მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, რუსეთზე 3.5-ჯერ მეტად გავხდით ეკონომიკურად დამოკიდებული“ - 24 მარტი 2022

განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობაა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებთან მიმართებაში“

ანტიკორუფციულმა მოძრაობამრუსეთის გავლენები საქართველოს ეკონომიკაშიკვლევის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გამართა. ღონისძიებას პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომიკის ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვლევის შედეგებზე მოძრაობის თავმჯდომარეს, ვასო ურუშაძეს ვესაუბრეთ.

- ჩვენ ჩავატარეთ საქართველოს ეკონომიკური ბაზრებისა და პოლიტიკური ტენდენციების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი რუსეთთან მიმართებაში. კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, 3.5-ჯერ უფრო მეტად გავხდით ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე 2003-2012 წლებში ვიყავით.

განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობაა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებთან მიმართებაში. ხორბლის იმპორტი რუსეთიდან, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში,  2.5 ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს 2012 წელს მთლიანი ბაზრის მხოლოდ 40% ეჭირა, 2021 წლისთვის ეს წილი 95%-მდე გაიზარდა. 

3-ჯერ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება ნავთობპროდუქტების იმპორტის ნაწილში. საქართველოში რუსეთიდან ბენზინის იმპორტი 2014 წლიდან მუდმივად იზრდება და მთლიანი  ბაზრის 44%- შეადგენს; ფაქტობრივად, რუსულმა ბენზინმა საქართველოში  ევროპული, რუმინული წარმოშობის ბენზინი ჩაანაცვლა. 2012 წლიდან მუდმივად იზრდება დიზელის საწვავის იმპორტიც, რომელიც დღეის მდგომარეობით ბაზრის 24%- შეადგენს, ამ შემთხვევაშიც მოხდა რუმინული და აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების რუსულით ჩანაცვლება.

2.5-ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და  2012 წლიდან საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად გადაიქცა.

საქართველოში  რუსული გაზის იმპორტი განსაკუთრებულად მაღალი ტემპით, 3.5 ჯერ გაიზარდა და 2021 წელს  425 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

- სხვა მიმართულებებით  რა მდგომარეობაა?

- ანალოგიურია მდგომარეობაა სხვა მიმართულებებითაც. 3-ჯერ გაიზარდა სავაჭრო საქონელბრუნვის საერთო მოცულობა, 3-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 5-ჯერ გაიზარდა სატრანსპორტო გადაზიდვების ინტენსივობა, რაც ნათლად ადასტურებს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას.

კვლევამ ასევე გვიჩვენა საყურადღებო ტენდენცია, 2013-2021 წლებში საქართველოში ჯამურად  რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა 5.4 ჯერ მეტია, 2003–2012 წლებში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაზე. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ბოლო სამი თვის მონაცემები, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საგანგაშო მაჩვენებლები გვექნება.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რაც 500 მილიონიანი მოსახლეობის (მასშტაბის)  სავაჭრო ბაზრის ათვისების პოტენციალს ნიშნავდა და ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკისთვის.

საქართველოს მთავრობის არასწორმა და უგუნურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რუსეთის ბაზარზე  დამოკიდებული გაგვხადა. საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის ბაზრის დივერსიფიცირების პოლიტიკური ნების არარსებობამ, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქართველოს რუსეთზე, როგორც იმპორტ, ისე ექსპორტ დამოკიდებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. არსებული გარემოება არის პრობლემა საქართველოს ეკონომიკისთვის და მომატებული  საფრთხე სახელმწიფოსთვის.

- იმპორტდამოკიდებულების ზრდისა და  ბაზრის დივერსიფიცირების დამამუხრუჭებელი  ფაქტორები რაში მდგომარეობს?

- იმპორტდამოკიდებულების განმსაზღვრელი  ფაქტორები -  საგარეო სავაჭრო საქონელბრუნვის ზრდის (სავაჭრო ბრუნვა  2003 - 2012 წწ - 5.8 ჯერ გაიზარდა, 2013 – 2021 წწ -  1.4 ჯერ) შენელებული დინამიკა, ასევე,  ექსპორტ- იმპორტის მაღალი დისბალანსის (5,2– 5,8 მილიარდი აშშ დოლარი) დამოკიდებულება, მშპ- ზრდის შენელებულ (მშპ აშშ დოლარებში -  შვიდ წელიწადში 2006 – 2012 წწ -  2.1 ჯერ გაიზარდა, ცხრა წელიწადში, მხოლოდ 1.14 ჯერ) ტემპთან. ეს ის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორებია, რომელიც  ქვეყნის  იმპორტდამოკიდებულ რეჟიმში გადასვლის ტენდენციაზე მიუთითებს. 

დივერსიფიცირების დამამუხრუჭებელ ფაქტორს წარმოადგენს, ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის დისბალანსის დამოკიდებულება  მშპ-სთან; ამ პარამეტრით საქართველოს, დსთ- ქვეყნებთან მიმართებით, ყირგიზეთის შემდეგ ყველაზე მაღალიუარყოფითიმაჩვენებელი 36.7% გააჩნია.

- რა ფაქტორები განაპირობებს  ბაზრების დივერსიფიცირებას?

- შემცირებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კვალდაკვალ, ადგილობრივი ბაზარი დაბალ კონკურენტუნარიანია, შედეგად, ქვეყანა გადადის  იმპორტდამოკიდებულ რეჟიმში. ასეთ შემთხვევაში იზრდება  ერთ რომელიმე ცალკეულ ქვეყანაზე სავაჭრო დამოკიდებულების ალბათობა და, შესაბამისად, მაღალია კომერციული და პოლიტიკური რისკები. 

ბაზრის დივერსიფიცირების კვლევის შედეგებს რაც შეეხება -  საგარეო სავაჭრო საქონელბრუნვის დისბალანსის,   უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებთან კორელაციური დამოკიდებულება განსაზღვრავს ქვეყნის სავაჭრო ბაზრის დივერსიფიცირების შესაძლებლობას. კვლევაში ბაზრის დივერსიფიცირების სავარაუდო დონის დასადგენად გამოყენებულია დივერსიფიცირების კოეფიციენტი, რომლის მიხედვითაც, 2004 – 2007 წლებში ბაზრის დივერსიფიცირების  (40  - 45%) მაღალი მაჩვენებელი, ბაზრების გაზრდილი  დივერსიფიცირების   შესაძლებლობებზე მიუთითებს. მომდევნო წლებში ტენდენცია გაუარესდა 25 - 30%  ფარგლებში; 2021 წელს უფრო დაბალი - 20% შეადგინა, აღნიშნული,  ბაზრის დივერსიფიცირების შეზღუდულობის ტენდენციაზე მიუთითებს.

ძირითადი სავაჭრო პარტნიორები გრძელვადიან ჭრილში:  2012 და 2021  წწ. სავაჭრო საქონელბრუნვის  შედარებისას  - ექსპორტის რეჟიმში -  ზრდა ფიქსირდება,   ჩინეთის ბაზარზე 1% დან 15% მდე,  რუსეთის ბაზარზე 2% დან 15% მდე, შემცირება -  ევროკავშირის ბაზარზე 21% დან 17% მდე, აშშ ბაზარზე -  10% დან 5% მდე და აზერბაიჯანის ბაზარზე 26% დან 12% მდე. იმპორტის რეჟიმში -  ზრდა ფიქსირდება  რუსეთის ბაზარზე 6% დან - 10% მდე, შემცირება ფიქსირდება ევროკავშირის 30% დან - 23 % მდე და აზერბაიჯანის 9% დან - 6% მდე.  ევროკავშირის ბაზრიდან რუსეთის და ჩინეთის ბაზრებისკენ საქონელბრუნვის ორიენტაციის შეცვლა სახეზეა.

რუსეთის სავაჭრო  ბაზარზე პროდუქციის კონცენტრაცია:  რუსეთის ექსპორტის 70%  ნაწილდება  პროდუქციის ოთხ სახეობაზე  - (27%  - ღვინო, 23 % -  ფეროშენადნობები, 12%, - მინერალური წყლები, 8% - სპირტიანი სასმელები), იმპორტის - 40% ნაწილდება  ოთხ პროდუქციაზე (20% - ნავთობი, 11% ხორბალი, 5% ნავთობის აირები, 4% მზესუმზირას ზეთი);  კვლევით დასტურდება, რომ  პროდუქციის ასეთი კონცენტრაცია, სხვა ქვეყნების  ბაზრებზე არ ფიქსირდება, რაც რუსეთის ბაზარზე როგორც ექსპორტ ისე იმპორტ დამოკიდებულების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

- ეკონომიკური ბაზრების დივერსიფიცირების და პოლიტიკური ტენდენციების ანალიზი  რა დასკვნების საშუალებას იძლევა?

- რუსული ეკონომიკური სანქციების პოლიტიკური საფუძველი - „პროდუქციის ნაწილი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს არ შეესაბამება“,  დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას მხარი დაუჭირა“ - რუსეთის მხარის, ნებისმიერი ასეთი განცხადება,  პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული, რაც სავაჭრო ურთიერთობების გრძელვადიან ჭრილში დაგეგმვის და განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა, ასეთი ბაზარი კომერციულ რისკებთანაა დაკავშირებული.

 რუსეთის ბაზარი ალტერნატივის გარეშე - ჩვენი მთავრობის პოლიტიკური განცხადება  - „ადგილობრივი ბაზრის დივერსიფიცირება რთული პროცესია და რუსული კაპიტალის გარეშე საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია“, „თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას“, „ევროპის ქვეყნებისათვის ყველაზე მოთხოვნადი სწორედ რუსული ბაზარია“ -  2019 წელი, ამონარიდები   ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან  -  ქვეყანაში,  რუსეთის ბაზრის დივერსიფიცირების პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებს.

მთავრობის განცხადება -  ევროპის ქვეყნებისათვის ყველაზე მოთხოვნადი სწორედ რუსული ბაზარია“ -  სიმართლეს  არ შეესაბამება:  ევროსტატის 2020 – 2021 წწ მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთი -  მსოფლიოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო სახელმწიფოებს შორის  ექსპორტის კუთხით მე-12 საფეხურზეა, იმპორტის კუთხით - მე 15 საფეხურზეა;  მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნების ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის კუთხით, რუსეთის  ექსპორტი ევროკავშირის  ბაზარზე - 4.1% ია,  იმპორტი - 7.5%. მთავრობის განცხადება -  რუსეთის ბაზრის, ევროპისათვის, როგორც ყველაზე მოთხოვნად ბაზართან მიმართებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

იმპორტდამოკიდებულების განმსაზღვრელი  ფაქტორები -  საგარეო სავაჭრო საქონელბრუნვის ზრდის (სავაჭრო ბრუნვა  2003 - 2012 წწ - 5.8 ჯერ გაიზარდა, 2013 – 2021 წწ -  1.4 ჯერ) შენელებული დინამიკა, ასევე,  ექსპორტ -  იმპორტის მაღალი დისბალანსის (5,2 – 5,8 მილიარდი აშშ დოლარი) დამოკიდებულება მშპ- ზრდის შენელებულ (14 – 19 მლრდ აშშ დოლარი) ტემპთან, ეს   ძირითადი ფაქტორებია, რომელიც მიუთითებს -  ქვეყნის  იმპორტდამოკიდებულ რეჟიმში გადასვლის ტენდენციაზე. 

ამავე დროს, საქართველო და რუსეთი საერთაშორისო რეიტინგებში -  ეკონომიკის და კორუფციის მაჩვენებლების  შედარებისას, რუსეთთან მიმართებით, საქართველოს პოზიციონირება მაღალია: მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველოს უკავია -  85 საფეხურით მაღალი პოზიცია, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით - 87 საფეხურით, კორუფციის აღქმის ინდექსით - 89 საფეხურით, ქონების დაცულობით - 65 საფეხურით, ფინანსური სტაბილურობით - 61 საფეხურით. საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო რეიტინგებში შთამბეჭდავი განსხვავება, რუსეთის სავაჭრო  ბაზარზე არსებული კორუფციული რისკების მაღალ ალბათობაზე მიუთითებს.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია