მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი მთავრობას უპირისპირდება - 06 ივლისი 2012

[foreignpress.ge]

მეთიუ კოლინი

თბილისი – კახი კალაძის ოფისი მისი საფეხბურთო გამარჯვევების გამოსახულებებითაა მორთული, მაგრამ დღეს ის თავის ყველაზე მწვავე ოპონენტს, საქართველოს მთავრობას უპირისპირდება და მისი გადაყენების კამპანიაშია ჩართული.

„როდესაც განვაცხადე, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა დასრულდა, ვთქვი, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ ახლა იწყებოდა“, განაცხადა ფეხბურთიდან ახლახანს წასულმა მცველმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მოთამაშემ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიაში.

იტალიის „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, 34 წლის კალაძე შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად, რომელსაც მილიარდერი მაგნატი ხელმძღვანელობს, მაგნატი, რომელმაც პირობა დადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას დაამარცხებს.

„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე. ჩემს ქვეყანაში დიდი უსამართლობაა, ბევრი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს“, ამბობს კალაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო სასახლეს უყურებს მდინარე მტკვრის მეორე ნაპირიდან თბილისში.

ბოლო კვირებში დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა, რადგან „ქართული ოცნების“ უმდიდრესი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ათობით მილიონი დოლარით დააჯარიმეს იმ ბრალდებით, რომ თითქოს გამარჯვებისკენ გზის ყიდვას ცდილობდა.

„ეს ყველაფერი ხელისუფლების შიშის შედეგია“, ამბობს კალაძე, რომელიც დღესაც ფეხბურთის იტალიელი ვარსკვლავივით გამოიყურება.

„ის რასაც ჩვენ ვაწყდებით უკანონო და უსამართლოა“, თქვა მან.

ამ უძლიერესმა მცველმა საკუთარი რეპუტაცია ჯერ თბილისის დინამოში გამოძერწა, სადაც ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე კიევის დინამოში გადავიდოდა და თავის წარმატებებს სამ უკრაინულ ჯილდოს შემატებდა.

შემდეგ მასთან კონტრაქტი იტალიის „მილანმა“ გააფორმა საქართველოსთვის რეკორდულ ფასად 16 მილიონ ევროდ, მაგრამ მომდევნო წლებში მის ცხოვრებაში წარმატებასთან ერთად ტრაგედიებიც მოხდა.

მან იტალიის სერია ა-ს ტიტული მოიპოვა, ორჯერ მოიგო ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯილდო, მაგრამ დაკარგა ძმა ლევანი, რომელიც ქართველმა კრიმინალებმა მისგან ფულის გამოძალვის იმედით გაიტაცეს. ის მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, 2006 წელს მოკლული იპოვეს.

კალაძემ წელს ფეხბურთი დატოვა, დღემდე თამაშობს რა სერია ა-ში გენოაში, თუმცა მალევე გააცნობიერა, მის ახალ მატჩში ნაკლებად ჯენტლმენური წესებით თამაშობენ.

„პოლიტიკაში ბევრად მეტი გამოწვევაა ვიდრე სპორტში“, ამბობს ის და დასძენს, რომ ის „წინ რთულ მატჩებს ელოდება“ მთავრობასთან, რომელიც არ აპირებს ხელისუფლებიდან წასვლას.

საქართველოს პრო-დასავლელმა ლიდერმა ივანიშვილი, რომელმაც მისი $6.4 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა, იმაში დაადანაშაულა, რომ ის მოსკოვის მარიონეტია, რომელთანაც თბილისს 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდა და დღემდე არ გაყავს არმია საქართველოს ორი გამოყოფილი რეგიონიდან, რომლებსაც ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უზარმაზარი რუსული ფული მოდის საქართველოში პირდაპირი ბრძანებებით კრემლიდან“, განაცხადა ახლახანს სააკაშვილმა.

კალაძე ამბობს, რომ „აბსურდია“ ოპოზიციის დახასიათება „პუტინის ადამიანებად“, მაგრამ ამტკიცებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს, თუკი მის ქვეყანას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება უნდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსებთან დიალოგის დაწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და დისკუსიის დაწყება იმაზე, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ტერიტორიები, რომელიც ახლა რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული“, ამბობს იგი.

უმწვავესი წინასაარჩევნო ბრძოლის გარდა, კალაძე პროსამთავრობო ტელევიზიამ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირებში დაადანაშაულა ახლახანს გასულ სიუჟეტში რომელსაც ის „იაფფასიან ცილისმწამებლურ კამპანიას“ უწოდებს.

„არაფერი საერთო არ მაქვს მაფიასთან, არც წარსულში მქონდა და არც ახლა“, თქვა მან.

ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის უჩვეულო არ არის ამომრჩეველთა მოსაზიდად მათთვის კანდიდატებად ცნობილი ადამიანების შეთავაზება.

„პრობლემაა, როდესაც ქვეყანაში არ გყავს პოლიტიკაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები ან შეჯიბრი იდეოლოგიურ საფუძველზე“, ამბობს ანალიტიკოსი გია ნოდია.

მართალია საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს ოპოზიციას, თუმცა ნოდია ფიქრობს, რომ კალაძეს კარგი შანსი აქვს არჩეულ იქნას მისი მშობლიური ქალაქის, სამტრედიის საარჩევნო ოლქში.

„ის იქ დიდი გმირია და არ გამიკვირდება თუკი გაიმარჯვებს“, ამბობს იგი.

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია