მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამშენებლო კომპანიას მოსთხოვეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთან კონტრაქტი გაეწყვიტა - 25 ივნისი 2012

[ick.ge] 

სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები მარიამ მიჩიტაშვილი აცხადებს, რომ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელებმა სამშენებლო კომპანია „ხიდმშენის“ წარმომადგენლები აიძულეს, მასთან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაეწყვიტათ.

„28 მაისს, შპს „ხიდმშენის“ და „გვირაბები 99“–ის წარმომადგენლები მოვიდნენ სოფელ ბაკურციხეში ხიდის ბურჯების შესაკეთებლად. მათ ესაჭიროებოდათ მზარეული და ბინა მუშებისთვის. მე მათ ბინა მივაქირავე და ამიყვანეს მზარეულად. სამი კვირის განმავლობაში ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით, მუშები ჩემთან ცხოვრობდნენ, კმაყოფილები იყვნენ. დაიბარეს წარმოების უფროსი კახეთის გუბერნატორის მოადგილე სიბაშვილთან და კატეგორიულად უბრძანეს, რომ ჩემთან ხელშეკრულება გაეწყვიტათ იმიტომ, რომ მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ. წარმოების უფროსმა პირველად გაიგო, რომ მე „ქართული ოცნების“ აქტივისტი ვიყავი, რის შემდეგაც მან უთხრათ, რომ მთავრობის წარმომადგენლებს მათთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არავინ არ დაინტერესებულა სად ცხოვრობდნენ მუშები, როგორ და რა პირობებში იყვნენ. შემდეგ, გურჯაანის გამგეობიდან კულტურის განყოფილების გამგე ნიკა ნიჟარაძე და ჩვენი სოფლის დეპუტატი მოვიდნენ, რომლებიც დაინტერესდნენ მუშების საცხოვრებელი პირობებით და ისევ კატეგორიულად უბრძანეს წარმოების უფროსს, რომ ჩემთან დადებული ხელშეკრულება სასწრაფოდ გაეუქმებინათ და ჩემი სახლიც სასწრაფოდ დაეტოვებინათ. მეორე დღეს წარმოების უფროსი გაიხმეს სამშენებლო კომპანიიდან. ამბობენ, რომ შვებულებაში გაუშვეს. გამოგზავნეს სხვა უფროსი. გუშინ, მუშები იძულების წესით გაიყვანეს ჩემი სახლიდან.

– კონტრაქტი გქონდათ ოფიციალურად დადებული?

– კი, სამთვიანი კონტრაქტი მქონდა დადებული. კონტრაქტს ხელი ორივე მხარემ მოვაწერეთ. ასლი არ მაქვს, არ მოუციათ“.

 

http://www.youtube.com/watch?v=g2bF4gSrRvM&feature=player_embedded 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია