მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არჩევნები ტერორის, მოსყიდვის, მუქარის, ზეწოლისა და მოსმენების ფონზე ტარდება - რომან გოცირიძე - 23 სექტემბერი 2021

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი და დემოკრატიული არ არის.

როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, წინასაარჩევნო გარემო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამ ძალიან დააზიანა და ყველა ხედავს, რომ არჩევნები ტარდება ტერორის, მოსყიდვის, მუქარის, ზეწოლისა და მოსმენების ფონზე.

დედამიწის ზურგზე არავინ აღარ არსებობს, ვინც ხელისუფლებამ არ გადაიმტერა. ამერიკა, ევროკავშირი, არასამთავრობოები და ოპოზიცია ხელისუფლების თვალთვალისა და მუქარის ქვეშ აღმოჩნდა. ჩანაწერების გავრცელებამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას დიდი ზიანი მიაყენა. ის, რაც იცის ყველამ, იცის რუსეთის აგენტურამ და სპეცსამსახურებმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელიცსამართლიანი არჩევნებისმიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

თბილისის მერი კახა კალაძესამართლიანი არჩევნებისწინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ განცხადებებს არ ენდობა, ვინაიდან აღნიშნულ ორგანიზაციას იმიჯი ძალიან შეელახა.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაციის ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარიასავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მუქარასა და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებაზე“.

კალაძის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმაშესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

ფაქტები უნდა დაიდოს. „ისფედიარის ორგანიზაცია, რომელსაც იმიჯი ძალიან შეელახა, დიდ სკანდალში გაეხვია, გააყალბა მონაცემები, რომელიც იქნა გამოქვეყნებული. შესაბამისად, ამ განცხადებებს მე არ ვენდობი, თუ რაიმე მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამთვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე ანგარიშში მოხვდა ისეთი ცალკეული მოვლენებიც, რომლის განვითარება 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის ორი, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – ოთხი, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების სამი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ხუთი, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის -ერთი, არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 13, საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების ხუთი ფაქტი. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.

როგორცსამართლიანი არჩევნებისანგარიშშია საუბარი, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.

საგანგაშო იყოტვ პირველისგადაცემაში, 2021 წლის 11 სექტემბერს გასული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა .. დოსიეები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები, მათი ოჯახის წევრების დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში იქცა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში საუბარია პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსების საკითხზეც.

„17 სექტემბერს ღამის საათებში დედაქალაქსა და საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გამოჩნდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები, რომლებზეც მოქმედი პოლიტიკოსებისა და საარჩევნო სუბიექტების გარდა, გამოსახული არიან მედიის წარმომადგენლები. ძალადობრივი შინაარსის ბანერები სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით წარსულში რამდენჯერმე გამოიკრა. საარჩევნო პერიოდში ძალადობის პროპაგანდა აკრძალულია, ასევე, იკრძალება ანონიმური შემოწირულობაც. „სამართლიანმა არჩევნებმაცესკო-სა და აუდიტის სამსახურს მათი კომპეტენციების ფარგლებში ფაქტის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით მიმართა“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

ანგარიშის მიხედვით, საყურადღებო იყო საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პარტიების მიერ დაკომპლექტების პროცესი.

რიგ უბნებზე ყველა უფლებასილმა პარტიამ კომისიებში დასანიშნი წევრების კვოტები ვერ აითვისა, რის გამოც კომისიის წევრთა 17-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილმა კონკურსები გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საარჩევნო უბნების შემადგენლობაში დარღვეულია პროპორცია პროფესიულად არჩეულ და პარტიულად დანიშნულ წევრებს შორის; პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები აღემატებიან პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს.

ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგისას თვალშისაცემი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არაინფორმირებულობა, მათი დამნიშნავი/წარმდგენი პოლიტიკური პარტიების შესახებ. რიგ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ პირებს უკვირდათ, რომ ისინი არ იყვნენ ნომინირებული პოლიტიკური პარტიის მიერ. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა ნაწილმა არ იცოდა, რომელი პარტიიდან იყო დანიშნული; მათ თავი მმართველი პარტიის წარმომადგენლად მიაჩნდათ და მხოლოდ ტრენინგზე, შესაბამისი სიის შევსებისას აღმოაჩინეს წარმდგენი პარტიის დასახელება, რამაც ზოგიერთი მათგანის გულისწყრომაც გამოიწვია.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინა არჩევნების მსგავსად, მძიმდება წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევათა ხასიათი. გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ. კვლავ ფიქსირდება პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზეწოლა/მუქარის ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები, რათა მათ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე, მსგავსი ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკვეთა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, „შენარჩუნებულია საარჩევნო კამპანიაშია არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის ტენდენცია, რომელიც, როგორც წესი, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფიქსირდება და მათ შორის საჯარო მოხელეების, საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ, სამუშაო საათებში, „ფეისბუქითგამხორციელებული აგიტაციის კამპანიას მოიცავს“.

ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნით გამოყენების მხრივ აღსანიშნავია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, მმართველი პარტიის ირიბი აგიტაცია. მთავარ სიახლეებში გამოტანილ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ იუსტიციის მინისტრიქართული ოცნებისმერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, რასაც თან ერთოდა სურათი, სადაც მინისტრიქართული ოცნებისსაიმიჯო ტრიბუნასთან იდგა და კარგად ჩანდა პარტიის საარჩევნო ნომერი. დაფიქსირდა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიაზე ძალადობის ფაქტები, რაც ჟურნალისტიურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებსაც შეიცავდა. 7 სექტემბერსტვ პირველისოპერატორს მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, ფონიჭალაში სპეცოპერაციის გაშუქებისას. გავრცელებული კადრებიდან ჩანს ავტომანქანის ნომრებიც. 15 სექტემბერს, „მთავარი არხისოპერატორისა და მისი თანმხლები ჟურნალისტის ინფორმაციით, „ქართული ოცნებისქარელის ოფისში სიუჟეტის გადაღებისას მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მეორე სართულიდან გადმოაგდეს ოპერატორი, რომელმაც დაზიანებები მიიღო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებინდან 21 სექტემბრის ჩათვლით მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, საარჩევნო კომისიების, სასამართლოსა და სხვა რელევანტური უწყებების წინაშე 27 განცხადება-საჩივარი წარადგინეს.

მათივე ცნობით, „უფასო იურიდიული დახმარების პროექტის ფარგლებში, იმ პირთა უფლეებების დაცვის მიზნით, რომლებიც საჯარო სამსახურებიდან, სახელმწიფო ან მუნიციპალური სსიპ-ებიდან, ()იპ-ებიდან, საჯარო სკოლებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, ორგანიზაციამ 19 სარჩელი წარადგინა სასამართლოებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია