მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ იხსნება საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი? - 02 მარტი 2022

საჰაერო გზით არ ვრცელდება კორონავირუსი თუ რა ხდება?“

ორი წელი ხდება, რაც საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხი-ბელაქნის საზღვარი მოქალაქეების გადაადგილებისთვის ჩაკეტილია. ეს ყველაფერი რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დაწყებულმა კოვიდპანდემიამ გამოიწვია. მაგრამ გაუგებარია, დღემდე რატომ არ იხსნებამაწიმისგადასასვლელი პუნქტი, როდესაცწითელ ხიდზემოძრაობა შესაძლებელია.

საზღვრის ჩაკეტვამ მომიჯნავე რეგიონებში, მათ შორის საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) მცხოვრებ ქართველებს დიდი პრობლემები შეუქმნა. ადამიანებს სასწავლებლად თუ სამკურნალოდ თბილისში წამოსვლა გაუჭირდათ. ამ ყველაფერს უკვე აზერბაიჯანის საელჩოს მხრიდან სპეციალური ნებართვა (განცხადების შეტანიდან დაახლოებით ორი კვირის ვადაში) და ნახევარი ქვეყნის შემოვლით, ყაზახის რაიონიდანწითელი ხიდისსასაზღვრო პუნქტზე შემოსვლა სჭირდება.

არსებობს კიდევ ერთი გზა - ბაქოდან თვითმფრინავით გადმოფრენა თბილისში, რაც ძალიან ძვირია და ბევრ მოქალაქეს უბრალოდ არ ხელეწიფება. ეს სულაც არ ადარდებთ ჩინოვნიკებს, ვინც აღნიშნულისაჰაერო ბიზნესითსასიცოცხლოდ დაინტერესებულია. რაც უფრო დიდხანს იქნება ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი, მით უფრო დიდი ფული შევა მათ ყულაბაში.

არაოფიციალური ცნობებითაც ირკვევა, რომ ქართულმა მხარემ არაერთხელ სთხოვა აზერბაიჯანულს გაეხსნა ლაგოდეხი-ბელაქნის საზღვარი. ცოტა ხნის წინ თბილისმა ამის სანაცვლოდ გარკვეული შეღავათებიც კი შესთავაზა. თვე არ გაივლის კოლეგები ამ პრობლემას არ უბრუნდებოდნენ. მაგრამ ბაქო ჯიუტად არ ხსნისმაწიმისგადამსვლელ პუნქტს.

სამაგიეროდ, მაღალი თანამდებობის პირთა ოჯახის წევრები საზღვარზე ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, თანაც ამისთვისესკორტიცდაჰყვებათ. კიდევ ერთი დასტურია, როცა კანონებს მაღალი ფენა წერს მხოლოდ დაბალი ფენებისთვის სავალდებულოდ შესასრულებლად. თვითონ ცალ ფეხზე ჰკიდიათ კანონიც და სამართალიც, აბა შვილებსწითელ ხიდზეან ბაქოში ხომ არ გაგზავნიან თბილისში წამოსასვლელად.

ლაგოდეხის საზღვარზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან სხვადასხვა პროდუქტის გადამზიდავი ტრაილერები, .. დალნაბოიშჩიკებიც. მოკლედ, „კოვიდ ინსტრუქციაყველასთვის და ყველაფრისთვის სასიკეთოდ მუშაობს, რიგითი გატანჯული მოქალაქეების გარდა, რომელთა ხმა არავის ესმის. მოქალაქეები კარგად ხვდებიან გახანგრძლივებულ (ვირუსის არ იყოს)  უსამართლობას და პროტესტის გრძნობაც უჩნდებათ.

ბოლო დღეებში საინგილოს ახალგაზრდებმა აზერბაიჯანის საელჩოს მოუწოდეს, იმოქმედოს ჩაკეტილი საზღვრის გასახსნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტებმა ორთაჭალაში საელჩოს წინ საპროტესტო აქცია დააანონსეს. მათ თქმით, ასე გაგრძელება უბრალოდ წარმოუდგენელია.         

ჩვენ შექმნილი ვითარების საილუსტრაციოდ, მოქალაქეები გამოვკითხეთ. მათივე თხოვნით, კომენტარებს გვარების დასახელების გარეშე გთავაზობთ.

ნუგზარ . გვეუბნება, რომ ონკოლოგიური დაავადებით ავადმყოფი ნათესავი რის ვაი-ვაგლახით (საელჩოდან დაგვიანებით მიღებული ნებართვით)  წითელი ხიდიდანგადმოიყვანა თბილისში, ოპერაციის გასაკეთებლად:

შემდგომი მცირე რეაბილიტაციის შემდეგ ისევ საელჩოს მივმართეთ კახის რაიონში დასაბრუნებლად. კანონიერი თხოვნის მიუხედავად, დღემდე თანხმობა არ მიგვიღია. ნაოპერაციებ აზერბაიჯანის მოქალაქეს ქვეყანაში არ აბრუნებენ. სხვა რა გზა გვქონდა, თბილისში ბინა ვუქირავეთ და იძულებით აქვე ცხოვრობს. როდემდე გაგრძელდება ეს უსამართლობა, არ ვიცით. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ მისთვის ნაქირავები ბინაა უკეთესი, თუ მშობლიურ კახში, საკუთარ ეზო-ყურეში ყოფნა? ადამიანს რთული ოპერაციის შემდეგ წესიერად გამოჯანმრთელების შანსს უკარგავენ, სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ამიტომ მივმართავთ საელჩოს, საქართველოს ხელისუფლებას, ხმა ამოიღონ ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევებზე, რას ჰქვია ავადმყოფი ადამიანი საკუთარ სახლში არ დააბრუნო, რომელი საუკუნეა?!“

მევლუდ. . გვეუბნება, რომ მცირეწლოვანი შვილი გადმოიყვანა თბილისში ასევე საოპერაციოდ. შემდგომში ისიც ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ბოლოს მაინც გაუმართლა:

ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მცირე ხნის შემდეგ ზაქათალაში დაბრუნებაზე საელჩოში განცხადება შევიტანეთ. რამდენჯერმე უარი მოგვივიდა. წესიერად პასუხსაც არ გვცემდნენ, ასე რატომ იქცეოდნენ. ბოლოდ დავემუქრე, ან წესიერი პასუხი გამეცით, ან საელჩოს წინ საპროტესტო აქციებს მოვაწყობთ-მეთქი. როგორც ჩანს, აწრიალდნენ და მომცეს დაბრუნების ნებართვა. წითელი ხიდის გავლით, ნახევარ აზერბაიჯანს შემოვუარეთ და ისე დავბრუნდით საინგილოში. წარმოუდგენელია, ადამიანების ასე გაწვალება, საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს, სხვაგვარად არაფერი გვეშველება. აბა რანაირი მეგობარი სახელმწიფოა, როდესაც ორი წელია სახმელეთო საზღვარს არ გიხსნის, ამ დროს დედამიწაზე წერტილი აღარ დარჩა, საზღვარი ასე დაგმანული იყოს“.

ნათია . გვეუბნება, რომ მეუღლესთან დაახლოებით 20 წლის მანძილზე შვილი არ ეყოლა. ბოლოს ერთად გადაწყვიტეს სუროგატი დედა აეყვანათ და შთამომავლობა ამ გზით გაეჩინათ. მართლაც დაუკავშირდნენ ერთ-ერთ ქალბატონს, რომელმაც ცხრა თვეში მშობლის ბიოლოგიური მასალისგან ტყუპი (ჯანმრთელი) და-ძმა გააჩინა. მაგრამ, ამავე პერიოდში, მოხდა სამწუხარო გაუთვალისწინებელი ამბები. კერძოდ, რაიონიდან თბილისში სიარულისას, მეუღლე მოულოდნელად ავად გახდა, სისხლის დაავადება გაუჩნდა. როგორც არა მოქალაქემ თბილისში ვერ იმკურნალა (სიძვირის გამო) და ოჯახი ბაქოში გაემგზავრა; სადაც .. მალევე მოურჩენელი ავადმყოფობით გარდაიცვალა.

ამასობაში, კოვიდპანდემიის გამო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარიც ჩაიკეტა და ბავშვების კანონიერი დედა საქართველოში, თბილისში ვერაფრით ვეღარ გადმოვიდა. რამდენჯერმე მაინც მივიდამაწიმისთუწითელი ხიდისსაზღვარზე, სთხოვა, რომ თბილისში შვილები ჰყავდა დატოვებული, მაინც არ გადმოუშვეს.

შექმნილი მდგომარეობის გამო, ნათიას შვილები დროებით მამიდასთან დარჩნენ, რომელიც პატარებს დედის გადმოსვლამდე უვლიდა. პარალელურად, დედა სულ კითხულობდა ტყუპების ამბებს და თბილისში შესაბამის დახმარებასაც გზავნიდა. მოუთმენლად ელოდებოდა საზღვრის გახსნას, რომ მცირეწლოვან შვილებთან ჩასულიყო.

ამ ლოდინში რამდენიმე თვე გავიდა, რომლის განმავლობაშიც მამიდის, მარტოდ დარჩენილი რძლისადმი დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა. კერძოდ, უკვე ტელეფონშივე დედას განუხადა, რომ ძმისშვილებს უკვე თავისთან დაიტოვებდა და დედას აღარ გაატანდა. გაოგნებული ყველანაირი ნათესაური გრძნობების გამოყენებით შეეცადა, რომ მულს დამოკიდებულება შეეცვალა. არაფერი გამოვიდა, მობილურ ტელეფონზეც აღარ ეპასუხებოდა:

გასულ წელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე  რძალთან ერთად თბილისში ჩამოვედი შვილების წასაყვანად. როგორც მოგახსენეთ, მამიდას ხელთ აქვს ბავშვების დაბადების მოწმობები (სხვა დოკუმენტაცია), სადაც შავით თეთრზე წერია, ვინ არიან ბავშვების კანონიერი მშობლები. რასაკვირველია, მსურდა კიდევ ერთხელ ნათესაურად, ადამიანურად დავლაპარაკებოდიგადასხვაფერებულბავშვების მამიდას და პრობლემა ამ გზით მომეგვარებინა. რძალთან ერთად პირდაპირ სახლში მივაკითხე. უარით გამომისტუმრეს და ახლა წელიწადი ხდება, რაც სასამართლოში ვიბრძვი ტყუპი შვილების დასაბრუნებლად. ამ დროს ლაგოდეხი-ბელაქნის საზღვარი ისევ ჩაკეტილია. მაგას აღარ ვჩივი, ოღონდ წართმეული შვილები დავიბრუნო და თუ საჭირო გახდება წითელი ხიდიდან კი არა, მთვარის გავლით დავბრუნდები მშობლიურ კუთხეში, ოღონდ ჩემი შვილები თან მყავდნენ...“  

ამ ფონზე, თამუნა . თანამემამულეებს მოუწოდებს ხმა ამოიღონ, ქუჩაში გამოვიდნენ და აქცია მოაწყონ. მისივე თქმით, განგრძობადი უსამართლობისთვის დამორჩილება კარგს არავის მოუტანს:

რამდენნი  ხართ თბილისში, დედ-მამის დასანახად რაიონში ვერ ჩასულხართ, უსამართლობას მაინც ემორჩილებით. გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ სასაზღვრო პოსტის ჩაკეტვა,  ხმა ამოვიღოთ, ბოლოს და ბოლოს. ამათ უკვე ზედმეტები მოსდით! მე წინა ორშაბათს უარი მითხრეს კახში ოჯახით (იუსტიციაში ხელმოწერის დოკუმენტით)  გადმოსვლაზე და სხვები იგივე პირობებით უპრობლემოდ გადმოდიან. მითხარით, სად არის აქ სამართალი? ვიღაც ნაცნობობით კანონებს არღვევს და როგორც მოეპრიანება ისე გადადის და გადმოდის. რადგან კანონს ვემორჩილები, 2 წელი შინ ვერ წავსულვარ. ამ საქმეს ტელევიზიითაც გავაშუქებინებ, თავს არავის დააჩაგვრინებ. სასწრაფოდ დავგეგმოთ და მოვაწყოთ აქცია საელჩოსთან. მოვითხოვოთ გახსნან საზღვარი, რადგან სრული უფლება გვაქვს. სხვები თუ უპრობლემოდ გადადიან, ჩვენუპატრონოებმარა დავაშავეთ?“

მარიამ. . რამდენიმე ადამიანისგან ინტერვიუს (რას მოვითხოვთ/რას ვიღებთ საპასუხოდ) აღებას და ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მიტანას აპირებს, რათა ამ გზით უფრო ბევრმა გაიგოს პრობლემის თაობაზე:

მოდით ერთმანეთის დევნას, თუ ვინ როდის სად წავიდა თავი დავანებოთ და ყველაზე მთავარი, ამდენი ხნის ჩაკეტილი საზღვრის გახსნა მოვითხოვოთ, რაც კანონით გვეკუთვნის! წყნარად და მშვიდად ყველა ერთად მივიდეთ საელჩოსთან და გამოვხატოთ გულისტკივილი“.

ინგა . ამბობს, რომ მთელ რეგიონში მარტო აზერბაიჯანის საზღვარია დაკეტილი, რაც აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილებაა: „ფრენით (საჰაერო გზით) არ ვრცელდება კორონავირუსი თუ რა ხდება? ვისაც ფრენების საშუალება არ გვაქვს, ასე უმოწყალოდ უნდა დავიჩაგროთ? ასე არ დავტოვოთ, დავთქვათ საჯაროდ პროტესტის დღე და დრო, გამოვიძახოთ ტელევიზიები და მშვიდობიანი აქცია მოვაწყოთ. ხმას არავინ იღებსო და რატომ გახსნიან, ასე მაინც იფიქრებენ“.

რობინზონ .- აზრით, საქართველომ სახელმწიფო დონეზე უნდა მიაღწიოს ლაგოდეხი- ბელაქნის საზღვრის გახსნას, გინდაც გარკვეული პირობებით. მისივე თქმით, ვერ ხედავს თბილისში ვინმე მაინცდამაინც ამ პრობლემის გადაწყვეტით თავს იწუხებდეს:

ყველა მაგ დღეში ვართ. 2 წელია შვილი და შვილიშვილები არ მინახავს, მე პირიქით, თბილისში ვერ ჩამოვდივარ. თვითმფრინავის ფუფუნება მე არა მაქვს. ამათი ჯიში და ჯილაგი, ვინც ეს მაიმუნობა მოაწყო. გლეხი ხალხის ჯიბით მდიდრდებიან, ადამიანები სასწავლოდ-სამკურნალოდ, ოჯახის წევრების მოსანახულებლად ქალაქში ვერ ჩასულან“.

როგორც ვხედავთ, პრობლემა სერიოზულია და რეაგირება სჭირდება. იმედია საქართველოს ხელისუფლებაში საზღვრის ჩაკეტვით გამოწვეული დისკომფორტი (რბილად რომ ვთქვათ) გააზრებული აქვთ. წარმოუდგენელი ამბავია, მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან მთელი ორი წლის განმავლობაში ეს საკითხი ვერ გადაწყვიტო. დღეს რეგიონსა თუ მსოფლიოში საზღვრებს ყველა ხსნის დამაწიმის ხიდზეგადებული ეს სიმახინჯეც უნდა დასრულდეს, ცოტა იმოქმედეთ, ბატონებო. 

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია