მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ერთი ლარი ეღირება - 22 დეკემბერი 2021

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა ერთი ლარი ეღირება. აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, შეიქმნა გადახდის რამდენიმე პაკეტი. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი.

ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში, ტარიფი იქნება ერთი ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის განმავლობაში ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა“, – განაცხადეს მერიაში.

ამასთან, პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პირველ თებერვლამდე მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ აბონემენტები.

მისი თქმით, 5 იანვრიდან დაიწყება ბარათების გაყიდვა მეტროს სალაროებში დასაქართველოს ბანკისექსპრესფილიალებში.

რაც შეეხება აბონემენტებს, გვექნება ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება ერთი ლარი. ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) სარგებლობა და ამ ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდიან 90 წუთის განმავლობაში.

მეორეშემოგვაქვს ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი, რომელიც ეღირება სამი ლარი. ამ ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ მხოლოდ სამ ლარად.

ასევე შემოგვაქვს ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი, რომელიც ეღირება 20 ლარი. ამ ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს.  ეს ბარათი გათვლილია ტურისტებზე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები უფრო საინტერესოა.

ულიმიტო ერთთვიანი ბარათი ეღირება 40 ლარი. ამ ბარათის მფლობელები შეძლებენ მთელი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ მხოლოდ 40 ლარად. ასევე, გვაქვს ულიმიტო სამთვიანი ბარათი, რომელიც 100 ლარი ეღირება. ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, გვაქვს ულიმიტო 6-თვიანი ბარათი, რომელიც 150 ლარი ეღირება. გვაქვს ასევე ერთწლიანი ბარათები აბონემენტი, რომელიც 250 ლარი ეღირება. ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა.

გვაქვს ასევე შეღავათიანი პროგრამები. უფასოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებენ თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, ასევე მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები. თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანები და სხვა. რაც შეეხება მგზავრობის შეღავათიან ტარიფებს – 20 თეთრის გადახდის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებული უბნის ექიმები, პედიატრები, მანდატურები და სხვა. ასევე, გვაქვს შეღავათიანი მგზავრობა – 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და დაბალი ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია