მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე კურთხევა სთხოვა - 15 დეკემბერი 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზეც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.

ალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ვარცელებს. საპატრიარქოს განცხადებით, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან.

მათივე ცნობით, ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

- გზა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს კითხვა დაუსვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების, მისი დაპატიმრებისა და შიმშილობის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ქცევა არ იყო პასუხისმგებლიანი.

„ეს ძალიან ცუდ იმიჯის იძლევა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახდა, დღესაც უკრაინელია, უკანონოდ დაბრუნდა ამ ქვეყანაში და პოლიტიკური არასტაბილურობის გაღვივებას უწყობს ხელს, რაც საჭირო არაა. ჩვენი პარტნიორების გარკვეული ნაწილი მას ამ ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა, მან არ მოუსმინა. შესაბამისად, ეს ძალიან ცუდია, ძალიან ცუდად ჩანს. ყველაზე ცუდი, ყველაზე პრობლემური დღეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა და ეს მოვლენა მხოლოდ ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამიტომ, ჩემი თვალსაზრისით, ეს ქცევა არ იყო პასუხისმგებლიანი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ეუთო-ს შეფასებაზე დასმულ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები უარყოფითი იყო.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ და საარჩევნო რეფორმამ, რომელიც მას უძღოდა წინ და, უფრო მეტიც, ODIHR-ის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა, გამოიღო შედეგი და საარჩევნო ადმინისტრაციამ, პირიქით, მოწონება დაიმსახურა. მთავარი ის კი არ არის, არჩევნებმა ცუდად ჩაიარა თუ არა, ის არის, რომ არჩევნების მიუხედავად, შარლ მიშელის ძალისხმევის მიუხედავად, უკიდურესი პოლარიზაციის მდგომარეობაში ვრჩებით. და გირჩევთ, მოუსმინოთ გამოსვლას, რომელიც ჩავწერე დემოკრატიის სამიტისთვის და რომელშიც, იმ ვალდებულებებს შორის, რომელსაც საქართველო იღებს ამ სამიტის ბოლოს და რომელიც კიდევ ერთხელ არის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და გაღრმავება. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება, და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება. ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

- მინდა, დიდი ოპტიმიზმით მივუდგე დიალოგს, რომელიც დაანონსა სალომე ზურაბიშვილმა. მსურს, მან ეს ისტორიული როლი შეასრულოს, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა თუ არა, საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა, ეს არის დაბრკოლება ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების კუთხით, – ამის შესახებნაციონალური მოძრაობისწევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არსებული ნაპრალის ამოვსებას ხელი შეუწყონ.

გულწრფელად მინდა, ძალიან დიდი ოპტიმიზმით მივუდგე იმ დიალოგს, რომელიც დაანონსა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. მე მსურს, მან ეს ისტორიული როლი შეასრულოს, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა თუ არა, საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა, ეს არის დაბრკოლება ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ მე, როგორც ადამიანი, როგორც საქართველოს მოქალაქე, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მივიჩნევ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა როგორმე დავეხმაროთ ამ ნაპრალის ამოვსებაში, თუ ადამიანს ამისი სურვილი აქვს.

ვხედავ, რომ მისი მხრიდან გარკვეულწილად განცხადებები ამ მიმართულებით ჟღერდება. ჩვენი მხრიდანაც მზადყოფნა გამოვთქვით, მათ შორის პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ჩემი განცხადებები იყო ძალიან ბევრი, ამიტომ მე ამას არ დავარქმევდი შერიგებას, ეს სიტყვა არ მომწონს, ეს არის უბრალოდ რეკონსოლიდაცია, პოლიტიკური დიალოგი, სადაც ყველა მხარე შესაძლებელია, ჩაერთოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებისთვის ორბელიანების სასახლეში საახალწლო მიღებას, დეკანოიძის თქმით, ამ საკითხზე პარტიაში ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა თავად მივიდოდა, თუ ეს ყველაფერი მოემსახურება პოლიტიკურ დიალოგს და ამ პროცესის დაჩქარებას.

რაც შეეხება საახალწლო მიღებას, გულწრფელად რომ გითხრათ, არ გვიმსჯელია. მოწვევა არსებობს პარტიაში, მე მივიდოდი, თუ მაგალათიდად იქ რაიმე სახის დიალოგი იქნება და რაღაცნაირად მოახდენდა ეს ამ პროცესების აქსელერაციას“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა.

მანამდე, 10 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია