მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა ან დატოვოს პარლამენტი - რომან გოცირიძე - 20 იანვარი 2022

სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში, ნაცვლად იმისა, მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ“

რა მთავარ საკითხებზე ისაუბრეს მიხელ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში ბოლო შეხვედრისას,  რატომ უნდა დაიწყოსნაციონალურმა მოძრობამაქტიური საპარლამენტო მუშაობა და როგორია ამ საკითხში მესამე პრეზიდენტის პოზიცია, რას ითვალისწინებს ოპოზიციის .. შავი სია, რაზეც ბოლო დროს ბევრი საუბარია, ბოლო დროს სიღარიბე-სიღატაკეზე მღვდლებმაც კი დაიწყეს ხმამაღლა ჩივილი, გვეშველება რამე? ამ და სხვა კითხვებით პარლამენტარ (ენმ) რომან გოცირიძეს მივმართეთ. 

- ბატონო რომან, რა მთავარ საკითხებზე ისაუბრეთ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ბოლო შეხვედრისას?

- ყველაფერზე, რაც სამი საათის განმავლობაში მოვასწარით, მათ შორის, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის როლზე. შევახსენე, რაც მან ძალიან კარგად იცის: მე, სალომე, ნიკა და თიკა უფრო მეტს ვაკეთებდით წინა პარლამენტში, ვიდრე დღეს 35-კაციანი ფრაქცია. საპარლამენტო ფრაქციას აქვს ძლიერი რესურსი და მისი გამოუყენებლობა სერიოზული შეცდომაა. პარტიამ ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს.

ის ეთანხმება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნას - არა მხოლოდ იმ კომისიას, რომელმაც უნდა გამოიძიოს მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ ინიციირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარს უჭერს ბოიკოტის შეწყვეტას.

ერთ სიტყვით, ნაციონალურმა მოძრაობამ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი. ყველაზე უარესი არის მდგომარეობა (ანუ ბოიკოტი), რომელშიც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება. მოარული გამონათქვამი, რომრუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობასარის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, დერეფნებში დაგარე პერიმეტრზეც“. სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტშიქართული ოცნებაბოლო წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ, მათი ვიზიტი ფორმალურ გასეირნებად იქცა.

მიდგომა, რომ ერთჯერადად შევალთ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ან მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, არის არსებული, ყველაზე უარესი მდგომარეობის შენარჩუნების ნაირსახეობა.

ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების (მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ და სათანადო პასუხისმგებლობის გაზიარებით - ესაა ჩემი პოზიცია.

რომელ გზასაც აირჩევს პარტია, დავემორჩილები მას, როგორც ეს აქამდეც მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე ვიდექი ბევრ საკითხთან დაკავშირებით (შესვლა-არშესვლა, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა-არმოწერა, ბოიკოტი და . ).

- რას ითვალისწინებს ოპოზიციის .. შავი სია, რაზეც ბოლო დროს ბევრი საუბარია?

- ისევ დაიწყო შეშინებულმაქართულმა ოცნებამოპოზიციის ბულინგი და ზოგიერთი წამოეგო კიდევაც. .. შავი სია არავის დაჭერას არ ითვალისწინებს. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებულიმაგნიტსკის სია“, რომელიც პერსონალურ სანქციებს, კონკრეტულად სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. გამოაძევეს უკრაინელი ოლიგარქი კალამოისკი და მისი ოჯახი ამერიკიდან, გამოაძევეს მოლდოველი ოლიგარქი და მისი ოჯახი ამერიკიდან, არ შეუშვებენ ამერიკაში უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს. მსგავსი სანქციები უნდა იქნას დაწესებული ქართველ მოსამართლეებზე, პროკურორებზე, ძალოვნებზე, ზოგიერთ სხვა მოხელეზე. სადაა აქ დაჭერა და დახვრეტა?

ძალიან კი მოხვდათ გულზე! „მაგნიტსკისქართული სია უნდა შედგეს!

როდესაც ამერიკა პერსონალურ სანქციებს უწესებს რუს, ბელორუს თუ უკრაინელ ჩინოვნიკებს, რაც ძირითადად სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს, რითი სარგებლობს ამერიკული მხარე, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებით? ვის დაუჯერა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როცა ახლახან სანქცია დაუწესა უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს კორუფციული საქმიანობისათვის? ან მისი ცოლი რა შუაშია? ან ვინ დაამტკიცა მისი დანაშაული, როცა ბრალიც კი არა აქვს ჯერ წაყენებული? სავიზო შეზღუდვა ანუ პერსონალური სანქციის დაწესება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშეც.

მაგნიტსკის გლობალური აქტიამერიკის მთავრობამ მიიღო რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ მოახდინა ამ კანონის განვრცობა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებზეც. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა უკრაინელი მოსამართლე და მისი ცოლი ამ სიაში.

საქართველოში აშკარაა მოსამართლეების, პროკურორების და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. თუ პირადი საფრთხე არ იგრძნეს მათ, რა შეუშლის ხელს, რომ კვლავ არ იდგნენ უსამართლობის სამსახურში? როცა პრემიერ-მინისტრი გაყოყოჩებული აცხადებს ამერიკის და ევროპის ელჩების წინაშე, რომამაყი ერი ვართდათავს არავის დაუხრის“, რაც უბრალო ენაზე იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს რეპრესიებს, არჩევნების გაყალბებას და ბიუჯეტის ქურდობას, რა ენაზე უნდა დაელაპარაკოს მას ჩვენი საერთაშორისო მეგობრები? რომ არა მათი მხარდაჭერა ამ მძიმე დროს არც ბიუჯეტი გვექნებოდა და არც ლარი (მხოლოდ გასულ წელს 1,5 მილიარდი დოლარი მიიღო ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილიზაციისათვის). დაუწესონ სანქციები ქვეყანას? - მძიმე ნაბიჯია. დაუწესონ პირადი სანქციები ჩინოვნიკებს? - არც თუ ისე რთული საქმეა. 

სწორედ სანქციების შიშის გამო აწკავწკავდნენშავი სიისხსენებაზე ხელისუფლებაში. შავი საქმეების მკეთებლებს სწორედაც რომ შავი სია მოუხდებოდათ, მაგრამ თუ სახელი არ მოსწონთ (რაც მხოლოდ ჟარგონია), უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაში მას: „ადამიანის უფლებათა მაგნიტსკის სახელობის გლობალური აქტიჰქვია, რომლის საფუძველზეც შემდეგ დგებამაგნიტსკის სია“.  მსგავსი დოკუმენტი მიღებული აქვს ევროპის ბევრ ქვეყანას, ასევე ევროპარლამენტსაც აქვს მიღებული შესაბამისი რეზოლუცია.

მაგნიტსკის სიისქართველ კანდიდატებს უნდა იცნობდეს მთელი ქვეყანა და ეს სია უნდა გაეგზავნოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ვინ უნდა შეადგინოს და რა კრიტერიუმებით, ეს არ არის ძნელი, ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს.

პირველად, პოლიტიკური დევნის ორგანიზატორი მოსამართლეების, პოლიციელების, პროკურორების და სხვა სახელმწიფო მოხელეებისმაგნიტსკის სიისმსგავსიშავი სიისშედგენის იდეა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრებისას წარმოიშვა. შემდეგ, ხელისუფლების ანტიპიარის შედეგად ამ იდეამ ვერ შეისხა ხორცი. არა და, სულ ახლახან ჩაუკეტეს ამერიკის კარები უკრაინელ მოსამართლეს და პერსონალური სანქციები დაუწესეს სწორედაც რომ მსგავსი ქმედებების გამო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება გულზე მოხვდათოცნებაში“. გაუტკბათ კომფორტის ზონაში ყოფნა. რა უნდათ დემოკრატიულ დასავლეთში, იფრინონ სვერდლოვსკში და ნოვოსიბირსკში.

პერსონალური სანქციები არის ანტიდემოკრატიული რეჟიმების ჩინოვნიკების  დასჯის ფორმა და დროა ევროპამ და ამერიკამ ამაზეც იფიქროს. როცა ხელისუფლების ძირგამომთხრელ ქმედებებზე აკეთებენ განცხადებას, ამ ძირის გამოთხრაში კონკრეტული პირები მონაწილეობენ დიდი ნიჩბებით ხელში. სავიზო და სხვა სახის შეზღუდვები მათი მოთვინიერების აპრობირებული ხერხია და გინდ შავი სია ერქვას და გინდ წითელი-ასეთი ნუსხა უნდა არსებობდეს. ყველა უნდა იცნობდეს იქ მოხვედრილ პირებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

- ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის სასამართლო საქმეზე რას გვეტყვით?

- საქმე მთლიანად პოლიტიკურია და პროცესი უკანონო, ვინაიდან, რომ არა ფულის გათეთრების თემის შემოტანა, საქმე ვერც აღიძვრებოდა ხანდაზმულობის გამო და ვერც ვერანაირი განაჩენი დადგებოდა. თავიდანვე საქმის წამოწყების მიზანი მათი რეპუტაციის შელახვა და ანაკლიის პროექტის ინვესტორების დაფრთხობა იყო. 

აუცილებელია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ანაკლიის პროექტის გაჩერებით ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

- ბოლო დროს სიღარიბეზე მღვდლებმაც კი დაიწყეს ხმამაღლა ჩივილი, გვეშველება რამე?

- დიახ, ბოლო პერიოდში იმატა ინფორმაციამ  სასულიერო პირების გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. სასულიერო ელიტა (ბიუროკრატია) მდიდრდება, დანარჩენი სიღარიბეშია და კომუნალური გადასახადების გადახდაც კი უჭირთ.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქონებრივი და  ფინანსური მოწყობა შორს არაა გაცდენილი შუასაუკუნეობრივ მოდელს. ეს დიდი თემაა და ამაზე ცალკე საუბარია საჭირო. ახლა ამაზე არ შევჩერდები. მხოლოდ ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც ბოლო დღეებში ზოგიერთი მღვდლის მხრიდან  ასე ისმის: ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში, რატომ არავინ გვაქცევს ყურადღებას, რატომ უნდა შეგვინახოს მრევლმა, რომელსაც ისედაც უჭირს? აბა ვინ უნდა შეინახოს, ბიუჯეტმა? თუ ამ გამონათქვამში საპატრიარქო იგულისხმება, საიდანაც ცენტრალიზებული რესურსების გადანაწილება მართლაც უსამართლოდ და კორუფციულად ხდება, პრეტენზია სწორი შეიძლება იყოს; მაგრამ ამ რესურსების წყარო ვინ უნდა იყოს, მრევლი თუ ბიუჯეტი? ამ შემთხვევაშიც პრობლემა იგივე რჩება.

სასულიერო პირების და ახალი ასლი-ეკლესიების სიმრავლე, ქვეყანაში სულიერი ცხოვრების განვითარების კრიტერიუმად განიხილება. სინამდვილეში ეს საფუძველშივე მცდარი აზრია. რატომ შენდება ან ვინ აშენებს ღატაკ  ქვეყანაში ამდენ ეკლესიას, ვინ ამრავლებს მოუმზადებელ სასულიერო პირებს, ვინ ზრდის ამით მათი შენახვის, დაცვის, გათბობის, განათების, ხელფასების თუ სხვა ხარჯებს? ააშენებს რომელიმე ბიზნესმენი ჩადენილი ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიას და მერე მიატოვებს შუა გზაზე, გადაულოცავს მის შენახვას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს.

ერთი უბნის მაგალითი, სადაც მე ვცხოვრობდი: მეტრო დელისის მიდამოებში,  ერთი კილომეტრის რადიუსში იყო ოციოდე წლის წინათ ერთი ეკლესია, ახლა არის შვიდი. ერთი პირდაპირ ეზოში ამიშენეს - ასათიანზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ჩამოაჭრეს ტერიტორია და შიგ ეზოში ჩადგეს. რით ახსნეს ეს? „პაციენტებისათვის სულიერი მხარდაჭერის მიზნით“. იქ უკვე არც ფსიქიატრიული საავადმყოფოა და არც მისი პაციენტები - გაიყიდა ტერიტორია და ორი ცათამბჯენი აშენდა, ფსიქიატრიული კი ქავთარაძის ქუჩაზე გადავიდა, სადაც ეზოში ერთი ხეც კი არა დგას. ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ სიტყვამ მოიტანა.

რა არის მასობრივი ეკლესიზაციის მიზანი? ყველა მორწმუნემ ჩუსტებით შეირბინოს უბნის სალოცავში? რა მოსდის ამასობაში კულტურული მემკვიდრეობის ასეულობით ძეგლს? ნადგურდება. გინახავთ ბიზნესმენი, ძველი ნანგრევები რომ გაეწმინდოს? მათ უნდათ, რომ ღმერთს ცინცხალი კოპიო-ეკლესია შესწირონ, ამით უფრო შეამჩნევს იგი და მრევლიც (ელექტორატიც).

საქართველოს ეკლესიაში დარღვეულია მოთხოვნა-მიწოდების ჯანსაღი კანონი, მოთხოვნა ნაკლებია, მიწოდება (მღვდლების რაოდენობა) ბევრი; ამიტომაც ხდება რესურსების დაქუცმაცება და ამიტომაც არის ღარიბი ყველა (გარდა ელიტისა). ეს უკვე საეკლესიო ბიუჯეტირების თემაა, რაც, როგორც თავიდანვე ვთქვი, ცალკე საკითხია.

და კიდევ, სადღეისოდ საქართველოში ხელფასის მიმღებთა 62 პროცენტისათვის თვიური დარიცხული ხელფასი არის 600 ლარი ან ნაკლები, ანუ ხელზე 480 ლარს ან ნაკლებს იღებენ. ესაა სიღატაკის ყველაზე ნათელი მაჩვენებელი.

ლარის შემოღებიდან 26 წლის განმავლობაში საქართველოში წლიური ინფლაცია 2021 წელს იყო ყველაზე მაღალი (დეკემბერი დეკემბერთან შედარებით). როგორ გაიმართლა თავი ეროვნულმა ბანკმა? არა, ყველაზე მაღალი არ ყოფილა, რომელიღაც წლის რომელიღაც მაისში თუ სექტემბერში ერთი-ორჯერ უფრო მაღალი შემთხვევაც იყოო. ვინმემ იცის რამდენი იყო  ინფლაცია ათი წლის წინათ არგენტინაში მაისში ან სომხეთში მარტში? ყველგან წლიური, დეკემბერი-დეკემბერთან,  სტატისტიკის მაჩვენებელია ფასების ზრდის ოფიციალური დონის განმსაზღვრელი  და საქართველოს ეროვნული ბანკიც ინფლაციის წლიურ მიზნობრივ მაჩვენებელს (.. ინფლაციის თარგეტს) დეკემბრის თვის მდგომარეობით განსაზღვრავს.

ძალიან განიცდიან, რომ ისტორიული ანტირეკორდის შემოქმედები გახდნენ და ცდილობენ მანიპულირებას, მაგრამ იმაზე მაინც  რას იტყვიან, რომ საქართველოში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ევროპაში თურქეთის შემდეგ?

როცა ფასები ყველაზე მეტად საქართველოში იზრდება ევროპის მასშტაბით და მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელი გვაქვს,  ამას ვერც ხორბლის ან საწვავის გაძვირებით გაამართლებენ. რაღა ჩვენზე მოქმედებს ეს ფაქტორები უფრო მეტად და სხვებზე ნაკლებად?

თავი და თავი არასწორი საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა.

- და ბოლოს, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებაზე ვეტო არ გამოიყენა...

- სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს არდადებით დაუშვა სერიოზული შეცდომა და ნდობა დაუკარგა ეროვნული თანხმობის შესახებ მის ინიციატივას. თუ ასე გააგრძელა, მოუწევს ოპოზიციას მისიკომფორტის ზონიდანგამოყვანა.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია