მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ჩვენ რუსული ანტივაქსერული პროპაგანდის პირდაპირი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით“ - 22 მარტი 2022

შედეგად ის მივიღეთ, რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ 300 ათასი კაცია რეალურად აცრილი“

უნდა გაუქმდეს თუ არა გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება, კოვიდის წინააღმდეგ რომელი შეზღუდვები უნდა დარჩეს და რატომ, რა მდგომარეობა გვაქვს კორონავირუსის (შტამების) გავრცელების კუთხით, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია და მოსახლეობისთვის რჩევები როგორია, ამ საკითხებზე ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტ გიორგი ფხაკაძეს ვესაუბრეთ.

- ბატონი გიორგი, გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება უნდა გაუქმდეს თუ არა?

- სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობა სათანადოდ აცრილი არ არის - მხოლოდ 300 ათასი ადამიანია სამჯერ აცრილი. ვხედავთ, რომ ქვეყანაში  გავრცელებული, განსაკუთრებით მეორე ომიკრონი  - ბიე 2, ძალიან გადამდებია და პრაქტიკულად აუცრელი მოსახლეობის პირობებში, ერთადერთი რაც დარჩა სამედიცინო პირბადეებია. ვინც თავის თავზე და ახლობლებზე ფიქრობს, უნდა გამოიყენოს. თუ ახლა ტყეში მარტო იმყოფება, იქ პირბადეს რა უნდა. თავშეყრის ადგილში ყველგან საჭიროა.

მთავრობა რუსულ სტილში გვატყუებს, რომ მოსახლეობა აცრილია. ყველა ადამიანმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ან პირბადე ატაროს, ან რისკზე წავიდეს და დაინფიცირდეს - მარტივი არჩევანია. თუ პარკში ხართ და იქ გვერდით ხალხი არ გიდგათ, რა თქმა უნდა, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. მაგრამ რუსთაველზე, სადაც მუდმივად ბევრი ხალხი გადაადგილდება, აუცილებლად გამოვიყენებდი. იგივეა, თუ მიტინგზე იმყოფებით. ასევე, ნავთლუღის ან ლილოს ბაზრობაზე თუ მიდიხარ, პირბადე აუცილებელია. თუ მოსკოვის პროსპექტზე ფეხით მისეირნობ, რასაკვირველია, პირბადე არ გინდა.

- კოვიდის წინააღმდეგ კიდევ რომელი შეზღუდვები უნდა დარჩეს და რატომ?

- უკვე მთელმა მსოფლიომ ვისწავლეთ, როგორ უნდა ვმართოთ ეს ვერაგი ვირუსი. კოვიდი არამარტო სამედიცინო, პოლიტიკური პრობლემაც გახდა. მის საწინააღმდეგოდ ისევ სამი ერთში პრინციპი მუშაობს - ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადე და დისტანციის დაცვა. ამით გავრცელებას ამცირებ.

ევროპაში კარგი მაგალითია, რომ მოსახლეობის თითქმის 90% ორჯერ, ხოლო 70% სამჯერ არის აცრილი. დაახლოებით ოცმა პროცენტმა ვირუსი გადაიტანა. ანუ .. ჯოგურ-პოპულაციური იმუნიტეტი უკვე ჩამოყალიბებულია, ვირუსი ვეღარ ვრცელდება. ადამიანს გადატანილი აქვს ან ვაქცინირებულია. შესაბამისად, ვირუსის გასავრცელებლად გზები აღარ არის და შეზღუდვებიც ნელ-ნელა იხსნება. მაგალითად, დისტანციაზე, ბევრ ევროპულ ქვეყანაში პირბადე გარე სივრცეში აღარ გამოიყენება, შეიძლება შიდაშიც მალე მოიხსნას. ვაქცინები მაინც რჩება, იარაღია მეტი დაცულობისთვის. ამ მხრივ, ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია.

-  ჩვენში დღეს როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია და მოსახლეობისთვის თქვენი რჩევები როგორია?

- სამწუხაროდ, ამ საკითხში რუსულმა მეხუთე კოლონამ გაიმარჯვა. მოდით ვაღიაროთ, ანტივაქსერული სამსახურები მთელ მსოფლიოში რუსული უშიშროების მიერ იყო დაფინანსებული. ეს არაერთი კვლევით დადასტურებულია, მათ შორის მეცნიერების მხრიდან. შესწავლილია მანიპულაციები, რასაც ამ მიზნით ახორციელებდნენ. მერე ჩინელებმაც გადაიღეს რუსებისგან მეთოდები და ახლო-მახლო რეგიონებში შეეცადნენ ამის კეთებას. სიახლოვის გამო ჩვენ რუსული ანტივაქსერული პროპაგანდის პირდაპირი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით. უკრაინის ომის ფონზე უკვე ნათელია, რატომ აკეთებდა ამას რუსეთი.

სხვათა შორის, საკუთარი მოსახლეობა რომ საერთოდ არ აინტერესებს, საკუთარი თვალით ვხედავთ. ყოველდღე ათასი ადამიანი უკვდებათ (არაოფიციალურად, 3-4 ათასი), ეს მათთვის არაფერს ნიშნავს. როცა ასეთი უბედურებაა, ხომ უნდა დაფიქრდე მაინც. იქ კი გამოაცხადეს ლამის, რომ კოვიდი არ არსებობს.

ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, სადაც შედარებითი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა, რუსეთმა აქტიურად გამოიყენა ანტივაქსერული მოძრაობები; რეალურად, ისინი რუსეთის აგენტები არიან, შეგიძლიათ დიდი ასოებით დაწეროთ. ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურდა.

სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ ყალბისმქნელ მოძრაობას აჰყვა. იმას კი არ ვამბობ, რომ ვინც ანტივაქსერია, ყველა რუსეთის აგენტია. აქცენტი ორგანიზატორებზე მაქვს, ვისი მიზანიც ამ მიმართულებით მასების მიზიდვაა. შედეგად ის მივიღეთ, რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ 300 ათასი კაცია რეალურად აცრილი.

ასევე, ყველამ ვიცოდით, რომ ჩინური ვაქცინები ხარისხიანი არ იყო. მაგრამ სახელმწიფო პროპაგანდა იყო ჩართული, რომ ჩინური ვაქცინა კარგია, ტრადიციულია და სხვ. თურმე მერსედესი ცუდია და ზაპოროჟეცი კარგი - საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. რუსულმა ძალებმა მსგავსი მიდგომები კარგად გამოიყენეს და არავაქცინირებულ ქვეყნად გვაქციეს. პრაქტიკულად, ევროპის მასშტაბით ყველზე არავაქცინირებული ვართ, სიკვდილიანობის მაჩვენებლითაც უმძიმესი რეალობაა. ამ ფონზე, მოსახლეობის 90%-მა კოვიდი გადაიტანა.

ამ ყველაფერში პირდაპირ სახელმწიფოს ვადანაშაულებ. ადრე არაპროფესიონალიზმის პრობლემა მეგონა, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ შეიძლება განზრახ იყო ჩადენილი.

- მოსახლეობის მიმართ კიდევ ერთხელ რჩევა როგორი იქნებოდა?

- ძალიან მარტივია, საღ აზრს უნდა მიმართონ, არანაირ პროპაგანდას არ უნდა აჰყვნენ. როცა ექიმი გეუბნება, რომ ვაქცინა კარგია და გშველის - უნდა გაიკეთო; და არა ვიღაცფილოსოფოს-ფილოლოგებსადა რუსეთის აგენტებს დაუჯერო, როცა გეუბნებიან, რომ თურმე ვაქცინა მომაკვდინებელია.

სამწუხაროდ, საქართველოში ორი ვაქცინა არ გვაქვს (მოდერნა არ მოგვეპოვება), ერთადერთი კარგი ვაქცინა ფაიზერია. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფაიზერით სამი დოზით აიცრან.

მეორე - ვაქცინით აცრა ასპროცენტიან დაცულობას არ ნიშნავს, ამიტომ ვიმეორებ,  სამედიცინო პირბადე უნდა გამოიყენონ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგალითად მეტროში, ავტობუსში ან ტაქსიში ვურჩევ უფრო ძლიერი სამედიცინო პირბადეების გამოყენებას ვურჩევ. 

მესამე - მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია. ანუ, რისკების გათვლის ამბავია. მაგალითად, თუ ავტობუსით ერთი გაჩერების გავლა გიწევს, არ გირჩევნია ეს გზა ფეხით გაიარო? ამ გზით რისკი მაქსიმალურად შეამცირო.

ძალიან კარგი ამბავია, რომ ვინც მინიმუმ ორჯერ აცრილი იყო, 70%-ია იმის შანსი, რომ პოსტკოვიდური დაავადებები არ დაემართება. ვხედავთ, რომ პოსტკოვიდი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს - გულსისხლძარღვოვანი დაავადებები, დიაბეტი, ტვინის უჯრედების დაზიანება და .. რაც კოვიდგადატანილთა 70%-ში ვლინდება. ვინც აცრილია, ჯერ ერთი ვირუსი ადვილად გადააქვს და რაც მთავარია, ნაკლები შანსია რთული პოსტკოვიდი დაემართოს. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, ვისაც საკუთარი თავი, ოჯახის წევრები უყვარს, უნდა აიცრას, სხვა გამოსავალი არაა. ვისაცრუსული რულეტკის  თამაში სურს, თვითონ იცის თავისი საქმის.

თუ უმეტესობა ადეკვატურად იმსჯელებს, ჩვენ შეიძლება კიდევ წავიდეთ ევროპული გზით. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით ჩვენი მატარებელი წასულია. ჩინური ვაქცინით არც კი ითვლებიან აცრილებად, ასევე ორჯერ აცრილები. ერთადერთი სამჯერ ფაიზერით აცრილი ითვლება. ეს ინფორმაცია მოსახლეობას სახელმწიფოს მხრიდან მკაფიოდ არ მიეწოდება, რაშიც ასევე რუსულ კვალს ვხედავ.

ამიტომ მივმართავ სახელმწიფოს - რატომ გვატყებთ? მინისტრის ბრძანებაა, რომ ვინც კოვიდი გადაიტანა, 30 დღეში შეუძლია ვაქცინა მიიღოს. ათეული კი არა, ასეულობით მივიდა ვაქცინაციის ცენტრში და პასუხობენ - არა, თქვენ ვეღარ აიცრებითო. ან გამოასწორონ, ან ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული პირები რუსული საქმის შემსრულებლები გამოდიან. იქნებ ლუსტრაციის საკითხიც დადგეს,  თუნდაც ბოლო ორ წელიწადში დაშვებული შეცდომები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ქვეყანაში ვაქცინებიც იყო, რესურსები, ასეულ მილიონობით გამოყოფილი ლარი და გვაქვს შედეგი, როცა მხოლოდ 300 ათასი ვაქცინირებულია.

-  რა მდგომარეობა გვაქვს კორონავირუსის შტამების გავრცელების კუთხით?

- ტყუილია ზოგიერთი კოლეგის განცხადება, რომ ომიკრონი ჩვეულებრივი ვირუსია და მისთ. ამ ომიკრონს სამი განშტოება აქვს - ბიე 1, ბიე 2 და ბიე 3. ბიე 2 უფრო მსუბუქი აღმოჩნდა, მაგრამ მისი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა. ხოლო მისი განშტოება ბიე 2. 2 პირველად ჰონკონგში დადასტურდა, იქიდან სინგაპურში, ავსტრალიასა და ბრიტანეთში გავრცელდა. ეს განშტოება დელტა ვარიანტზე კიდევ უფრო ვერაგია. ამიტომ უცოდინარობაა იმაზე საუბარი, რომ ომიკრონი ვირუსის დასასრულის დასაწყისია. ასევე, 30%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. ამიტომ აუცილებელია სამედიცინო პირბადის გამოყენება. სამჯერ აცრილი ადამიანი 80%-ით დაცულია, 20% ხომ რჩება? ამის გადაფარვა პირბადით ხდება. სამჯერ აცრილი ადამიანი პირბადეს თუ იყენებს მისი დაინფიცირების შანსი მხოლოდ 5%-ია.

ასევე, რუსეთის მოქალაქეები პრაქტიკულად არავაქცინირებულები არიან მათისპუტნიკისპირობებში. მე შევთავაზე დაავადების ცენტრს, ბარემ შემოსული ტურისტები აეცრათ და ამაში ფული მაინც აეღოთ. სხვათა შორის, დიდი სიამოვნებით იცრებიან ფაიზერით, რადგან იციან, რომ მათი სპუტნიკი არაფერში წერია. ამასაც არ აკეთებენ. 

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია