქალაქე არ გამოგივარდებათ, მანამდე არ უნდა შეიბერტყოთ ყური?“, - წერს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია