მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 01/10 - 04 აგვისტო 2012

[foreignpress.ge]

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება, განაცხადა დღეს ამ სამხრეთ კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნა”, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. “პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება ქართული დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობის და სიმწიფის ახალი დადასტურება იქნება, და ეს მნიშვნელოვანი პროგრესი ხელს შეუწყობს ქართული სახელმწიფოს შემდგომ განმტკიცებას”, ნათქვამია განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორც მოსალოდნელია, ამ არჩევნებში მწვავე ბრძოლა გაიმართება მიხეილ სააკაშვილის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ოპოზიციურ კოალიცია “ქათულ ოცნებას” შორის, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, რასაც 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვება.

პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ხელახლა იქნა არჩეული, მას შემდეგ რაც მანამდე ხელისუფლებაში 2003 წლის ბოლოს “ვარდების რევოლუციით” მოვიდა. ბოლო წლებში სააკაშვილის რეპუტაცია შეილახა – მას ავტორიტარულ ტენდენციებში ადანაშაულებენ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია