მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მნიშვნელოვანია სააკაშვილმა დროზე დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ - ეკა ხერხეულიძე - 13 დეკემბერი 2021

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა სწრაფად დატოვოს საპატიმრო.

როგორც ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

მე ვემხრობი მის ფიზიკურ გადარჩენას. ხშირად ვნახულობ მას და ვიცი, როგორ არის. ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა დროზე დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ. როგორ მოხდება ეს და რომელი დეტალი იქნება დომინანტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადამიანი დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას და მერე გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება. რაც შეეხება დასკვნას, ფრაგმენტულად შეფასებები მოსმენილი მაქვს, მაგრამ ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბებული მქონდეს ჩემი აზრი. ის, რაც ჩემი თვალით ვნახეწამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩემგან არსად წავა,  მთელი ცხოვრება გამყვება ეს მძიმე შთაბეჭდილება. ახლა ჯერი ექიმებზეა, მათ პრინციპულობა და მათ სამართლიანობაზე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან, როგორც ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია საპატრიარქოში შეხვედრასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუ გორის ჰოსპიტალი.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია