მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის დროა - 29 ივნისი 2012

[foreignpress.ge]

გრემ უატსონი

ევროპული იმედები, რომელიც სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა, სერიოზულად გაცრუებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სულ უფრო ავტორიტარული ქმედებების გამო. ამ კვირაში ის ბრუსელს სტუმრობს. ეს ფაქტი გამოყენებულ უნდა იქნას იმისთვის, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერს აუცილებლად განუმარტონ ის, რომ მისმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მაქინაციები, რომელსაც ის ოქტომბრის არჩევნების ფალსიფიკაციისთვის მიმართავს.

19 ივნისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, საქართველოს მთავრობას მოუწოდა „მეტი პროგრესისკენ ტოლერანტული და პლურალისტური პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების გზაზე“. 20 ივნისს გამოქვეყნებულ გაეროს ანგარიშში, საუბარია „დაშინებისა და დევნის ატმოსფეროზე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისათვის“. მეორე დღესვე, მთავრობამ, არაფრად ჩააგდო რა ეს შენიშვნები, დამოუკიდებელი საკაბელო ოპერატორების ათასობით თანამგზავრული თეფში დააპატიმრა. ამ ოპერატორების მიზანი სატელევიზიო საინფორმაციო სივრცეზე სახელმწიფოს ფაქტობრივი მონოპოლიის შერყევა იყო.

ამ შეტევის მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილია – ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი. მთავრობის ყოფილ მხარდამჭერ ბიძინა ივანიშვილს, ცრუ ბრალდებების საფუძველზე, მოქალაქეობა ჩამოერთვა, უმალ, როგორც კი პოლიტიკურ ოპოზიციაში შესვლის შესახებ განაცხადა. ეს მოქალაქეობა მას დღემდე არ აღუდგინეს.

სააკაშვილის მთავრობამ ასევე მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს ოპოზიციის დაფინანსების შესძლებლობებს. მან ბიძინა ივანიშვილს 74 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა და დაამკვიდრა როგორც პერსონალური, ასევე პროფესიული დაშინების სისტემა ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის; მაგალითად სამსახურიდან გაათავისუფლა სახელმწიფო მოხელეები, პედაგოგები, რომლებმაც ოპოზიციის მხარდაჭერა გაბედეს.

მაშინ როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის მოხიბვლას ცდილობს, დასავლეთის ლიდერებს მისი პოლიტიკა აშფოთებთ. ევროკომისარმა შტეფან ფიულემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება მოითხოვა. ახლახანს თბილისში ვიზიტის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასეთი გაფრთხილება გააკეთა: „საქართველოს უსაფრთხოება და ხანგრძლივი კეთილდღეობა დიდწილად თქვენი დემოკრატიის ხარისხზეა დამოკიდებული“.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართველებს მომავალ გაზაფხულზე პრეზიდენტის არჩევაც უწევთ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მორიგი ვადით პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, მაგრამ გარკვევით მიანიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობას შეეცდება – თანამდებობა, რომელიც ბოლო საკუნსტიტუციო რეფორმის მიხედვით მას მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს. მაშინ როდესაც ეს არჩევნები რამდენიმე თვის შემდეგ იგეგმება, ფაქტები მკაფიოდ ცხადყოფს, რომ მმართველმა პარტიამ უკვე მოასწრო მისი მოპარვა ქართველი ხალხისთვის, უარი უთხრა რა მათ რეალური არჩევანის უფლებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელში ვიზიტის დროს, ევროპელმა ლიდერებმა მკაცრად განუმარტონ მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი ბოლოდროინდელი თავდასხმები ოპოზიციაზე მიუღებელია. ევროკავშირს მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს საქართველოს წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც ის იწყებს მოლაპარაკებებს ახალ შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამან იმის გარანტიები უნდა შექმნას, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს ჩასახული იმედები, რომელიც თავისუფლებას და დემოკრატიას უკავშირდებოდა, დავიწყებას არ მიეცემა რევოლუციის ზოგიერთი ინიციატორის ქმედებების გამო.

სერ გრემ უატსონი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ბრიტანელი დეპუტატია; ის არის ასევე ლიბერალ-დემოკრატების და რეფორმატორების ევროპული პარტიის ხელმძღვანელი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია