მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი - 07 თებერვალი 2022

საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 905 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 924, „პისიარ“ ტესტით – 12 981.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,14%, ბოლო 14 დღის – 27,37%, ბოლო 7 დღის – 30,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 325 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 106 221 გამოჯანმრთელდა, 15 246 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 751 192 აცრა, დღიურად აცრილია 722.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 947 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 926 პირი.

ამასთან, 6 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 531 პაციენტი გარდაიცვალა 38, - ნათქვამია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია