მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი კახა კალაძე პოლიტიკურ სცენაზე გადის - 18 ივლისი 2012

[foreignpress.ge]

თბილისი - საფეხბურთო კლუბ ,,მილანისა’’ და კიევის ,,დინამოს’’ ქართველი ვარსკვლავი კახა კალაძე ფეხბურთიდან წავიდა, მაგრამ დღეს ის საკუთარი კარიერის მანძილზე ყველაზე სასტიკ მოწინააღმდეგესთან – მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან – დაპირისპირებისთვის ემზადება.

საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კახა კალაძე ახლახანს სპორტიდან წავიდა, მაგრამ მეორე ცხოვრება დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში. იგი შეეცდება, დეპუტატის სავარძლის მოპოვებას შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში.

,,როდესაც, ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განვაცხადე, ვთქვი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ ახლა იწყებოდა’’ – განაცხადა 34 წლის მცველმა.

იტალიის „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, 34 წლის კალაძე შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად, რომელსაც მილიარდერი მაგნატი ხელმძღვანელობს, მაგნატი, რომელმაც პირობა დადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას დაამარცხებს.

„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე, რადგან ჩემს ქვეყანაში დიდი უსამართლობაა, ბევრი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს“, – ამბობს კალაძე.

პოლიტიკური დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმდიდრესი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სასამართლომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით ათობით მილიონი დოლარით დააჯარიმა.

,,ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებას ეშინია ოპოზიციის’’ – მიაჩნია კახა კალაძეს, რომელიც ამ სანქციების უკან პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს.

,,დღეს, ჩვენ ვუპირისპირდებით უკანონობას და უსამართლობას’’, ამბობს ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც სახელი თბილისის ,,დინამოში’’გაითქვა. სწორედ ამ გუნდში დაიწყო მან თავისი კარიერა და საქართველოს ჩემპიონატში ხუთი ტიტული მოიპოვა მანამ, სანამ უკრაინის დედაქალაქის ლეგენდარულ კლუბში კიევის ,,დინამოში’’ განაგრძობდა მოღვაწეობას.

,,პოლიტიკაში ბევრად მეტი გამოწვევაა, ვიდრე სპორტში“, – მიაჩნია კახა კალაძეს, რომელიც მეტად რთულ მატჩებს ელოდება იმ ხელისუფლებასთან ბრძოლაში, რომელსაც არ სურს ძალაუფლების დაკარგვა.

საქართველოს პროდასავლელი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მისი ქონება რუსეთში დააგროვა, იმაში ადანაშაულებს, რომ ის მოსკოვის ლაქიაა, რომელთანაც თბილისს 2008 წლის ზაფხულში ხანმოკლე ომი საქართველოს პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასამყარებლად.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უზარმაზარი რუსული ფული მოდის საქართველოში პირდაპირი ბრძანებებით კრემლიდან“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა, მოსკოვის მოსისხლე მტერმა, და ამით მიგვანიშნა, რომ ქართული ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდება.

კალაძე ამბობს, რომ „აბსურდია“ ოპოზიციის დახასიათება „პუტინის ადამიანებად“ლადიმერ პუტინზე.

ფეხბურთელი ხაზს უსვამს რუსეთ-საქართველოს კავშირების გაუმჯობესების აუცლებლობას, რომელიც დიპლომატიურ დონეზე შეწყვეტილია 2008 წლის ზაფხულის ომის შემდეგ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსებთან დიალოგის დაწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და დისკუსიის დაწყება იმაზე, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ტერიტორიები, რომელიც ახლა რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული“, ამბობს იგი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსებთან დიალოგის დაწყება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რათა დისკუსია დავიწყოთ იმაზე, თუ როგორ დაიბრუნოს საქართველომ ტერიტორიები, რომელიც ახლა რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული“, – განაცახადა კახა კალაძემ, იგულისხმა რა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მეორე სეპარატისტული რეგიონი, რომლის დამოუკიდებლობაც მოსკოვმა ასევე 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ აღიარა.

მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, კახა კალაძე ქართულ მაფიასთან კავშირში დაადანაშაულეს. ამ გადაცემას კალაძემ, მის წინააღმდეგ განხორციელებული ,,ცილისმწამებლური კამპანია’’უწოდა.

,,არც წარსულში და არც ახლა, არაფერი საერთო მაფიასთან არ მაქვს’’, ირწმუნება კალაძე, რომელსაც, გამოკითხვებით, უდაოდ კარგი შანსები აქვს მაჟორიტარობისთვის, სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოში.

,, ამ რეგიონში, კალაძე გმირად ითვლება. არ გამიკვირდება, თუკი ის ამ ოლქში გაიმარჯვებს’’ – ამბობს ანალიტიკოსი გია ნოდია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია