მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესება, პროცესს შეაჩერებს მასობრივი ვაქცინაცია - ამირან გამყრელიძე - 07 ოქტომბერი 2021

ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მინდა, გავაკეთო განცხადება. ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა თითქმის ბოლო ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი. შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი. ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ. უკვე ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, სამშაბათიც ოთხშაბათიც, ხუთშაბათისც გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები, ვიდრე იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს და წინა ხუთშაბათს, ასევე ორი კვირის წინ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ზრდას შეიძლება, ბევრი მიზეზი ჰქონდეს.

ამიტომ ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ ის, რომ ქვეყანაში დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ახლა 7 000, 8 000, 9 000-ის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო ერთი კვირა გვაქვს საშუალოდ 8 000 მაჩვენებელი და ეს არის დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გვქონდა აგვისტოში და დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე საშუალოდ გვქონდა სექტემბერში. ეს არის ძალიან ცუდი. თან ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, ოქტომბრის ბოლოს განსაკუთრებით გამოჩნდება გრიპი და უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელიტვინდემია. ტვინინგი იცით რა არის, დატყუპება. ტვინდემია ამ ორი ინფექციის, გრიპისა დაკოვიდის“, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ამიტომ მინდა, მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. თუ არ ავიცერით და თუ არ დაგროვდა ქვეყანაში კრიტიკული მასა იმუნური ფენისა, სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55 პროცენტის ფარგლებში იმუნური ფენა. თუ ეს არ იქნება დაახლოებით 80 პროცენტი ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, ყველა ტელევიზიას გთხოვთ უმორჩილესად, დიდი დრო დაუთმეთ, ხალხთან ჩვენთან ერთად მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სავარაუდოდ 15 ოქტომბრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით იწყება ე.წ. მარათონი, რომელიც თავდაპირველად 49 სოფელს მოიცავს. გამყრელიძის თქმით, შერჩეულ სოფლებში ე.წ. აგიტატორების ჯგუფები იმუშავებენ.

ამირან გამყრელიძე ყველას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„15-18 ოქტომბრიდან (ჯერ რიცხვი არ არის გადაწყვეტილი) ვიწყებთ .. მარათონს, ანუ კვირეულს, 49 სოფელი იქნა არჩეული. თავიდან 67 იყო, მაგრამ ამოვიღეთ, იქ, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, მარათონების ჩატარებას სხვა ინტერპრეტაცია რომ არ მეიცეს. ეს არის სოფლები, სადაც მოსახლეობა 3 000-ზე მეტია. ამ სოფლებში იმუშავებენ ჯგუფები, .. აგიტატორების ჯგუფები. რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვთ ამ სოფლების ადგილობრივ რწმუნებულებს, ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმები, შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელს, იქ მომუშვე სამედიცინო პერსონალს. თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესს ადგილზე. 49 სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 160-170 000 ადამიანი, დიდი მასაა, აქედან ამ ეტაპზე გამოაკლდებიან 16 წლამდე ბავშვები. თუ გავედით სადღაც 40-50-პროცენტიან მოცვის მაჩვენებლზე, ძალიან კარგი იქნება. ეს განივრცობა კიდევ 2 000-ზე ზემოთ მოსახლეობით სხვა დიდ სოფლებზე. აცრა, აცრა, აცრა არის დღეს მთავარი სლოგანი ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია