მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის ტომას ჰამარბერგის ანგარიში - 22 ივლისი 2012

სტრასბურგი, 30 ივნისი, 2011 CommDH(2011)22
Or. English
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის ტომას ჰამარბერგის
ანგარიში
მომზადებულია საქართველოში 2011 წლის 18–24 აპრილის ვიზიტის შემდგომ
მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებების დაცვა საქარველოს
სამართლებრივ სისტემაში
Unofficial translation
CommDH(2011)22
2
მოკლე მიმოხილვა
კომისარი ტომას ჰამარბერგი და მისი თანმხლები დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა 2011 წლის
18 – 20 აპრილს.1 ვიზიტისას კომისარმა გამართა შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი შეეხებოდა
საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებას და ადამიანის უფლებების მდგომარებას
საქართველოს სასამართლო სისტემაში. კომისარმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკასა და პრაქტიკას, სასამართლო ხელისუფლების
დამოუკიდებლობას, სამართლის ხელმისაწვდომობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების
განხორციელებას.
წინამდებარე ანგარიში მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
I. სისხლის სამართლის პოლიტიკა და რეფორმა
ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სირიოზული ძალისხმევა მოანდომა მართლმსაჯულების
სფეროში რეფორმების განხორციელებას. სისხლის სამართლის ფართომასშტაბიანი რეფორმა 2005
წელს დაიწყო და მოიცვა სასჯელაღსრულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პრობაციისა
და სამართლის ხელმისაწვდომობის სფეროები. რეფორმის პროცესში განახლდა შესაბამისი
სამართლებრივი ჩარჩო.
წვრილმანი დანაშაულისთვის შემოღებული ,,ნულოვანი ტოლერანტობის“ მკაცრი პოლიტიკა, დღესაც
მოქმედებს. მისი შედეგია გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელების გამოყენება. შეშფოთება გამოითქვა
სასჯელების პროპორციულობასთან დაკავშირებით. კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას, შეიმუშავოს
უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა,
რომელიც პირველ რიგში გამოსწორებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების
მაგალითი იქნება. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ერთ–ერთი პოზიტიური ასპექტი არის
აქცენტის გადატანა პატიმრობის ალტერნატიულ სასჯელებზე. კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას,
შემდგომი ნაბიჯები გადადგას სასჯელის ზომად დაკავებისა და პატიმრობის გამოყენების – რაც ასე
ხშირია საქართველოში – შემცირებისკენ.
კომისარი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების აშკარა მზადყოფნას, განახორციელოს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და აღიარებს ბოლო ხანს მიღწეულ
მნიშვნელოვან წინსვლას ამ სფეროში. კომისარმა ყურადღება გაამახვილა პრინციპზე, რომლის
მიხედვით არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საქმეებში თავისუფლების აღკვეთა უნდა
გამოიყენებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა და რაც შეიძლება მოკლე ვადით.
II. სასამართლოს დამოუკიდებლობა
საქართველოში სასამართლო სისტემის ორგანიზების თვალსაზრისით მნიშნელოვანი ცვლილებები
განხორციელდა. საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოხატა
კორუფციასთან ბრძოლის მტკიცე ერთგულება. ზოგადად, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო
უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მოსამართლეებზე ზეწოლა სისხლის
სამართლის დანაშაულადაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, კომისრის დაკვირვებით, საჭიროა
შემდგომი ნაბიჯების განხორციელება სასამართლოს საქმიანობაში არასათანადო ჩარევის გარანტიების
შესაქმნელად. კომისარი მიესალმა დამატებითი ზომების მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
პოლიტიკური ზეგავლენისგან დასაცავად და მოსამართლეების ინდივიდუალური
დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
1
კომისარს ახლდა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე ბოიანა ურუმოვა და ორი მრჩევლი, საბრინა ბეხლერი
და მარსელ კაპი.
CommDH(2011)22
3
კომისარმა აღნიშნა, რომ პროკურორებს წამყვანი პოზიცია უკავიათ საქართველოს სისხლის
სამართლის სისტემაში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორები აღძრავენ ან აგრძელებენ
სისხლისსამართლებრივი დევნას მიუხედავად პოლიციის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე
დაშვებული პროცედურული დარღვევებისა, სერიოზულ განხილვას მოითხოვს; საჭიროა გადამჭრელი
ზომების მიღება პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების ეფექტური ზედამხედველობის
უზრუნველსაყოფად.
III. სამართლის ხელმისაწვდომობა
კომისრისთვის ცნობილი გახდა, რომ ადვოკატებს ხელი ეშლებათ პროფესიული მოვალეობების
თავისუფლად შესრულებაში და რომ გამოყენებული იყო მათი დაშინების, არამართლზომიერი დევნის
და ზეწოლის სხვა ფორმები, რაც სერიოზულად აფერხებს დაცვის უფლების განხორციელებას და
ხელს უშლის ადვოკატებს, ეფექტურად ემსახურონ მართლმსაჯულებას. ამასთან დაკავშირებით
კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადვოკატებს უნდა მიეცეთ უფლება შეუფერხებლად იმუშავონ და
შეძლონ კლიენტებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა სრული კონფიდენციალურობის დაცვის
პირობებში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი საპროცესო კოდექსი ადვოკატებისთვის უფრო ფართო უფლებებს
ადგენს, სისხლის სამართლის სამართალწარმოება ადასტურებს, რომ მხარეთა თანასწორუფლებიანობა
პროკურატურის სასარგებლოდაა დარღვეული. უნდა გატარდეს სისტემური ღონისძიებები,
ადვოკატთა ფართომასშტაბიანი ტრენინგის ჩათვლით, რომ აღმოიფხვრას ეს ხარვეზი და
უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტ შეჯიბრებითობაზე აგებული სამართალწარმოება. კომისარი მხარს
უჭერს იურიდიული დახმარების რეფორმირებაზე მიმართულ ხელისუფლების ძალისხმევას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საპროცესო გარიგების პროცედურას, რომელიც სისხლის
სამართლის საქმეებში ძალზე ფართოთ გამოიყენება საქართველოში. რამდენიმე ფაქტორის
ერთობლიობას, კერძოდ, პატიმრობის ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და
მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია
ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს,
რაც მართლმსაჯულების სამართლიანობის პრინციპის დარღვევას გამოიწვევს. კომისარი სთხოვს
ხელისუფლებას, ფრთხილად მოეკიდოს იმ გაზრდილ უფლებამოსილებას, რომელსაც პროკურატურა
საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში ახორციელებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ
აუცილებელია ეფექტური და შესაბამისი სასამართლო კონტროლის მექანიზმის შემუშავება, რათა
კანონით გათვალისწინებული გარანტიები სრულად აღსრულდეს პრაქტიკაში. საჭიროა დამატებითი
ძალისხმევა იმისთვის, რომ პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს.
IV. სამართლის განხორციელებასთან დაკავშირებული შეშფოთება
სხვადასხვა პირისგან, უფლებედამცველთა ჯგუფისგან თუ ადვოკატისგან კომისარმა მიიღო არაერთი
შეტყობინება, პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ. ვიზიტისას მან რამდენიმე ასეთი შემთხვევა
განიხილა და იმ დაკავებულებსაც შეხვდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ მიმართ
არამართლზომიერი დევნა განხორციელდა და ისინი პოლიტიკური მრწამსის საფუძველზე
გაასამართლეს.
კომისრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს სერიოზულ ხარვეზებზე, რომლებიც ჩრდილს
აყენებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და სამართალწარმოებას ოპოზიციური აქტივისტების
წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება ამ პირთა
მიმართ წაყენებული ბრალი და საბოლოო გადაწყვეტილება. კომისარმა ხელისუფლებას ამ საქმეებთან
დაკავშირებით მკაფიო და გამჭვირვალე პასუხის მიღება სთხოვა. ზოგადად, საჭიროა მკაცრი ზომების
მიღება სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ დაცული იყოს ყველა
მხარის თანასწორუფლებიანობა ადამიანის უფლებaTa ევროპuli კონვენციის მე–6 მუხლის შესაბამისად.
CommDH(2011)22
4
ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის და დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად;
ასევე, მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის რისკის
შესამცირებლად. თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახლახანს
მიღებული გადაწყვეტილება ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ ადასტურებს,
აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ სიფხიზლე გამოიჩინოს და დაადასტუროს
დაუსჯელობასთან ბრძოლის მტკიცე ერთგულება.
კომისრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს სერიოზულ ხარვეზებზე, რომლებიც ჩრდილს
აყენებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და სამართალწარმოებას ოპოზიციური აქტივისტების
წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება ამ პირთა
მიმართ წაყენებული ბრალი და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. კომისარმა სთხოვა
ხელისუფლებას მისცეს მას მკაფიო და გამჭვირვალე პასუხი ამ საქმეებთან დაკავშირებით. ზოგადად,
საჭიროა მკაცრი ზომების მიღება სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ
დაცული იყოს ყველა მხარის თანასწორუფლებიანობა ადამიანის უფლებaTa ევროპული კონვენციის
მე–6 მუხლის შესაბამისად.
კომისრისთვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ 2007 წლის ნოემბერში და 2009 წლის გაზაფხულზე
ოპოზიციური საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობის და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების
შემთხვევები არ იყო სწრაფად და დროულად გამოძიებული. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა
მოხმარდეს სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული
ხარვეზების აღმოფხვრას; აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს კომპეტენტური ორგანოების
მხრიდან ამ სტრუქტურების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევის
ეფექტური გამოძიება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი
კრიტერიუმების შესაბამისად.
დაბოლოს, კომისარს სწამს, რომ წინამდებარე ანგარიშში აღწერილი საკითხების მოგვარება წვლილს
შეიტანს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდაში. ამ თვალსაზრისით,
სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდაზე მიმართული ღონისძიებები და საზოგადოების
მხრიდან მეტი კონტროლის უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
CommDH(2011)22
5
შესავალი
1. 18 – 24 აპრილს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების
კომისარი ტომას ჰამარბერგი. მისი ვიზიტის მიზანი იყო სიტუაციის გაანალიზება
საქართველოში მართლმასჯულების განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დაცვის
კუთხით. კომისარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის
პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე,
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების
უზრუნველყოფაზე.
2. თბილისში კომისარი შეხვდა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების
მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თინა
ბურჯალიანს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს,
გენერალურ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს და ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თოდრიას.2 კომისარს ჰქონდა შეხვედრები სახალხო
დამცველთან გიორგი ტუღუშთან, მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებთან. კომისარმა ასევე მოინახულა რუსთავის
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების მე–6, მე–16 და მე–17
დაწესებულებები და ესაუბრა რამდენიმე პატიმარს.
3. კომისარი ასევე შეხვდა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობას
ილია მეორეს.
4. კომისარი მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას იმ ფასეული ინფორმაციისთვის,
რომელიც ხელისულების წარმომადგენლებისგან მიიღო. ზოგადად, კომისარი მადლობას
უხდის ყველას, ვინც გამონახა დრო მასთან შესახვედრად და გამოხატა სურვილი
კომისრისთვის ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა.
I. სისხლის სამართლის პოლიტიკა და რეფორმა
5. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სeრიოზული ძალისხმევა მოანდომა რეფორმების
განხორციელებას მართლმსაჯულების სფეროში. სისხლის სამართლის ფართომასშტაბიანი
რეფორმა 2005 წელს დაიწყო; საქართველოს ხელისუფლების თქმით, მან საგრძნობი შედეგები
მოიტანა სასჯელაღსრულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პრობაციისა და
სამართლის ხელმისაწვდომობის სფეროებში. საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების
გათვალისწინებით განახლდა შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო. ამ სფეროში
განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს პატიმრობისა და
პრობაციის შესახებ ახალი კანონმდებლობლობისა და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მიღებას.3
6. ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში
რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შემოაქვს. მისი ერთ–ერთი საჯაროდ გაცხადებული
მიზანი არის მხარეებს შორის სრული თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და
შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელება სამართალწარმოების ისეთ სისტემაში, რომელიც
აქამდე, ძირითადად ინკვიზიციურია. ახალი სისტემა ითვალისწინებს პროკურორის როლის
შეზღუდვას. კოდექსის მიხედვით პროკურორი ვალდებულია სასამართლომდე ხუთი დღით
2
სამწუხაროდ, კომისრის საქართველოში ვიზიტისას შინაგან საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილემ ვერ შეძლეს
კომისართაn შეხვედრა.
3
სისხლის სამართლის ახალი კოდექსი 2010 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში.
CommDH(2011)22
6
ადრე წარმოადგინოს მტკიცებულებები, ასევე, უზრუნველყოფილია ადვოკატის მიერ
პროფესიული უფლებების უკეთ განხორციელება, კერძოდ, უზრუნველყოფილია წინასწარი
გამოძიების ეტაპზე საქმეში არსებულ მტკიცებულებების ხელმისაწვდომობა. მოსამართლეს
უფრო ნეიტრალური ზედამხედველის როლი ეკისრება და მან სასამართლო პროცესის
სამართლიანობა უნდა უზრუნველყოს. ამასთან, ახალ საპროცესო კოდექსს შემოაქვს ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს მიერ განზრახ მკვლელობის საქმეების განხილვა, თუმცა ეს სისტემა
პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქში ამოქმედდება. ბუნებრივია, რომ საჭიროა გარკეული
დრო, რომ სისტემაში ახალი ნორმები დაინერგოს; რეკომენდირებულია, ასევე შემდგომ ეტაპზე
სისხლის სამართლის ახალი კოდექსის პრაქტიკული განხორციელების უფრო ზუსტი აღწერა
და ანალიზი.
7. საქართველოში წვრილმანი დანაშაულისთვის შემოღებული ,,ნულოვან ტოლერანტობად“
მონათლული სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკა, რომელიც 2006 წელს იქნა შემოღებული,
დღესაც მოქმედებს. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელები;
შეშფოთებას იწვევს, ასევე, ასასჯელის ვადის პროპორციულობის საკითხი. მაგალითისთვის,
კომისრის ყურადღება მიიპყო 2011 წელს გასამართლებული პირისთვის დადგენილმა
სასჯელმა. მას სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქურდობისთვის, რომლის
შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალი დაახლოებით 15 ევროთი შეფასდა.
ხელისუფლების თქმით, ,,ნულოვანმა ტოლერანტობამ“ საგრძნობლად შეამცირა დანაშაულის
ჩადენის შემთხვევები.
8. დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვა ზემოხსენებული პოლიტიკის
ლიბერალიზაციის კუთხით. ამ მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ლიბერალიზაციის
პოლიტიკის კონტექსტში გათვალისწინებულია სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის
განმარტებისა და სასჯელის მოდიფიცირება, ასევე ალტერნატიული სასჯელის უფრო ხშირად
გამოყენება. არასაპატიმრო სანქციები, რომელსაც სასამართლოები დღემდე იყენებენ,
ძირითადად პირობითი სასჯელითა და ჯარიმით განისაზღვრება. სასჯელაღსრულების,
პრობაციის და იურიდიული დახმარების მინისტრმა გამოხატა ხელისუფლების მზადყოფნა,
გაატაროს რეფორმები და უთხრა კომისარს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან
თანამშრომლობით, ალტერნატიული სასჯელის სახით შემოღებულ იქნა ახალი,
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის პროგრამა, რომელიც ისეთი ნაკლებად მძიმე
დანაშაულისთვის იქნება გამოყენებული, რომელიც აქამდე თავისუფლების აღკვეთით
ისჯებოდა.
9. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში აღინიშნებოდა
გამამართლებელი განაჩენების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი. ოფიციალური
მონაცემებით 2010 წლისთვის გამამართლებელი განაჩენების საშუალო მაჩვენებელი პირველი
ინსტანციის სასამართლოებში იყო 0.2%, ხოლო პირველი ინსტანციის თბილისის საქალაქო
სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი – 0.04% იყო.
კომისართან შეხვედრებისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ
გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ პროკურორები
სასამართლოს კარგად დასაბუთებულ და კარგად მომზადებულ საქმეებს წარუდგენდნენ.
უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარემ კომისარს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით
2010 წელს არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ
დაახლოებით 1390 საქმე შეწყვიტა. ადვოკატებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა
ეჭვქვეშ დააყენეს ხელისუფლების ეს ინტერპრეტაცია და მის საპირისპიროდ განაცხადეს, რომ
გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია სასამართლოებში
არსებული ტენდენციით, მხარი დაუჭირონ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ბრალდებას.
CommDH(2011)22
7
10. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმირების პროცესში აქცენტი კეთდება პატიმრობის
ალტერნატიულ სასჯელზე, ,,ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის მიზნებისა და
სულისკვეთებიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთა საქართველოში მაინც ხშირად
გამოიყენება. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის მონაცემებით, საქმეების 45%–ის შემთხვევაში
სასჯელის ზომად პატიმრობა იყო გამოყენებული, რაც 2009 წლის მონაცემებთან შედარებით არ
შეცვლილა. იგივე შეიძლება ითქვას წინასწარი პატიმრობის გამოყენებისა და მისი ვადის
გაგრძელებაზე; შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება
სისტემატიურ ხასიათს ატარებს. ამ სანქციის დაკისრება არასათანადოდაა დასაბუთებული,
რადგან არ გამომდინარეობს კონკრეტული საქმის მასალებიდან. (იხ. თავი სასამართლოს
შესახებ, პარაგრაფი 28).4
დასკნა და რეკომენდაციები
11. კომისარი მიესალმება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროცესში საქართველოს
ხელისუფლების მიერ მიღწეულ წინასწარ შედეგებს.
12. დანაშაულის მიმართ ,,ნულოვანი ტოლერანტობის“ მკაცრმა პოლიტიკამ, რომელიც ჯერ კიდევ
გამოიყენება საქართველოში, გამოიწვია არაპროპორციულად გრძელვადიანი სასჯელების
დაკისრება. კომისარი მხარს უჭერს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც სისხლის
სამართლის კოდექსის გადახედვისკენაა მიმართული და მოუწოდებს მას, შეიმუშავოს სისხლის
სამართლის უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული
პოლიტიკა, რომელიც უფრო მეტად გამოსწორებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულების
პრინციპებს დაეყრდნობა, ნაცვლად დასჯაზე ორიენტირებულისა.
13. კომისარი შეახსენებს ხელისუფლებას დამკვიდრებულ პრინციპს, რომლის თანახმად
წინასწარი პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს, როგორც უკიდურესი ზომა. კომისარი
მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ, რამდენადაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას
პატიმრობის ალტერნატიული ზომა, მინისტრთა კომიტეტის წევრი ქვეყნებისთვის
შემუშავებული რეკომენდაციის Rec(2006)13 შესაბამისად, რომელიც შეეხება თავისუფლების
აღკვეთის, მისი დადგენის პირობების და თავისუფლების აღკვეთის ბოროტად გამოყენების
წინააღმდეგ გარანტიების დაწესებას.
4
სასამართლო გადაწყეტილებებში არსებული ხარვეზები თავისულების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომაც აღნიშნა. იხ. გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოს
წინააღმდეგ. 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება §§ 73, 76, 79, საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ,
2010 წლის 27 მაისი გადაწყვეტილება § 139.
CommDH(2011)22
8
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
14. 2009 წელს, სისხლის სამართლის უფრო ფართო რეფორმის ფარგლებში, მიღებულ იქნა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009–2013
წლებისთვის. არასრულწლოვანთათვის შემუშავებული ახალი პოლიტიკის მიზანია
არასრულწლოვანთა საქმეებში წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
ღონისძიებების ნაკლებად გამოყენება და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ორიენტირებული
იქნება პრევენციაზე, ალტერნატიულ სასჯელზე, რეაბილიტაციასა და ინტეგრაციაზე და
გრძელვადიან პერსპექტივაში, შეამცირებს არასრულწლოვანთა დანაშაულს.
15. არასრულწლოვანთათვის შემუშავებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2010 წელს სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 12–დან 14 წლამდე გაიზარდა.
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ბავშვთა
უფლებების საერთაშორისო გარანტიების დაცვა სავალდებულოა.5
ამასთან, სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მედიაციას და იმ არასრულწლოვანთა
,,განრიდებას“ (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან), რომლებმაც სისხლის სამართლის
დანაშაული ჩაიდინეს და მიოთხოვს, რომ არასრულწლოვანთა საქმეები მხოლოდ იმ
მოსამართლეებმა, პროკურორებმა და გამომძიებლებმა წარმართონ, ვინც სპეციალიზებული
ტრეინინგი გაიარა ფსიქოლოგიასა და სწავლების საკითხებში.
16. ოფიციალური მონაცემებით არასრულწლოვანთა სამართლებრივი დევნის შემთხვევებმა იკლო:
2008 წელს 1304 საქმე იყო აღძრული, 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 672–მდე შემცირდა.
პროკურორებმა გამოიყენეს მათთვის მინიჭებული დისკრეცია, რომ არ განეხორციელებინათ
დევნა გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, 2010 წლის ნოებრიდან დაიწყო
მედიაციის და განრიდების პროგრამის განხორციელება. 2009 წელს მოსამართლეების,
პროკურორებისა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების
დაწესებულებების თანამშრომლებისთვის ამოქმედდა ტრეინინგი არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების სფეროში. 2010 წელს 883 არასრულწლოვანი იყო მსჯავრდებული, რაც
უმნიშვნელოდ აღემატება 2009 წლის მონაცემს, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, კლების
ტენდენციზე მიუთითებს.
6
17. პატიმრობის ახალი კოდექსის7 მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სპეციალურ
დაწესებულებებებში მოთავსებული არასრულწლოვანები სხვა მსჯავრდებულებისგან
განცალკევებით იხდიან სასჯელს. ზოგიერთი საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ
არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებებში პირობები გაუმჯობესდა. ამ
დაწესებულებებში მოთავსებულ არასრულწლოვანებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ და
პროფესიული განათლება მიიღონ. სულ უფრო მეტად გამოიყენება პრობაცია, თუმცა, ზოგადი
პრაქტიკა მოწმობს, რომ პრობაცია გამოიყენება, როგორც პატიმრობისშემდgომი ზომა. 2010
წელს შეიქმნა არასრულწლოვანთა შეწყალების სპეციალური კომისია; პრობაციის ოფიცრებს
დაევალათ, დაგეგმონ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და ინტეგრაციის პროცესი და
ზედამხედველობა გაუწიონ მის განხორციელებას. პენიტენციალურ და პრობაციის
სამსახურებში მიმდინარეობს მუშაობა სოციალური მუშაკების სამსახურში ასაყვანად.
5
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 316
6
2009 წელს პატიმრობა მიესაჯა 803 არასურლწლოვანს, 2008–ში – 1166 არასრულწლოვანს, ხოლო 2007 წელს 1060
არასრულწლოვანს. გასამართლებულ არასრულწლოვანთა პროცენტული მაჩვენებელი მსჯავრდებულთა სრული
რაოდენობის 4.4% –ია შედარებით 2008 წლის 5.6%–თან წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/sisxlieng2010.pdf.
7
პატიმრობის შესახებ კანონი 2010 წელს შევიდა ძალაში.
CommDH(2011)22
9
18. ალტერნატიული სასჯელების სისტემა და განრიდება ჯერ კიდევ გამოყენების საწყის ეტაპზეა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა
ალტერნატიული სასჯელის გამოყენება, მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება პირობითი
სასჯელების – როგორც ალტერნატიული სასჯელის ფორმის – გამოყენებაში და არ აღინიშნება
კლების ტენდენცია პატიმრობის გამოყენებაში.8
განრიდების პროგრამას, რომელიც მხოლოდ
პირველი და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევებში გამოიყენება, პროკურატურა
პილოტურ რეჟიმში ოთხ დიდ ქალაქში ახორციელებს, თბილისის ჩათვლით.
საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის, როგორც სანქციის გამოყენება მხოლოდ საწყის
ეტაპზეა.
დასკვნები და რეკომენდაციები
19. კომისარი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების აშკარა მზადყოფნას, განახორციელოს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და ხედავს ბოლო ხანს
მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას ამ სფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის
გასამართლებულ არასრულწლოვანთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და
არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი დევნის კლების ტენდენცია. საჭიროა შემდგომი
ძალისხმევა დარჩენილი პრობლემების დასაძლევად, ალტერნატიული სასჯელების
აღსრულების, ასევე, განრიდების, რებილიტაციისა და ინტეგრაციის ეფექტური პროგრამის
განსახორციელებლად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ შემუშავებული
მითითებების საფუძველზე, რომლებიც ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების
განხორციელებას ითვალისწინებს.
20. კომისარი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთა ჯერ კიდევ ფართოდ
გამოიყენება იმ არასრულწლოვანთა მიმართ, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულის
ჩადენაშია ბრალდებული ან მსჯავრდებული. კომისარი შეახსენებს ხელისუფლებას, რომ
არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საქმეებში თავისუფლების აღკვეთა და წინასწარი
პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და რაც შეიძლება
მოკლე ვადით. ამასთან, კომისარი მოუწოდებს მთავრობას, დაიცვას თავისუფლებააღკეთილ
არასრულწლოვანთა უფლებები და გაუწიოს მონიტორინგი მათი დაკავების პირობებს იმ
სტანდარტების დაცვით, რომლებიც შესაბამისი საერთაშორისო ინტრუმენტებით არის
განსაზღვრული.
II. სასამართლოს დამოუკიდებლობა
1. სასამართლო სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა და მოსამართლეები
21. სასამართლო სისტემა საქართველოში 15 რაიონული (ქალაქის) სასამართლოსგან შედგება
9
,
რომლებიც სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან
ადმინისტრაციულ საქმეებს. ფუნქციონირებს, აგრეთვე, ორი სააპელაციო სასამართლო
(თბილისსა და ქუთაისში) და უზენაესი სასამართლო, რომელიც მოქმედებს, როგორც
უმაღლესი ინსტანციის სააპელაციო სასამართლო, ახდენს იურიდიული ნორმების
ინტერპრეტირებას და ხელს უწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას.
სასამართლო სისტემის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ჩამოყალიბდა
მაგისტრი მოსამართლეების ინსტიტუტი. პარალელურად, წარმატებით განხორციელდა
8
უზენაესი სასამართლოს მონაცემებით 2008 წლეს პირობითი სასჯელის გამოყენება 2009 წელთან შედარებით 62.1%
–დან 53.2%–მდე შემცირდა, ხოლო 2010 წელს – 47.1% შეადგენდა. ამასთან, სტაბილურად გაიზარდა
ალტერნატიული სანქციები: 2008 წელს 5.2%, 2009 წელს 13.0% და 2010 წელს 19.4 %. პატიმრობის გამოყენება
მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა; 2009 წელს 33.9 % –დან 33.5% – მდე 2010 წელს.
9
დაგეგმილია, რომ რეფორმის დასრულებისთვის საქართველოში 20 რაიონული სასამართლო იფუნქციონირებს
CommDH(2011)22
10
მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციები სასამართლოებში სამუშაო პირობების
გასაუმჯობესებლად და მოხდა მოსამართლეთა ყოველთვიური ხელფასების მნიშვნელოანი
ზრდა. 10 დაღეისათვის, საერთო სასამართლოებში 235 მოსამართლე მუშაობს. დაგეგმილია
მათი რიცხვის 250–260–მდე გაზრდა.
22. საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოხატა კორუფციასთან – მათ
შორის სასამართლო სისტემაში – ბრძოლის მტკიცე ერთგულება. სასამართლოს
დამოუკიდებლობის გარანტიის შემდგომი განმტკიცების მიზნით, 2005 წლიდან ამ სფეროში
მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.
23. საქართველოს კონსტიტუციის 84–ე მუხლი სასამართლოს დამოუკიდებლობის
11
სამართლებრივ გარანტიებს ადგენს. 2010 წლის საკონსტიტუციო შესწორების საფუძველზე
მოსამართლეების უვადოდ დანიშნვა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ
მიმართულებით. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ნორმა არ შეეხება უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეებს, რომელთა არჩევა ხდება არანაკლებ ათი წლით. კონსტიტუციის მიხედვით,
მოსამართლეებმა, მათი უვადოდ დანიშვნამდე, უნდა გაიარონ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა.
ევროპის კომისიის ,,დემოკრატია კანონის საშუალებით“ (ვენეციის კომისია) რეკომენდაციის
თანახმად, უვადოდ დანიშნვის ნორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზეც უნდა
გავრცელდეს, ხოლო მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესების ნორმა უნდა
გაუქმდეს.12
24. 2007 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი ,,საერთო სასამართლოების
მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“, რომელიც არეგულირებს მოსამართლეებსა
და მესამე მხარეს შორის ex parte კომუნიკაციის წესს იმისთვის, რომ შეიზღუდოს
სამართალწარმოებისას საჯარო მოხელეებისგან, სხვა მოსამართლეეების ჩათვლით,
მოსამართლეებზე არასთანადო ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. 2010 წლიდან
პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა მიერ მოსამართლეთა მუშაობაში ჩარევა სისხლის
სამართლის დანაშაულად ითვლება.
25. 2007 წლიდან, უზენაესი სასამართლოს დაქვემდებარებაში მყოფი მუდმივმოქმედი კომისია
აანალიზებს არსებულ სასამართლო პრაქტიკას და შეიმუშავებს სხვადახვა სამართლებრივი
ნორმების გამოყენების შესახებ არასავალდებულო ძირითად მითითებებს და რეკომენდაციებს
სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების საკითხებში.
უფრო მეტიც, დღეისთვის მოქმედებს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ერთგვაროვანი
სასამართლო პრაქტიკის დადგენის მიზნით, სასამართლოს თავმჯდომარეები
მოსამართლეებთან კონკრეტულ საქმეებზე შიდა დისკუსიებს წარმართავენ. ამის შედეგად,
ხდება სასამართლო დავების ბევრად დროული განხილვა, რაც ხელს უწყობს დავების უფრო
სწრაფ გადაწყვეტას. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ორივე პრაქტიკას აკრიტიკებენ
და აცხადებენ, რომ ეს ძლიერი ბერკეტია მოსამართლეებზე შიდა ზეგავლენის მოსახდენად.
13
10
ამასთან დაკავშირებით იხილეთ ვენეციის კომისისიის მიერ მომზადებული ევროპული სასამართლო სისტემები,
2010 წლის გამოცემა (2008 წლის მონაცემები): სასამართლოს ეფექტურობა და ხარისხი, გვ 293
https://wcd.coe.int/wcd/com.instranet.InstraServlet?command=com.instranet.CmdBlobGet&InstranetImage=1694098&S
ecMode=1&DocId=1653000&Usage=2.
11
,, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს.
რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის
მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.“
12
იხილეთ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების და შესწორებების შეტანის
შესახებ საკონსტიტუციო კანონის პროექტი, 2010 წლის ოქტომბერი §§ 86, 88-91.
http://www.venice.coe.int/docs/2010/CDL-AD(2010)028-e.pdf
13
საია, მართლმსაჯულება საქართველოში, 2010.
CommDH(2011)22
11
26. კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეებს პირადი იმუნიტეტი იცავს; ამ კონტექსტში,
ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი დევნა ან სხვა ზომა (მაგ. ჩხრეკა ან დაპატიმრება)
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობას მოითხოვს. 2007 წელს პარლამენტმა
გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა (ყოფილი 336–ე მუხლი), რომლის მიხედვითაც
უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლეებს სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვენეციის კომისიის იმ
რეკომენდაციის შესასრულებლად, რომელიც მოსამართლეებისთვის სამსახურებრივი
იმუნიტეტის მინიჭებას შეეხება
14
. თუმცა, უზენაესი სასამართლოს მიერ შემდგომში მიღებული
გადაწყვეტილება ადგენს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ნორმა, რომელიც
336–მუხლში იყო განსაზღვრული, შესაძლოა მოიაზრებოდეს 332–ე (სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 333–ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტება) მუხლებით განსაzღვრულ ნორმებში. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ,
რომ ეს მოსამართლეებს დაუცველ და სამართლებრივად გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს,
რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის უფრო ფართო ინტერპრეტაციამ
შეიძლება შექმნას საფუძველი მოსამართლეთა სისხლის სამართლებრივი დევნისა იმ
შემთხვევაში, თუკი მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება უფრო მაღალი
ინსტანციის სასამართლოს მიერ.
15
27. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო ხელს უწყობს სასამართლოს
დამოუკიდებლობას და მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენა კანონით ისჯება,
არასამთავრობო ორგანიზაციები და ადვოკატები განაგრძობენ შეშფოთების გამოთქმას იმასთან
დაკავშირებით, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის ბოლომდე დაცული პოლიტიკური
ჩარევისგან, განსაკუთრებით სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებში, თუმცა
ჩარევა აღარ არის აშკარა და არ ხორციელდება უშუალო ფორმით. ამ შეშეფოთების
გამომხატველთა აზრით, პროკურორის ზეგავლენა ჯერ კიდევ შედარებით დიდია და სისხლის
სამართლის საქმეების უმრავლეოსობაში სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან ჰგავს
პროკურორის მოთხოვნას.
28. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გამუდმებულ ყურადღებას მოითხოვს არის არასათანადოდ
დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მის
სახელზე შემოვიდა რამდენიმე საჩივარი, სადაც საუბარია არასათანადოდ დასაბუთებულ
შუალედურ სასამართლო გადაწყვეტილებებსა ან/და ტრაფარეტულ დასაბუთებაზე,
რომლითაც ხდება წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელება ან სასამართლოზე
შუამდგომლობის აცილება, ასევე, არასათანადოდაა დასაბუთებული სასამართლოს საბოლოო
გადაწყვეტილებებიც.16 ცხადია, რომ ამგვარი პრაქტიკა განამტკიცებს შეხედულებას, რომ
თითქოს, მოსამართლეები განიცდიან ზეწოლას პროკურორების მხრიდან, რომლის მიზანია
ყველა განსახილველ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარემ უთხრა კომისარს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა
არასათანადოდ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებთან დაკავშირებული
პრობლემის მოსაგვარებლად და რომ სიტუაცია ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესდა.
14
ანგარიში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ, ნაწილი 1: მოსამართლეთა დამოუკიდებლობა,
CDL-AD(2010)004, ვენეციის კომისია, 2010 წლის მარტი, http://www.venice.coe.int/docs/2010/CDLAD%
282010%29004-e.asp
15
ბესიკ გვაჯავას საქმეში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა რომ ,,სისხლის სამართლის კოდექსის 336–ე მუხლის
მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი ქმედება (...) არ შეიცავდა სისხლის
სამართლის კოდექსის 332–ე და 333–ე მუხლებით დადგენილი სამართალდარღვევების ელემენტებს“ საქართველოს
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება n. 283/Saz,
რომელიც საიას აქვს მოყვანილი პუბლიკაციაში ,,მართლმსაჯულება საქართველოში“ 2010 წ.
16
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მდგომარეობასთან
დაკავშირებით, 2009 წლის მეორე ნახევარი, გვ 109–112
CommDH(2011)22
12
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
29. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 1997 წელს, პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოს სტატუსით
შეიქმნა. 2007 წლის რეორგანიზაციის შედეგად საბჭო დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა,
რომლის მიზანია სასამართლო სისტემის ადმინისტრირება. საბჭოს თავმჯდომარეობს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (ex officio).
30. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
შემადგენლობაში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და რვა წევრი, რომლებსაც
ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია (მინიმუმ შვიდი წევრი საერთო
სასამართლოების მოსამართლეა). საბჭოს ოთხ წევრს პარლამენტი ნიშნავს, მათ შორისაა
ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც
საბჭოს ex officio წევრია; პარლამენტის მიერ დანიშნული ერთი წევრი უნდა წარმოადგენდეს
იმ ფრაქციას, რომელიც არ არის უმრავლესობის წევრებისგან შემდგარი. საბჭოს ორ წევრს
ნიშნავს პრეზიდენტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გარდა ex officio წევრებისა, 4
წლის ვადით არიან არჩეულნი. ზოგადად, საბჭოს შემადგენლობა შეესაბამება ევროპის საბჭოს
სტანდარტებს, რომელთა მიხედვით საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს უნდა შეადგენდნენ ის
მოსამართლეები, რომლებსაც აირჩევენ მათი კოლეგები ყველა ინსტანციის სასამართლოდან .17
31. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტიდან დანიშნული წევრებს, რომლებიც პარლამენტის
აქტიური წევრები არიან, პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს და იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივანს, საბჭოში მათი ფუნქციების შესრულების პარალელურად, არ ეკრძალებათ
პოლიტიკური საქმიანობის წარმართვა. უფრო მეტიც, არსებული კონონმდებლობით,
პარლამენტს და პრეზიდენტს მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება საბჭოში დანიშნული მათი
წარმომადგენლების საშუალებით, ვეტო დაადონ მოსამართლეების მიერ არჩეულ
კანდიდატებს. ეს კი შეშფოთებას იწვევს, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ არის სრულად დაცული პოლიტიკური
ზეგავლენისგან. თუმცა, კომისართან შეხვედრისას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ
თქვა, რომ საბჭოს დღევანდელ ფორმატში მოსამართლეთა გაზრდილმა წარმომადგენლობამ ეს
საფრთხე უნდა გააბათილოს.
32. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მინიჭებული აქვს რაიონული და სააპელაციო მოსამართლეთა
დანიშვნის და გათავისუფლების სრული და ექსკლუზიური უფლებამოსილება, რაც
რეფორმადე პრეზიდენტის ფუნქცია იყო. ამ კომპეტენციის საბჭოსთვის გადაცემა
მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. შერჩევის პროცედურის გავლის შემდეგ,
მოსამართლეობის კანდიდატმა უდა დაასრულოს 12–თვიანი სავალდებულო ტრენინგის
კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. იუსტიციის უმაღლეს
სკოლაში ტარდება, აგრეთვე, ტრენინგის კურსები მოქმედი მოსამართლეებისთვის.
მოსამართლეთა შერჩევა ხდება წერილობითი და ზეპირი გამოცდების, სამუშაო
გამოცდილების, პროფესიული და პირადი რეპუტაციის საფუძველზე. თუმცა, ზოგიერთი
დამკვირვებელი ამბობს, რომ პროცესი გარკვეულ ნება–სურვილზეა დამოკიდებული
(დისკრეციულია.) ზეპირი გამოცდა ხშირად კრიტიკის ობიექტია იმ კრიტერიუმების გამო,
რომლებიც შერჩევისას გამოიყენება.
18
17
იხ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოების მოსამართლეებისთვის: დამოუკიდებლობის,
ეფექტურობის და პასუხისმგებლობების შესახებ CM/Rec(2010)12. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის
კომისიამ გასწია რეკომიენდაცია იმის თაობაზე, რომ ,,მოსამართლეთა საბჭოს დიდი უმრავლესობა თვით
მოსამართლეთა კორპუსმა უნდა აირჩიოს“ და ,,სხვა წევრები პარლამენტმა უნდა აირჩიოს.“ ანგარიში მოსამართლეთა
თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, CDL-AD(2007)028, 2007 წლის 22 ივნისი
http://www.venice.coe.int/docs/2007/CDL-AD(2007)028-e.pdf
18
იხ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ.
CommDH(2011)22
13
33. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის
დაწყებისა და სანქციების დაკისრების უფლებამოსილება. სისტემა ითვალისწინებს უმაღლესი
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უფრო მაღალ ინსტანციაში, უზენაესი
სასამართლოს დისციპლინარულ პალატაში გასაჩივრების უფლებას. 2007 წელს, ვენეციის
კომისიის რეკომენდაციების შემდგომ, შესწორებები შევიდა საქართველოს კანონში საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის და
დისციპლინარული დევნის შესახებ. დამკვირვებლების თქმით, კანონის ზოგიერთი დებულება
2007 წლის შესწორების შემდეგადაც ბუნდოვანია და ძალზე ფართე ინტერპრეტაციის
შესაძლებლობას იძლევა, რითაც აკნინებს შესაბამის პროცესუალურ გარანტიებს
მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის შემთხვევებში.
19
შეშფოთება
გამოითქვა, ასევე, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რადგან დისციპლინარული
პროცედურები და მათი შედეგები კონფიდენციალურია.
დასკვნები და რეკომენდაციები
34. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის
უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, მეტი ძალისხმევაა
საჭირო სასამართლოების უკანონო ჩარევისგან დასაცავად. ახალი სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით, რადგან მისი
მიზანია მოსამართლეების, პროკურორების და დაცვის მხარის უფლებემოსილების
დაბალანსება სისხლის სამართლის სამართალწარმოების პროცესში.
35. კომისარი ეჭვს გამოთქვამს იმ მიდგომის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, რომლის
მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ დანიშნულ
წარმომადგენლებს შეუძლიათ, ვეტოს დადების საშუალებით, შეაჩერონ მოსამართლეების
დანიშნვა. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს პრაქტიკაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
პოლიტიკური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
36. კომისარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა პირადი დამოუკიდებლობა
სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და იერარქიულმა
სამართლებრივმა სტრუქტურამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას პირად დამოუკიდებლობას.
20
37. მოსამართლეების უვადოდ დანიშნვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
მნიშვნელოვანი ნორმაა. უნდა მოქმედებდეს შესაბამისი გარანტიები მოსამართლეებისთვის
გამოსაცდელი ვადის დაწესებისა და მათი დათხოვნის შემთხვევაში. ვენეციის კომისიის
რეკომენდაციებს ამ თვალსაზრისით სარგებლობის მოტანა შეუძლია. მოსამართლეების
შერჩევის და დანიშვნის პროცედურები უნდა დაიხვეწოს და უფრო გამჭვირვალე გახდეს.
38. კომისარი მიესალმება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბებას. ტრენინგების
პროგრამები უნდა მოიცავდეს სათანადო ინფორმაციას ადამიანის უფლებების ევროპული
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ. მეტი ძალისხმევაა საჭირო ახალი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღების კონტექსტში, განსაკუთრებით
არასათანადოდ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებების პრობლემის მოგვარების
კუთხით (იხ მუხლი 10).
19
იხ. ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ინიციატიავა კანონის უზენაესოსთვის 2008 წ. გვ 41
http://apps.americanbar.org/rol/publications/georgia_judicial_reform_index_volume_ii_2009_en.pdf .
20
მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოების მოსამართლეებისთვის: დამოუკიდებლობის,
ეფექტურობის დაპასუხისმგებლობების შესახებ CM/Rec(2010)12.
CommDH(2011)22
14
2. პროკურატურა
39. საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ისეთი მოდელი, რომლის მიხედვით პროკრატურა
აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და 2008 წლის
ოქტომბერში პროკურატურის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, პროკურატურაში
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გენერალურ პროკურატურას სახელი შეეცვალა
და ეწოდა მთავარი პროკურატურა და ის იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარა.
პროკურატურის მთავარი ფუნქცია არის სისხლისსამართლებრივი დევნა, გამოძიების
სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა და თავისუფლებააღკვეთილ პირებზე
ზედამხედველობა.
40. ახალი ინსტიტუციური მოწყობის მიხედვით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს
დაქვემდებარებაშია, ხოლო იუსტიციის მინისტრი პროკურორის ფუნქციას ასრულებს. მთავარ
პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს პრეზიდენტი. ხელისუფლება
განმარტავს, რომ დღევანდელი სისტემა დიდი სიფრთხილითაა დაბალანსებული, რათა
უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებულობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან –
იუსტიციის მინისტრი პასუხისმგებელია სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და
ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, ხოლო მთავარი პროკურორი ზედამხედველობას
უწევს სამსახურის საპროკურორო და ადმინისტრაციულ საქმიანობას. ამასთან, მთავარი
პროკურორის ბიუჯეტი გამოყოფილია იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტისგან.
41. თუმცა, საკონსტიტუციო დონეზე პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან
დამოუკიდებლობა აღარ არის ისე მკაფიოდ გაცხადებული. პროკურორის ფუნქციით
აღჭურვილი იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის წარდგინებით ნიშნავს და
ათავისუფლებს მთავარი პროკურორის მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკების
პროკურორებს და რეგიონულ პროკურორებს.21
ამასთან, იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს
გამოსცეს ცალკეული ბრძანებულებები, ინტსრუქციები და მითითებები და გააუქმოს
პროკურორების მიერ გამოცემული უკანონო ბრძანებები და მითითებები. ვენეციის კომისიამ
შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იერარქიული სისტემა ტექნიკურ
შესაძლებლობას აძლევს იუსტიციის მინისტრს, რომ იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ის
საზედამხედველო ფუნქციითაა აღჭურვილი, გასცეს მითითებები კონკრეტულ საქმეებზე, რაც
არ შეესაბამება ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ და საერთაშორისო სტრანდარტებს.
22
42. ამასთან, დღეს მოქმედი სისტემა იუსტიციის მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას,
განახორციელოს დევნის ფუნქცია რიგი თანამდებობის პირთა მიმართ, მაღალი პოლიტიკური
და სასამართლო თანამდებობის პირთა ჩათვლით.23
ვენეციის კომისიამ შეშფოთება გამოთქვა
იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მექანიზმი შესაძლებლობას აძლევს იუსტიციის მინისტრს
არამარტო ხელი შეუშალოს ამ პირთა მიმართ დევნის განხორციელებას, არამედ სრულად
დაიცვას ისინი დევნისგან.
24
იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს პლენუმის
წევრიცაა და ხმის მიცემის სრული უფლებით სარგებლობს. ეს ის ორგანოა, რომელსაც
მნიშვნელოვანი კომპეტენცია აკისრია სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებში.
21
მთავარი პროკურორი ნიშნავს და ათავისუფლებს უფრო დაბალი რანგის პროკურორებს, ვიდრე ზემოთაა
აღნიშნული.
22
იხ. რეკომენდაცია იმ ოთხი საკონსტიტუციო კანონის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შევიდა საქართვლოს
კონსტიტუციაში CDL-AD(2009)017rev, ვენეციის კომისია 2009 წლის 19 მარტი,
http://www.venice.coe.int/docs/2009/CDL-AD(2009)017rev-e.pdf .
23
პროკურატურის შესახებ კანონის მე–8 მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს აღძრას საქმე
საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და საერთო
სასამართლოების მოსამართლეების, მთავრობის წევრების, სახალხო დამცველის და პროკურორების წინააღმდეგ.
24
იხ. ოთხი საკონსტიტუციო კანონი, რომლითაც ცვლილებები შევიდა საქართვლოს კონსტიტუციაში CDLAD(
2009)017rev და მინისტრთა კომიტეტის რეკომიენდაცია CDL-AD(2009)017rev წევრი ქვეყნებისათვის –
სახელმწიფო ბრალმდებელის როლი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში.
CommDH(2011)22
15
ფუნქციების ასეთი კომბინაცია იუსტიციის მინისტრს სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების სფეროში მნიშვნელოვან უფლებამოსილებას ანიჭებს.
43. მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც
პროკურატურის საქმიანობას შეეხება. როგორც ამ ანგარიშის ერთ–ერთ მომდევნო პარაგრაფშია
(იხ. პარაგრაფი 82) აღნიშნული, პროკურორები ზოგჯერ არ ახდენენ შესაბამის რეაგირებას
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში დაშვებულ პროცედურულ
დარღვევებზე. ეს დარღვევებია მოწმის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა, უკანონო გზით
მოპოვებული მტკიცებულებები, უზუსტობები ჩხრეკის და დაკავების ოქმებში და ა. შ. ასეთი
დარღვევების მიუხედავად, გამოძიება გრძელდება და ხდება ბრალდებულებისთვის სასჯელის
დადგენა. ამავე დროს, იშვიათია შემთხვევები, როდესაც ასეთივე მონდომებით ხდება
გამოძიება და დევნა სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა მიერ ძალის გადამეტების ან
არასათანადო მოპყრობის შემთხვევებში. ამ შემთხვევებმა გაამყარა აზრი იმის შესახებ, რომ
პროკურორები შერჩევითად მოქმედებენ და ხელისუფლების ინტერესს იცავენ, ნაცვლად იმისა,
რომ იმოქმედონ საზოგადოების სახელით და საზოგადოების ინტერესების დასაცავად.
44. კომისართან შეხვდრისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღიარა, რომ იყო შემთხვევები,
როდესაც დაცვის მხარე არ იცნობდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. უფრო ზოგადად,
საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა მოლოდინი, რომ ახალი სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი, რომელიც შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებული სამართალწარმოების
საფუძველს ქმნის, აღადგენს სისხლის სამართლის სამართალწარმოებისთვის აუცილებელ
ბალანსს. თუმცა, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განხორციელებისთვის
აუცილებელი ადაპტაციის პეროდის პარალელურად, საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა,
რომლებიც დაეხმარება ტრადიციულად გაბატონებულ პოზიციაში მყოფი პროკურატურის
მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას.
დასკვნები და რეკომენდაციები
45. კომისრის რეკომიენდაციით უნდა გაძლიერდეს პროკურატურის ავტონომია, განსაკუთრებით
დევნის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების საკითხში. პროკურატურას უფრო მკაფიო
გარანტიები უნდა მიენიჭოს როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის დონეზე იმისთვის, რომ
პროკურორებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განახორციელონ თავიანთი ფუნქციები
სამართლიანად, მიუკერძოებლად და ობიექტურად. ამ თვალსაზრისით ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სასარგებლო გამოცდილების
გაზიარება შეუძლიათ.
46. მონაცემები იმის შესახებ, რომ პროკურატურამ აღძრა ან გააგრძელა ისეთი საქმეების
გამოძიება, სადაც აშკარაა პოლიციის მიერ წინასწარი გამოძიებისას დაშვებული
პროცედურული დარღვევები, მაგ. ჩხრეკა და დაპატიმრება, სერიოზულ განხილვას საჭიროებს.
მიღებული უნდა იქნას ეფექტური ზომები იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს პოლიციის
მიერ ჩატარებული გამოძიების ეფექტური საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელბა.
47. უნდა გაგრძელდეს პროკურორთა შემდგომი ტრენინგის უზრუნველყოფისთვის აუციელებელი
ძალისხმევა. ტრენინგის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მას შემდეგ, რაც
ძალაში შევა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც სისხლის სამართლის
სამართალწარმოებაში ახალ, შეჯიბრებითობის პრინციპს დაამკვიდრებს. თუმცა, საჭიროა, რომ
მუდმივი ყურადღება დაეთმოს ადამიანის უფლებaTa ევროპულ სასამართლოს,
განსაკუთრებით მე–5 და მე–6 მუხლს. პროკურორებს აქვთ ადამიანის უფლებების
პატივისცემის ვალდებულება და ეს ვალდებულება ვრცელდება დაზარალებულებზე,
მოწმეებსა და ეჭვმიტანილებზე, ანუ ყველაზე, ვისაც შეხება აქვს სისხლის სამართლის
მართლმსაჯულებასთან.
CommDH(2011)22
16
III. სამართლის ხელმისაწვდომობა
1. დაცვის უფლება და ადვოკატის მომსახურების სარგებლობის უფლება
48. დაცვის უფლება კონსტიტუციითაა განსაზღრული. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მიხედვით, ეს უფლება უნდა განხორციელდეს იმ წუთიდან, როგორც კი პირი
ბრალდებულად იქნება აღიარებული. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებულ
ბრალდებულს უფლება აქვს მიიღოს იურიდიული დახმარება და სასამართლოში
სახელმწიფოს ხარჯზე იყოს წარმოდგენილი.
49. უფასო იურიდიული დახმარება 2005 წლიდან ხორციელდება. თავდაპირველად ეს სამსახური
იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა. პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს 2008
წელს განხორციელებული რეორგანიზების შემდეგ, ეს სამსახური სასჯელაღსრულების,
პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს დაექვემდებარა. 2007 წელს,
იურიდიული დახმარების შესახებ კანონის მიღების შემდეგ მოხდა სისტემის რეორგანიზაცია
და ამ სამსახურში დასაქმებულ იურისტებთან ერთად (დაახლოებით 90 ადამიანი), მასში
კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე იურისტებიც გაერთიანდნენ. იურიდიული დახმარების
რეგიონული ბიუროები მთელს საქართველოში მდებარეობს, თუმცა ისინი რესურსების
ნაკლებობას განიცდიან. 2010 წელს ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისიის
ანგარიშის მიხედვით იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა
საგრძნობლად გაიზარდა.
25
50. 2006 წელს შეიქმნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ასოციაცია, რომელიც დაახლოებით
3500 ადვოკატს აერთიანებს, არის ოფიციალური ორგანო, რომელიც ახდენს ადვოკატთა
ოფიციალურ ლიცენზირებას ასოციაციამ შეიმუშავა ეთიკის კოდექსი, რომელიც
დისციპლინარულ მექანიზმსაც ადგენს. ყველა მოქმედი ადვოკატი, იურიდიული დახმარების
სამსახურში მომუშავე pro bono ადვოკატების ჩათვლით, ასოციაციის წევრია. ქვეყანაში
ფუნქციონირებს რამდენიმე არასამთავრო ორგანიზაცია, რომელიც უფასო იურიდიულ
დახმარებას და კონსულტაციას გასწევს.
51. მიუხედავად ამ პოზიტიური ნაბიჯებისა, დაცვის უფლების განხორციელება კვლავ
პრობლემურია, განსაკუთრებით თავისუფლების აღკვეთის საწყის ეტაპზე. მიუხედავად იმისა,
რომ წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის
საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა დაადასტურა გარკვეული წინსვლა ამ სფეროში, ზოგ
შემთხვევაში დაკავებულები ამბობდნენ, რომ ადვოკატს ისინი პირველად მხოლოდ
სასამარლოში შეხვდნენ და რომ შედარებით იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადვოკატის
მომსახურებით სარგებლობა პოლიციის მიერ თავისუფლების აღკვეთის პირველივე საათებშია
შესაძლებელი.26 უფრო მეტიც, კვლავ არსებობს სკეპტიციზმი, რომელიც დაკავშირებულია
უფასო იურიდიული დახმარების ხარისხთან და უფასო იურიდიულ სამსახურში მომუშავე
ადვოკატების დამოუკიდებლობასთან.
52. 2010 წლის ნოემბერში ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ საქართველოში
გამოაგზავნა ფაქტების დამდგენი მისია ადვოკატთა საქმიანობის შესაფასებლად. თავის
ანგარიშში ობსერვატორიამ აღნიშნა, რომ პროფესიული მოვალეობის თავისუფლად
განხორციელების პროცესში ადვოკატებს პრობლემები ექმნებათ. მათ შორისაა
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს
25
იხ ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების კომისია, ევროპის სამართლებრივი სისტემები, 2010 წლის
გამოცემა (2008 წლის მონაცემები) მარლმასჯულების ეფექტურობა და ხარისხი
26
იხ საქართველოს მთავრობისთვის წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ
დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოში ვიზიტის შესახებ,
2010 წლის 21 სექტემბერი, მუხლი 27 http://www.cpt.coe.int/documents/geo/2010-27-inf-eng.pdf
CommDH(2011)22
17
დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში ადვოკატთა შესვლა და მათი დაცვის ქვეშ მყოფ
დაკავებულებთან შეხვედრა, ასევე, შეხვედრისას ადვოკატსა და კლიენტს შორის
ურთიერთობის კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევა, დაკავებულთა სამედიცინო
ისტორიების არასათანადო ხელმისაწვდომობა, თვითონ ადვოკატების მიმართ
განხორციელებული დამამცირებელი და ღირსებისშემლახველი მოპყრობა
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლისას ჩხრეკის განცორციელების დროს.
ობსერვატორიამ შეშფოთება გამოთქვა ზეწოლის სხვადასხვა ფორმების, მათ შორის იმ
ადვოკატების მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის და მუქარის
შემთხვევების შესახებ, ვინც სენსიტიურ საქმეებთანაა დაკავშირებული.
27
53. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კომისარს
გააცნეს საქმეები, რომლებიც ადვოკატების დაშინებას და მათზე ზეწოლას შეეხებოდა.
კომისრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 24 წლის ადვოკატის მარიამ იველაშვილის
საქმემ, რომელსაც 5 წელი და 9 თვე აქვს მისჯილი 2009 წელს დამამძიმებელ გარემოებეში
ჩადენილი თაღლითობისთვის. მისი ადვოკატები და ადვოკატთა ასოციაცია აცხადებენ, რომ
საქმე სავსეა პროცედურული დარღვევებით და რომ ქალბატონი იველაშვილი
მიზანმიმართულად არის შერჩეული ხელისუფლების მისამართით მის მიერ გამოთქმული
კრიტიკული განცხადებების გამო. ადვოკატები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ ის, რაც
იველაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი გახდა, არ არის სისხლის სამართლის
დანაშაული და ადვოკატთა ეთიკის კოდექსის დარღვევად უნდა იქნას მიჩნეული.
54. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ
არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა ინტერესების დამცველი ადვოკატები უფრო მეტ
ზეწოლას განიცდიან ხელისუფლების მხრიდან. ზოგადად, უფლებადამცველები ამბობენ, რომ
ადვოკატებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზეწოლა იმ შემთხვევებში ხორციელდება,
როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფოს ინტრერესებს, მათ შორის იმ საქმეებში, რომლებიც
ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოშია შეტანილი.28
55. 2010 წლის 10 ივნისს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების
მინისტრმა გამოსცა სადავო ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულებით
დაწესებულებაში ერთი ვიზიტისას ადვოკატებს მხოლოდ ერთ დაცვის ქვეშ მყოფთან
შეხვედრის უფლება ეძლევათ. ეს ნორმა არ შეეხება იმ ადვოკატებს, რომლებსაც სურთ
თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრა წინასწარი დაკავების ადგილებში.
ადვოკატებმა, იურიდიული დახმარების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა
და სახალხო დამცველმა გააკრიტიკეს ეს ბრძანებულება, რომელიც, მათი თქმით, ზღუდავს
დაცვის ქვეშ მყოფთა უფლებებს და ხელს უშლის ადვოკატებს მათი პროფესიული საქმიანობის
განხორციელებაში.
56. კომისარმა განიხილა ეს საკითხი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული
დახმარების მინისტრთან, რომელმაც თქვა, რომ ეს ნორმა ადვოკატთა იმ საჩივრების
საფუძველზე იქნა შემოღებული, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ
თავიანთ დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მინისტრის თქმით, ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო სისტემაში წესრიგის დამყარებას და
შესაძლებლობა მისცა ადვოკატებს, ჰქონოდათ დაცვის ქვეშ მყოფთა მონახულების თანაბარი
შესაძლებლობა. მინისტრმა ასევე თქვა, რომ პარალელურად, სასჯელაღსრულებით
დაწესებულებებში გაუმჯობესდა შეხვედრების ადგილები. თუმცა, სახალხო დამცველმა
განმარტა, რომ არასათანადო ინფრასტრუქტურის თუ ორგანიზაციული საკითხების გამო
27
იხ. ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის მისიის ანგარიში საქართველოს შესახებ.
28
იხ. Ibid, გვ 7
CommDH(2011)22
18
რთულდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატებსა და მათი დაცვის ქვეშ მყოფ
პირებთან შეხვედრა.29
57. როგორც ზემოთ აღინიშნა, გაჩნდა საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის
სამართლის სამართალწარმოებაში დაცვა და პროკურატურა არათანასწორუფლებიან
პირობებში არიან. კერძოდ, დაცვის მხარის ინფორმაციით მას, როგორც მხარეს ყოველთვის არ
ეძლევა მოსამზადებლად აუცილებელი დრო და საშუალება, ხოლო მოსამართლეები უარს
ამბობენ დაცვის შუამდგომლობაზე და, ხშირ შემთხვევაში, არასათანადოდ ასაბუთებენ ამგვარ
გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც, საპროცესო გარიგების კონტექსტში, რომელიც ფართოდ
გამოიყენება (იხ. პარაგრაფი 67), პროკურორის ფართო კომპეტენციების გამო ადვოკატებს
მინიმალური ან არავითარი როლი არ აკისრიათ. უნდა ითქვას ასევე, რომ კომისართან
შეხვედრებისას რამდენჯერმე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადვოკატებს აკლიათ აუცილებელი
სამართლებრივი ცოდნა და კვალიფიკაცია. დღემდე, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
მართლმსაჯულების სფეროში ჩატარებული ტრენინგი ძირითადად პროკურორებისა და
მოსამართლეებისთვის იყო გამიზნული.
58. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უთხრა კომისარს, რომ ახალი სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი დაცვის მხარეს ფართო საპროცესო უფლებებს ანიჭებს. კერძოდ, დაცვის
მხარეს ეძლევა გარანტირებული უფლება გაეცნოს მტკიცებულებებს წინასწარი გამოძიების
ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო პროკურორი ვალდებულია, წარმოადგინოს ყველანაირი
მტკიცებულება სასამართლო პროცედურის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე.
დასკვნები და რეკომენდაციები
59. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატებმა მათი კლიენტებისთვის იურიდიული
მომსახურების გაწევისას, დაუბრკოლებლად შეძლონ პროფესიული საქმიანობის
განხორციელება და სრული კონფიდენციალობის დაცვა. მათ უნდა ჰქონდეთ
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა იმისთვის,
რომ დაცვის უფლება პრაქტიკაში სრულად იყოს რეალიზებული. საჭიროების შემთხვევაში,
უნდა მოხდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის და წესების
ადაპტირება.
60. კომისარი შეშფოთებულია ინფორმაციით ადვოკატთა დაშინების, პროკურატურის მხრიდან
საქმის დარღვევით წარმოების და ადვოკატებზე ზეწოლის სხვა ფორმების შესახებ. ასეთი
ზეწოლა სერიოზულად აბრკოლებს დაცვის უფლების განხორციელებას და ხელს უშლის
ადვოკატებს, ეფექტურად ემსახურონ მართლმსაჯულებას.
61. კომისარი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მართლმსაჯულების სისტემის
რეფორმირებაში. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და
იმის უზრუნველსაყოფად, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება
სისტემატიურად მიიღოს იურიდიული დახმარება.
62. კომისარი მიესალმება დაცვის მხარის უფლებამოსილების გაფართოებას ახალი სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში და სთხოვს ხელისუფლებას, სრულად მოახდინოს ამ
უფლებების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველყოფა. თუმცა, კომისარი აღნიშნავს, რომ
დაცვასა და პროკურატურას შორის უთანასწორობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში
ჯერ კიდევ აშკარად არსებობს. აუცილებელია სისტემური ღონისძიებების განხორციელება და
ადვოკატებისთვის ფართომასშტაბიანი სამართლიანი ტრენინგი იმისთვის, რომ ეს
უთანასწორობა აღმოიფხვრას და უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტი შეჯიბრებითობის
პრინციპზე აგებული პროცესის წარმართვა.
29 http://ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=1&id=1330
CommDH(2011)22
19
2. საპროცესო შეთანხმებები
63. კომისარმა საგანგებო ყურადღება დაუთმო საპროცესო გარიგების საკითხს და მის გამოყენებას
სისხლის სამართლის საქმეეში.
64. საპროცესო გარიგება ძალიან ფართოდაა გავრცელებული საქარველოს სისხლის სამართლის
მართლმსაჯულებაში. 2004 წელს მისი შემოღებისთანავე საპროცესო გარიგების გამოყენების
მაჩვენებელი დიდი სისწრაფიდ გაიზარდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უთხრა
კომისარს, რომ 2010 წელს საპროცესო შეთანხმებები სისხლის სამართლის საქმეების 80%–ში
გამოიყენებოდა.
30
65. საპროცესო გარიგება უდავოდ წარმატებული მექანიზმია კორუფციასა და ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლაში. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა მდგომარეობს სისხლის
სამართლის საქმეების სწრაფ სამართალწარმოებაში, სასამართლოების, პროკურორების და
ადვოკატების გადატვირთული საქმიანობის შემსუბუქებაში. ეს მექანიზმი ხელს უწყობს, ასევე
თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემცირებას და პატიმართა რაოდენობასაც ამცირებს,
რაც სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთიულობის ფონზე უკიდურესად
მნიშნველოვანია.
66. დღეს მოქმედი საპროცესო გარიგების მოდელი, რომელიც ახალმა სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსმა შემოიტანა, გულისხმობს ბრალის აღიარებას ან პროკურორთან
მოლაპარაკებას სასჯელის შესახებ შეთანხმების დადების მიზნით (nolo contendere გარიგება).31
მისი ინიცირება შეუძლია როგორც ბრალდებულს, ისე პროკურორს.
67. ადვოკატის მონაწილეობა საპროცესო გარიგებაში აუცილებელია, თუმცა, მისი როლი
შეზღუდულია. კომისრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულთა უმრავლეsობა
დარწმუნებულია, რომ სასჯელი მაინც დაუდგინდებათ, ამდენად ადვოკატები, ნაცვლად იმისა,
რომ დაცვის ქვეშ მყოფთა გამამართლებელი განაჩენის მიღწევაზე იზრუნონ, ურჩევენ მათ,
სასჯელის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შევიდნენ პროკურორთან საპროცესო გარიგებაში.
ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით ხშირია იმ შემთხვევებში, როდესაც საპატიმრო
სასჯელის დადგენაა მოსალოდნელი. თუმცა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ
ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც დაცვის უფლებების გაფართოებას
გულისხმობს, დადებითად აისახება დაცვის როლზე საპროცესო შეთანხმების მიღწევაში.
68. პროკურორის დისკრეციული უფლება საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში
ერთ–ერთი ის საკითხია, რომელიც კომისრის შეშფოთებას იწვევს. მაგალითად, პროკურორს
შეუძლია მოითხოვოს კანონით დადგენილი სასჯელის მინიმალურ ზღვარზე უფრო მცირე
სასჯელის დადგენა, რაც, როგორც ბევრს მიაჩნია, მოსამართლის პრეროგატივაა. ამასთან,
კანონი არ ადგენს ბრალდებულის პროკურატურასთან თანამშრომლობის საჭირო დონეს, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება და არ არის შესაბამისობაში
პრაქტიკასთან.32
30
2009 წელს 59% იყო
31
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209 მუხლი ,,საპროცესო შეთანხმების არსი“
32
საერთაშორისო გამჭვირვალობა “საპროცესო შეთანხმება საქართველოში: მოლაპარაკებაზე დამყარებული
მართლმასჯულება, 2010 წლის დეკემბერი.
CommDH(2011)22
20
69. საპროცესო შეთანხმებას ადასტურებს სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლის მიერ
შეთანხმების სასამართლოში განხილვისას, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ
საპროცესო შეთანხმების დადება არ ხდება იძულებით ან ზეწოლით და ასევე, უნდა შეამოწმოს
საქმეში არსებული მტკიცებულებები.
33
ხელისუფლების წარმომდგენლები აცხადებენ, რომ
საპროცესო შეთანხმებებზე სასამართლოს ზედამხედველობა მნიშვნელოვანი გარანტიაა და
ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასამართლოს აქვს უფლება უარი თქვას შეთანხმების
დადასტურებაზე, არასათანადო დასაბუთების ან დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში.
34
თუმცა, ადვოკატები ამბობენ, რომ რეალურად, შეთანხმების პირობების განხილვისას,
მოსამართლე მხოლოდ იმ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომლებსაც პროკურორი წარმოადგენს
და საქმეთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას.
70. ქართული საპროცესო გარიგების ერთ–ერთი თავისებურება უკავშირდება სისხლის
სამართლის კოდექსის 42–ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ საპროცესო შეთანხმების დროს
შესაძლებელია ჯარიმის დაწესება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების
დარღვევებისთვისაც კი, რომელთა დარღვევისთვის სასჯელის ეს ზომა არ არის
გათვალისწინებული. საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს ინფორმაციით, ჯარიმის
გადახდა ხდება საქმეთა 99%–ში. ხელისუფლება არ ეთანხმება ამ მონაცემს.
35 პროცესი არ არის
გამჭვირვალე, რადგან არ არსებობს ჯარიმის განსაზღვრის მკაფიო კრიტერიუმები. ადამიანის
უფლებების ქართველი დამცველები აცხადებენ, რომ ჯარიმა განისაზღვრება ბრალდებულის
გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ისეთი განწყობის
დამკვიდრებას, თითქოს თავისუფლება შეიძლება იყიდო.
71. მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო გარიგების პრაქტიკაში განხორციელება გარკვეულ
შეშფოთებას იწვევს, ხელისუფლების თქმით სისტემაში არსებობს საკმარისი გარანტიები.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღიარა, რომ საჭიროა სისტემის უკეთესი გამჭვირვალობის
უზრუნველყოფა და მის მიმართ დამოკიდებულების უკეთესობისკენ შეხვლა.
72. კანონი ასევე ითვალისწინებს სასჯელისგან სრულ გათავისუფლებას განსაკუთრებულ
შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ეფექტური თანამშრომლობა გამოძიებასთან. შესაძლოა ეს
ნორმა ეხმარება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას, მაგრამ არსებობს ინფორმაცია მისი
ბოროტად გამოყენების შესახებ. ვიზიტისას კომისრის ყურადღება მიიპყრო ოპოზიციის
აქტივისტის ლევან გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ აღძრულმა საეჭვო სისხლის სამართლის
საქმემ. გოგიჩაიშვილი, რომელსაც კომისარი რუსთავის საპყრობილეში შეხვდა, სასჯელს
იხდის ფიზიკური ზიანის განზრახ მიყენებისთვის. თავდაპირველად, გოგიჩაიშვილი დააკავეს
დაზარალებულის დის ჩვენების საფუძველზე, რომელიც იმ დროისთვის ნარკოტიკებთან
დაკავშირებული სერიოზული დანაშაულისთვის იყო დაკავებული, თუმცა მას შემდეგ, რაც
გოგონამ გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ის გირაოს გადახდის საფუძველზე
გაათავისუფლეს.
73. გამოითქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საპროცესო გარიგების გამოყენების
მექანიზმის გამო, არასათანადო მოპყრობის ან პოლიციის მიერ ძალის გადამეტების
შემთხვევებში, ბრალდებული თავს შეიკავებს საჩივრის შეტანაზე.
36
ხელისუფლებამ წარსულში
33
იხ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები 212 და 213
34
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით 2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა საპროცესო
შეთანხმებების გაფორმებაზე 697 საქმეში (10%) . თუმცა, სასამართლომ ეს შეთანხმებები მას შემდეგ დაამტკიცა , რაც
მხარეებმა პირობები შეცვალეს; სასამართლომ მხოლოდ 21 საქმე დააბრუნა პროკურატურაში.
35
საერთაშორისო გამჭვირვალობა, “საპროცესო შეთანხმება საქართველოში: მოლაპარაკებაზე დაფუძნებული
მართლმსაჯულებ, 2010 წლის დეკემბერი.
36
დამკვირვებელთა თქმით, არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რაც წარსულში განსაკუთრებით სერიოზული
შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად მთავრობის მიერ მიღებული ზომებისა. იხ.
CommDH(2011)22
21
აღიარა ეს პრობლემა და უზრუნველყო გარანტიები, თუმცა პრობლემა შესაძლოა
მდგომარეობდეს არა თვით საპროცესო გარიგებაში per se, არამედ, როგორც უკვე აღინიშნა, იმ
კონტექსტში, რომელშიც ის ხორციელდება. არსებობს თითქმის მტკიცე რწმენა იმისა, რომ
ბევრი ბრალდებულისთვის საპროცესო გარიგება უფრო მსუბუქი სასჯელის მიღების
ერთადერთი საშუალებაა; ასევე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბრალდებული თავს შეიკავებს
არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრისგან, თუკი არსებობს რისკი, რომ ამით შემცირდება
მისი შანსი, საპროცესო გარიგება გააფორმოს პროკურორთან.
დასკვნები და რეკომენდაციები
74. საპროცესო გარიგების სისტემის ფუნციონირება არ უნდა იყოს და არც შეიძლება იყოს
განხილული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საერთო სისტემისგან
დამოუკიდებლად. რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობას, კერძოდ, გამამტყუნებელი
განაჩენების ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და
მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად
შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი,
ბრალი აღიაროს, რაც მართლმსაჯულების სისტემის მოშლას გამოიწვევს.
75. გასათვალისწინებელია, რომ ბრალის აღიარებისას ბრალდებული უარს ამბობს რამდენიმე
უფლებაზე, მათ შორისაა ჩვენების მიცემისა და სასამართლოს უფლება. კომისარი აღნიშნავს,
რომ შესალოა საკანონმდებლო დონეზე გარანტიები უზრუნველყოფილია, თუმცა პრაქტიკის
დონეზე ეს საკითხი კრიტიკის საგანია. მოსამართლეებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი
კონტროლი საპროცესო შეთანხმებებზე და უზრუნველყონ, რომ გარანტიები პრაქტიკაში
სრულად იყოს გამოყენებული. კომისრის შეშფოთების საგანია ადვოკატის ძალზე
შეზღუდული როლი საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაში.
76. აუცილებელია, რომ ბრალდებული გარიგებაზე მიდიოდეს მხოლოდ საკუთარი სურვილით და
თავისუფალი იყოს ყოველგვარი ზეწოლისგან. ამ მიზნით უნდა შემუშავდეს მოლაპარაკების
ობიექტური სტანდარტები ადვოკატსა და პროკურორს შორის და უფრო მკაფიოდ უნდა
განისაზღვროს ,,გამოძიებასთან თანამშრომლობის“ ცნება. უნდა განისაზღვროს ის
კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც მოხდება ბრალდებულისთვის დაკისრებული
ჯარიმის ოდენობის გამოთვლა.
77. დაბოლოს, სასწრაფოდ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სისტემის გამჭვირვალეობის
უზრუნველსაყოფად. კომისარი მხარს უჭერს ხელისუფლების ძალისხმევას ამ საკითხთან
მიმართებაში და სთხოვს ისეთი მიდგომის შემუშავებას, რომელიც ყველა შესაბამის ჯგუფთან,
მათ შორის უფლებადამცველებთან და ადვოკატებთან ერთობლივი კონსულტაციების
გამართვას გულისხმობს.
IV. სამართლის განხორციელებასთან დაკავშირებული შეშფოთება
1. საჩივრები შერჩევითი სამართლის თაობაზე
78. საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ადამიანებმა კომისაrს მიაწოდეს ინფორმაცია იმის
შესახებ, რომ, თითქოს, მათ მიმართ განხორციელდა დევნა მათი (ან მათი ნათესავების)
პოლიტიკური მრწამსისა და ოპოზიციურ საპროტესტო აქციებსა და მსგავს ღონისძიებებში
მონაწილეობის გამო. ამასთან, ქართველმა უფლებადამცველებმა და ადვოკატებმა კომისარს
მიაწოდეს იმ პირთა სია, რომლებიც, მათი მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ.
მათი უმრავლესობა მონაწილეობას იღებდა 2007 წლის ნომბრის და 2009 წლის გაზაფხულის
არასათანადო მოპყრობა და დაუჯელობა და არასათანადო მოპყრობის ეფექტური გამოძიება, ანგარიში საქართველოს
შესახებ, ჯიმ მერდოკი, 2010.
CommDH(2011)22
22
ოპოზიციის საპროტესტო აქციებში. ამ საკითხმა ქართული და საერთაშორისო საზოგადოების
მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო, როგორც ამ საკითხის შესახებ მომზადებული რამდენიმე
ანარიშიდან ირკვევა.
37
79. კომისარმა შენიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს
შორის მოლაპარაკების შემდეგ, ოპოზიციის 26 მომხრე, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით
გაყალბებული – ნარკოტიკების და იარაღის ტარების – ბრალდებით დააკავეს, 2009 წლის
აგვისტოსა და ნოემბერში, გირაოთი ან ადმინისტრაციული სასჯელის მოხდის შემდეგ
გაათავისუფლეს.
38
კომისარი ინფორმიებული იყო, ასევე, ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტთან
დაკავშირებით, რომელთა საქმეზე წინასწარი გამოძიება დასრულდა, თუმცა სასამართლო
განხილვა არ დაწყებულა, რაც ამ ადამიანებს მარლმსაჯულების თვალსაზრისით დაუცველ
მდგომარეობაში აყენებს.
80. კომისრისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის
სამართლის საქმეებში სამართლიანი სასამართლოს არაერთი სამართლებრივი გაარანტია
დაირღვა. რამდენიმე დაკავებულმა კომისარს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
ოპოზიციის სხვა აქტივისტებზე ჩვენებების მიღების სანაცვლოდ, მათ საპროცესო გარიგება
შესთავაზეს. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად უარყოფს პოლიტიკური
შეხედულებისა თუ მრაწამსის საფუძველზე განხორცილებელი დევნის ნებისმიერ ბრალდებას.
81. ვიზიტისას კომისარს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა ზოგიერთ პატიმარს, რომლის
მტკიცებით, ის უსამართლოდაა დაკავებული და გასამართლებული. მათ შორის არიან მერაბ
რატიშვილი,39
ვლადიმერ ვახანია
40
და შალვა გოგინაშვილი.41
ამ ადამიანთა საქმეების შესახებ
კომისარი ესაუბრა მათ ადვოკატებს და უფლებადამცველებს. მიუხედავად იმისა, რომ
წინამდებარე ანგარიშის მიზანი არ არის ამ საქმეების დეტალური სამართლებრივი ანალიზი,
მაინც იკვეთება გამოთქმული საჩივრების გარკვეული მახასიათებლები. ამ საქმეების შესახებ
კომისარმა საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან შეხვედრისას
ისაუბრა.
82. ზემოხსენებულ საქმეებში, ისევე, როგორც დაკავებული ოპოზიციის აქტივისტების და მათი
მხარდამჭერების ზოგიერთ საქმეში, დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლების
37
2009 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს და მათ შემდეგ, NDI და რამდენიმე ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაცია აწარმოებდა ოპოზიციის აქტივისტების სისხლის სამართლის საქმეების
მონიტორინგს. საიამაც მოამზადა რამდენიმე საქმის სამართლებრივი ანალიზი. იხ. მათი ანგარიში – სავარაუდოდ
პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
სამართლებრივი ანალიზი, თბილისი 2010. FIDH–ის მიერ მომზადებული ეკლები ვარდების შემდეგ: პოლიტიკური
პატიმრები პოსტრევოლუციურ საქართველოში, 2009 და სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებების
შესახებ, 2007 წლის მეორე ნახევარი. ასევე, კომისრის სახელზე შემოვიდა საჩივრები იმ ადამიანებისგან, რომლებიც
აცხადებდნენ, რომ დააკავეს მათი ნათესავები და განხორციელდა მათი სისხლისსამართლებრივი დევნა, სწრაფად
და დაუსაბუთებლად, მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. ამ საჩივრების თანახმად, ხსენებული
ადამიანებზე აღძრულ საქმეებში პროცედურული დარღვევებია, ხოლო საპროცესო გარიგება არამართლზომიერად
განხორციელდა.
38
აშშ –ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ, 2011 წლის აპრილი
39
ოპოზიციის მხარდამჭერი ბატონი რატიშვილი 2007 წლის ნომბრის საპროტესტო აქციების წინ დააპატიმრეს და
ნარკოტიკების უკანონო შენახვის გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
40
ოპოზიციიური პარტიის დამფუძნებელი ბატონი ვახანია 2009 წელს დააპატიმრეს და სამ ნახევარი წლით
პატიმრობა მიუსაჯეს ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევის და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით.
41
ოპოზიციის აქტივისტი ბატონი გოგინაშვილი ოპოზიციის მომხრეთა და პოლიციას შორის ძალისმიერ
დაპირისპირებაში მონაწილეობის გამო 2009 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას დააპატიმრეს. მას 15 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობისა და
ხულიგნობის ბრალდებით. გადმოცემით, დანაშაულის კვალიფიკაცია არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის
სიმძიმეს.
CommDH(2011)22
23
განხორციელება, რომლის მიხედვით სისხლის სამართლის ყველა სამართალდამრღვევს
უფლება აქვს მოითხოვოს მისი მოწმის წარმოდგენა და დაკითხვა იმავე პირობებით, რაც მის
წინააღმდეგ წარმოდგენილ მოწმეებს აქვთ მინიჭებული და რასაც სამართალწარმოების დროს
მხარეების თანასწორუფლებიანობა მოითხოვს.
42
არსებობს ინფორმაცია, რომ სასამართლოებმა
პროკურორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხალისით მიიღეს ბრალდებულის დასჯის
გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ითქვა, არ იყო წარმოდგენილი
საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისი იქნებოდა ბრალეულობის
დასადასტურებლად. ქვემოთ მოყვანილია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც შეშფოთებას
იწვევს:
- სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ბრალის დადასტურებისთვის აუცილებელი
მინიმალური მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე;
- საგამოძიებო ორგანოებმა არ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა აუცილებელი ზომა,
რომელიც მათ სავარაუდო სამართალდარღვევის თანამდევი ყველა შესაბამისი გარემოების
დადგენაში დაეხმარებოდა;
- იარაღის და ნარკოტიკის უკანონო ტარების საქმეებში ხშირად აღინიშნებოდა პროცედურული
დარღვევები ჩხრეკის დროს, კერძოდ, არ იყო უზრუნველყოფილი მოწმის დასწრება, რაც ეჭვის
ქვეშ აყენებს ჩხრეკის კანონიერებას და, შესაბამისად, ამოღებული მტკიცებულების
სამართლებრივ დასაშვებობას;
- მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სასამართლო პროცესზე მოსამართლეები ადვოკატებს
სისტემატიურად ეუბნებოდნენ უარს სასამართლოსთვის მოწმის წარდგენის
შუამდგომლობაზე და, ზოგ შემთხვევაში, ამგვარ გადაწყვეტილებას პოლიციის ჩვენების
არსებობით ხსნიდნენ. იმ საქმეებში, სადაც დაიკითხა დაცვის მხარის მოწმეები, სასამართლომ
მათი ჩვენება არ გაითვალიწინა, რადგან ჩათვალა, რომ მათი მიზანი იყო ,,ბრალდებულისთვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდება.“
43
- სასამართლოები სისტემატურად და სათანადო დასაბუთების გარეშე ამბობდნენ უარს დაცვის
მხარის იმ შუამდგომლობებზე, რომლებიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილ
მტკიცებულებების დადგენას და შეფასებას მოითხოვდა.
-
83. ხელისუფლება არ გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ წარსულში, ზოგიერთ საქმეში შესაძლოა
დაირღვა საპროცესო უფლებები. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უთხრა კომისარს, რომ
კანონი დასაშვებად მიიჩნევს საქმის ხელახლა გადახედვას, თუკი ადვოკატი ან პროკურორი
წარმოადგენენ ახალ მტკიცებულებებს, რომლებსაც მოცემულ მომენტში შეეძლო გავლენის
მოხდენა გადაწყვეტილების მიღებაზე.
დასკვნები და რეკომენდაციები
84. კომისარისთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობს საკმარისი რაოდენობით სანდო განცხადებები,
ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ოპოზიციის აქტივისტების მიერ ჩადენილი სისხლის
სამართლის სამართალდარღვევების გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში
სერიოზული ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს, რაც ზიანს აყენებს მთელს ამ პროცესს; ამით
ეჭვის ქვეშ დგება ბრალდებისა და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების
სამართლიანობა.
42
ადამიანის უფლებaTa ევროპული სასამართლოს მე–6 მუხლი.
43
კომისრისთვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ სასამართლოში ბრალდებულის სასარგებლოდ მიცემული
ჩვენებების გამო განხორციელდა დაცვის მხარის მოწმეების დევნა. იხ. მაგალითისთვის FIDH, ეკლები ვარდების
შემდეგ: პოლიტიკური პატიმრები პოსტრევოლუციურ საქართველოში, 2009 გვ 29 და საიას მიერ მომზადებული
სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეების სამართლებრივი ანალიზი, თბილისი 2010, გვ 25
CommDH(2011)22
24
85. საკითხისადმი საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მკაფიო და
გამჭვირვალე პასუხი უნდა გასცეს ხსენებულ საქმეებთან დაკავშირებულ სამართლიან
შეშფოთებას. მანამდე, კომისარი სთხოვს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განიხილოს ის
საქმეები, რომლებშიც არსებობს prima facie მტიკებულებები არასამართლიან მსჯავრთან
დაკავშირებით.
86. მკაცრი ზომიების მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულთა
სამართლებრივი გარანტიები და დაცული იქნას საპროცესო უფლებები სისხლის სამართლის
სამართალწარმოების ყველა ეტაპზე. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეფექტური
სასამართლო ზედამხედველობის დაწესება ჩხრეკისა და დაპატიმრების პროცედურებზე.
კონვენციის მე–6 მუხლის თანახმად, დაცული უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს
გარანტიები და მხარეების თანასწორუფლებიანობის პრინციპის პატივისცემა.
CommDH(2011)22
25
2. ძალისხმევა დაუსჯელობის წინააღმდეგ
87. ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშები ადასტურებს, რომ
საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, პოლიციის მიერ დაკავებულთა მიმართ
მოპყრობის თვალსაზრისით ზოგადი სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.44 ამ სფეროში
განხორციელებული რეფორმები მოიცავდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი
მოპყრობის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების ევროპულ სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარი პროკურატურის შიდა
მონიტორინგის მექანიზმის განმტკიცებასა და გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის
დამატებითი ოქმის თანახმად პრევენციის ეროვნული მექანიზმის შექმნას სახალხო
დამცველთან.
88. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომისარი მიესალმება წამების აღკვეთის 2011–2013 წლების
ახლახანს მიღებულ სამოქმედო გეგმას. გეგმაში ჩამოთვლილია არასათანადო მოპყრობის
აღკვეთისა და ეფექტური გამოძიებისთვის აუცილებელი მთელი რიგი ნაბიჯების ნუსხა და
გაწერილია შესაბამის თანამშრომელთა ტრენინგისა და გათვითცნობიერებულობის
ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებები.
89. წამების sawinaaRmdego ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ
ბოლო ანგარიშში კომიტეტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად პოლიციელთა მიერ არასათანადო
მოპყრობის რისკის შესამცირებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა,
ხელისუფლებას აშკარა სიფხიზლე მართებს, რადგან ამ საკითხზე გამოთქმული საჩივრები
სისტემატურ ხასიათს ატარებს.45 დაუსჯელობის აღსაკვეთად გადამჭრელი ზომების მიღება
განსაკურთებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მტკიცე გზავნილი იმისა, რომ არასათანადო
მოპყრობასა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სხვა სერიოზულ დარღვევებს
ხელისუფლება არ მოითმენს.
90. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის და სხვა სახის
სამართალდარღვევების გამოძიებას აწარმოებს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე
მთავარი პროკურატურა. სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების ექსკლუზიური
უფლებამოსილება აქვს მთავარ პროკურატურას. პოლიციელების მიერ დისციპლინარული
სამართალდარღვევის შემთხვევაში დისციპლინარული სანქციების დაწესების
უფლებამოსილება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმეები, რომლებშიც სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, შემდგომი ძიებისთვის მთავარ პროკურატურას
გადაეცემა. თუმცა, აღინიშნა შემთხვევები, როდესაც გამოძიების პროცესში პროკურორებსა და
პოლიციელებს შორის მჭიდრო ურთიერთობამ, შესაძლოა შეაფერხოს გამოძიების ეფექტური
განხორციელება და სამართალდამრღვევს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალება
მისცეს. საჩივრების გამოძიების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც არსებული საგამოძიებო
და საპროკურორო ზედამხედველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელი იქნება,
საქართველოში ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
91. საქართველოში პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების
შემთხვევებში ხანგრძლივი და არაეფექტური გამოძიების არსებობას ადამიანის უფლებათა
ევროპuli სასამართლოს გადაწყეტილებები და წამების sawinaaRmdego ანგარიშებიც
ადასტურებს.
46
საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებადამცველთა ჯგუფები და
44
იხ. წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული
კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოში 2010 წლის თებერვლის ვიზიტის შესახებ, პარაგრაფი 14
CPT/Inf (2010) 27.
45 იხ. Ibid, პარაგრაფი 6.
46 იხ. 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ღარიბაშვილი საქართველოს წიანააღმდეგ.
CommDH(2011)22
26
ადვოკატები, ყველანი მიუთითებენ, რომ საკითხებზე მათი მიერ პროკურატურაში შეტანილი
საჩივრები შესაბამისი პასუხის გარეშე რჩება.
92. კომისრისთვის ცნობილი გახდა საჩივრები იმის შესახებ, რომ 2007 წლის ნოემბერში და 2009
წლის გაზაფხულზე ოპოზიციური საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობის და
პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები არ ყოფილა სწრაფად და დროულად
გამოძიებული. არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობა, კერძოდ, პოლიციის სპეციალური
დანიშნულების ძალების ნიღბიანი თანამშრომლების ამოცნობის სირთულე და შესაბამისი
პირების (თანამდებობის პირთა ჩათვლით) მხრიდან თანამშრომლობის და ჩვენების მიცემის
სურვილის არარსებობა მიიჩნევა იმ ძირითად მიზეზებად, რის გამოც არ არის წინსვლა
ხსენებული გამოძიებების პროცესში. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის მიერ ჩადენილი
დანაშაული მყისიერად იყო გამოძიებული და ბრალდებულები სასამართლოს გადაეცა.
ხსენებული საქმეებისადმი დამოკიდებულებაში არსებული ეს აშკარა განსხვავება, უფრო
მეტად განამტკიცებს დაუსჯელობის არსებულ განცდას.
93. ევროპის საბჭოს ექსპერტთა მიერ მომზადებულ ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ
სამართალდამცავთა ანგარიშვალდებულების პრობლემა სისტემური ხასიათისაა. ანგარიშში
აღნიშნულია, რომ, როგორც ჩანს, პროკურორი ძირითადად იმაზე ამახვილებს ყურადღებას,
თუ რამდენად საკმარისია წარმოდგენილი მტკიცებულებები დევნის დასაწყებად და არ
ითვალისწინებს, რომ აკისრია ფართო პასუხისგებლობა, აქტიურად მოიძიოს დანაშაულის
ნიშნების შემცველი ფაქტობრივი მასალა და ამ გზით (თუკი შესაძლებელია) უზრუნველყოს
სათანადო მტკიცებულებების არსებობა დევნის განსახორციელებლად.47
94. ადამიანის უფლებaTa ევროპული სასამართლოს მიერ 2011 წლის 26 აპრილს მიღებული
გადაწყვეტილება საქმეზე ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც
შეეხება 28 წლის სანდრო გირგვლიანის მიმართ არასათანადო მოპყრობას და მის მკვლელობას
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამდებობის პირის მიერ, მოწმობს, რომ არ არსებობს
სათანადო მონდომება იმისა, რომ გამოძიებული იყოს და დაისაჯოს სამართალდამცავი
ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ ინსპირირებული სისხლისსამართლებრივი ქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სამართალდამრღვევი
პირები არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, სასამართლომ დაადგინა, რომ
ხელისუფლების (შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის პროკურატურის) მიერ
წარმოებული გამოძიება არ წარიმართა დამოუკიდებლად, საფუძვლიანად და
კეთილსინდისიერად, რაც დასაბუთებულია. სასამართლომ განსაკუთრებული შეშფოთება
გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი და იგივე უწყება, კერძოდ, შინაგან საქმეთა
სამინისტრო, საკმაო ხნის განმავლობაში იყო პასუხისმგებელი გამოძიების წარმოებაზე.48
95. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და მას შემდეგ დაკარგულთა საქმის გამოძიების
მონიტორინგის მიზნით კომისრის მიერ გამოგზავნილი ორი საერთაშორისო ექსპერტის მიერ
მომზადებული დასკვნებიც ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული პრობლემების
არსებობაზე მეტყველებს.
49
ახლახანს, ხელისუფლებამ შეატყობინა კომისარს, რომ ალან
47
იხ ანგარიში საქართველოს შესახებ, არასათანადო მოპყრობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა და
არასათანადო მოპყრობის ეფექტური გამოძიება, ჯიმ მერდოკი, 2010.
48
ენუქიძე და გირგვლიანი საქარველოს წინააღმდეგ, 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება §§ 246-249, 258.
49
2008 წლის კონფლიქტის გამო შექმნილი დაბრკოლებების გათვალისწინებით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ
იძულებითი დაკარგვის შესახებ საჩივრები გაუმართლებლად დაგვიანებულ ვადაში იყო განხილული; არ
გადადგმულა გონივრული და ძალზე ცხადი ნაბიჯები გამოძიებისთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
ადამიანების დაკარგვაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ სერიოზული
ეჭვის არსებობის მიუხედავად, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები არ წარიმართებოდა იმ სამსახურებისგან
დამოუკიდებლად, სადაც დანაშაულში ბრალდებული ოფიციალური პირები მუშაობდნენ, რითაც ხდებოდა
მიუკერძოებულობის და სამართლიანობის შელახვა.
CommDH(2011)22
27
ხაჩიროვის, ალან ხუგაევისა და სოლტან პლიევის დაკარგვის საქმეების გამოძიება შიდა
ქართლის რაიონული პროკურატურიდან მთავარ პროკურატურას გადაეცა. ეს ნაბიჯი
მისასალმებელია და კომისარს სურს მიიღოს შემდგომი ინფორმაცია ამ საქმეებზე გამოძიების
გაგრძელების შესახებ.
96. ხელისუფლებამ აღიარა, რომ აუცილებელია, გაუმჯობესდეს დღევანდელი გამოძიების
სისტემა და მიიღო გარკვეული ზომები, რომლებიც საგამოძიებო პროცედურების და
საპროკურორო ზედამხედველობის დახვეწაზეა მიმართული. ამ თვალსაზრისით, 2009 წელს
პროკურორებისთვის სპეციალური მითითებების შემუშავება მისასალმებელი ნაბიჯია.
მითითებები რეკომენდაციას აძლევს პროკურორებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება
წამების ან არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივარზე, მისი დამაჯერებლობის მიუხედავად.
მითითებები ასევე მოითხოვს, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს იმ სამსახურისგან
დამოუკიდებლად, რომელიც თვითონ არის გამოძიების სუბიექტი და იმასაც, რომ მოხდეს
მოწმეებისა და დაზარალებულის დაკითხვა.
97. წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებისას ირკვევა, რომ მეტად
სავარაუდოა, გამოძიება წარიმართოს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების
მუხლით (მუხლი 333), ვიდრე წამების (მუხლი 144/1) ან არასათანადო მოპყრობის (მუხლი
144/3) მუხლით. კვლავ დაბალია ბრალის დადასტურების მაჩვენებელი. წამების აღკვეთის
კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2009 წელს, 144/1 მუხლით გამოძიება დაიწყო 16 პოლიციელის
წინააღმდეგ, ხოლო 144/3 მუხლით – 1 პოლიციელის წინააღმდეგ. აქედან, 5 საქმე დაიხურა,
ხოლო სასამართლოში არცერთი საქმე არ გადაცემულა. შედარებისთვის, 333–ე მუხლით
გამოძიება 66 შემთხვევაში დაიწყო, თუმცა ბრალი არცერთ შემთხვევაში არ
დადასტურებულა.50
ზემოხსენებულ საქმეში ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს
წინააღმდეგ ადამიანის უფლებებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ
ინსპირატორებისთვის დაკისრებული სასჯელი არ იყო შესაფერისი.
98. დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში შეზღუდულია.
თეორიულად, საქმეში დაზარალებულის ინტერესს პროკურორი წარმოადგენს. თუმცა,
გამოითქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტურად წარმოადგენს პროკურორი
დაზარალებულის ინტერესს არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში. როგორც ადამიანის
უფლებების ევროპულმა სასამარლომ დაადგინა ,,იმ შემთხვევებში, როდესაც პროკურატურას
დადასტურებულად აკლდა კეთილსინდისიერება და დაინტერესება განმცხადებლის საქმის
მიმართ, პროკურატურის საპროცესო უფლება ვერ ახდენდა მოქალაქის დარღვეული
საპროცესო უფლების კომპენსირებას.”51
50
წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული
კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოში ვიზიტის შესახებ, 2010 წლის 21
სექტემბერი,http://www.cpt.coe.int/documents/geo/2010-27-inf-eng.pdf
51
ენუქიძე და გირგვლიანი საქარველოს წინააღმდეგ, 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება §62.
CommDH(2011)22
28
დასკვნები და რეკომენდაციები
99. გირგვლიანის საქმეში კარგად ჩანს ის დაბრკოლებები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს
სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავე თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებას,
როდესაც ისინი სერიოზულ სამართალდარღვევის ჩადიან.
52
ეს საქმე ადასტურებს, თუ
რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცედ დაადასტუროს
დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგულება.
100. კომპეტენტურმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ არასათანადო
მოპყრობის შემთხვევები ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი
კრიტერიუმების შესაბამისად და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2011 წლის 30 მაისის
მითითებების გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს დაუსჯელობის აღმოფხვრას
ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში. უზრუნველყოფილი უნდა
იქნას გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვა სამართალდამცავი სტრუქტურის იმ
სამსახურისგან, რომლის თანამშრომელი გამოძიების სუბიექტია და იმ სამსახურისგან,
რომელიც იძიებს ან/და ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას არასათანადო
მოპყრობის შესაძლო მსხვერპლის წინააღმდეგ.
101. თუკი პოლიციის მიერ ძალისმიერი სისხლისსამართლებრივი ქმედების დაუსჯელობა
დაშვებული იქნება, საგრძნობლად შეირყევა საზოგადოების ნდობა ხელისუფლების იმ
წარმომადგენელთა მიმართ, ვინც კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი. ამგვარი
დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა იქნება ხელისუფლების მკაფიო გზავნილი
პოლიციის მხრიდან ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის სასარგებლოდ.
102. კომისარი იძლევა რეკომენდაციას, რომ გადაიდგას ნაბიჯები გამოძიების ეტაპზე და
სასამართლო განხილვაში დაზარალებულის უფრო აქტიური მონაწილეობის
უზრუნველსაყოფად. ასევე აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და
საზოგადოების მხრიდან სამართალწარმოების სათანადო კონტროლი, გამოძიების შედეგების
შესახებ საზოგადოების ინფორმირების ჩათვლით.
3. სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა
103. კომისართან შეხვედრებისას, არაერთხელ აღინიშნა, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის
სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა, საქართველოს მოსახლეობის
ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ ჯერ კიდევ შედარებით დაბალია.
104. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უთხრა კომისარს, რომ საზოგადოების ნდობის
მაჩვენებელი 60%–ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს,
რომ მეტია გასაკეთებელი საქართველოში სასამართლო სისტემისადმი ნდობის
განსამტკიცებლად. მაგალითისთვის, 2009 წელს ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის
შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 55% ეთანხმება შემდეგ
წინადადებაში გამოთქმულ მოსაზრებას: ,,საქართველოში სასამართლო მოსახლეობის ერთი
ნაწილის მიმართ სამართლიანია, ხოლო დანარჩენის მიმართ უსამართლო,“ მაშინ, როდესაც
მოსახლეობის მხოლოდ 12,1% მიიჩნევს, რომ ,,საქართველოში სასამართლო ყველას მიმართ
თანაბრად სამართლიანია და არავის ანიჭებს უპირატესობას.“ ასევე, მოსახლეობის მხოლოდ
52 Ibid. სასამართლომ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების
სხვადასხვა შტო – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს
პრეზიდენტი – ერთობლივად მოქმედებდენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების
აღსრულებისთვის ამ შემზარავი მკვლელობის საქმეში.”
CommDH(2011)22
29
27,8% მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო პოლიტიკურად დამოუკიდებელია.53
გაეროს მიერ დაფინანსებული 2009 წლის დეკემბრის კვლევის მიხედვით, სასამართლო
სისტემას ,,სრულიად დამოუკიდებლად“ მოსახლეობის მხოლოდ 6% მიიჩნევს, მაშინ როდესაც
მოსახლეობის 73% ფიქობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ნაწილობრივ მთავრობა
აკონტროლებს.54
105. წარმატებული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც გადაიჭრა საქართველოს
მართლმსაჯულებისთვის ზიანისმომტანი ზოგიერთი ადრინდელი პრობლემა, არ იძლევა
თვითკმაყოფილების საფუძველს. წინამდებარე ანგარიშში მოყვანილი საკითხების
მოუგვარებლობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეარყიოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ
საზოგადოების ნდობა.
106. სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო სასამართლო სისტემის მეტი გამჭვირვალობისა და
საზოგადოების მხრიდან მეტი კონტროლის უზრუნველსაყოფად, რაც სამართლიანი
სასამართლოს უფლების განხორციელების მნიშვნელოვანი გარანტიაა. თუმცა, საჭიროა
სიფრთხილე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი, ერთის მხრივ, სათანადო
გამჭვირვალობასა და, მეორეს მხრივ სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებულობასა და
მისი ზემოქმედებისგან დაცვას შორის. იგივე შეეხება სასამართლოს მიერ საზოგადოების
მხრიდან ინტერესის გამომწვევი საკითხების განხილვას. განსაკურთებით მნიშვნელოვანია,
რომ პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ ტენდენციური გამონათქვამებისგან, რომლებიც არღვევენ
უდანაშაულობის პრეზუმპციას.
***
107. დაბოლოს, კომისარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მიერ მისთვის მინიჭებული
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მანდატის ფარგლებში, ის განაgრძობს არსებულ
სიტუაციაზე დაკვირვებას და დაეხმარება საქართველოს ევროპის საბჭოს ადამიანის
უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სტანდარტების ეფექტურ განხორციელებაში.
კომისარი მზადაა, გააგრძელოს კონსტრუქციული დიალოგი საქართველოს
ხელისუფლებასთან და დაეხმაროს მას სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისკენ მიმართულ
ძალისხმევაში, წინამდებარე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
53
საპროცესო შეთანხმება საქართველოში: მართლმსაჯულება მოლაპარაკების საფუძველზე, 2010 წლის დეკემბერი,
საერთაშორისო გამჭვირვალობა, გვ 4.
54 http://www.undp.org.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=24&info_id=861

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია