მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკრაინა და საქართველო რუსეთს ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს - 29 ივლისი 2012

[foreignpress.ge] 

ჯეიმს მერსონი

რუსეთის ზოგიერთი მეზობელი ფიქრობს, რომ სინამდვილეში მოსკოვი არც არასდროს შეგუებია იმ ფაქტს, რომ მან დაკარგა კონტროლი თავის მეზობლ ქვეყნებზე 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ახლა, ის როგორც ჩანს ამ მეზობლების დაბრუნებაზე ფიქრობს – იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიების წყალობით მაინც, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილეობენ.

უკრაინა და საქართველო აპროტესტებენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ვებგვერდზე უზუსტობებს ზოგიერთი რუსი სპორტსმენის ბიოგრაფიაში. ეს უზუსტობები ამ ქვეყნებს რუსეთის ნაწილად წარმოაჩენს.

კერძოდ, რუსი ტანმოვარჯიშის კაროლინა სევასტიანოვას მონაცემებში მითითებულია, რომ ის წარმოშობით არის Ukraine Region (UKR) – დან; ხოლო კანოისტი ალექსეი კოროვაშკოვი – Ukraina Region (RUS) -დან.

მოჭიდავე ბესიკ კუდუხოვზე კი ნათქვამია, რომ ის დაბადებულია Yuzhnaya Osetia (RUS) -ში, ანუ ის თითქოს რუსია სამხრეთ ოსეთიდან, რეგიონიდან, რომლის გამოც საქართველო და რუსეთი 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპისპირდნენ. თუმცა ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე გრიშჩენკომ Twitter-ზე ამ მონაცემებს „შტერული შეცდომა“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინის საელჩოს ლონდონში დაავალა ორგანიზატორებთან დაკავშირება და ამ შეცდომის გასწორება.

ადგილობრივი გაზეთი Kyiv Post კიდევ უფრო შორს წავიდა: „რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა Ukraine Region-ის ანექსია მოახდინა“, ვკითხულობთ მის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაურში.

უკრაინა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მოსკოვი მართავდა, განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთი თავისი გავლენის გაზრდას ცდილობს. ამ წლის დასაწყისში დებატებს კანონპროექტზე, რომელიც ოფიციალურად რუსული ენის უფრო ფართო გამოყენებას აწესებს, კანონმდებლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო მის მიღებას ამ თვის დასაწყისში, ქუჩის გამოსვლები მოჰყვა.

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ვებგვერდზე აღებულ იქნა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ მიწოდებული სააკრედიტაციო მონაცემებიდან. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპიკერთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ეს ამ თამაშების ბოლო ეპიზოდია, რომელმაც ამაყი ნაციონალისტები გააღიზიანა. ოთხშაბათს, საფეხბურთო მატჩის დროს, ჩრდილოეთ კორეელმა სპორტსმენებმა თავდაპირველად უარი განაცხადეს მოედანზე გასვლაზე მას შემდეგ, რაც ვდეოეკრანზე არა მათი, არამედ სამხრეთკორეული დროშა გამოჩნდა. მატჩის დაწყება კოლუმბიის წინააღმდეგ დაახლოებით 40 წუთით შეფერხდა.

ბ-ნმა გრიშჩენკომ სასაცილოდ მიიჩნია ჩანაწერი ერთ-ერთი სპოტსმენის, კერძოდ რუსი ცხენოსანის მიხეილ ნასტენკოს ბიოგრაფიაში, სადაც მისი დაბადების ადგილად მითითებულია „Kiev (RUS)“ (კიევი (რუსეთი)). ამ ჩანაწერის წაკითხვა ასე შეიძლება, რომ ბ-ნი ნასტენკო კიევის რუსეთშია დაბადებული ანუ შუასაუკუნეების სახელმწიფოში, რომელსაც საკუთარ ფესვებს როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა უკავშირებს.

„ის კიევის რუსეთში დაიბადა და ოლიმპიადაში მონაწილეობს. ეს დასაფასებელია“, იხუმრა ბ-ნი გრიშჩენკომ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია