| მთავარი თემები |
 |
10 ნოემბერი 2025
მონსტრი აქციეთ კლოუნად, ასე იწყება ჩამოშლა - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
"გადით რუსთაველზე. როცა დაიღლებით, როცა მოგბეზრდებათ, როცა დეპრესია შემოგიტევთ, მაშინ ადექით და გადით რუსთაველზე. ნუ უყურებთ ამას როგორც საქმეს, როგორც ვალდებულებას. გაერთეთ ამით, იკაიფეთ. შეხედეთ რუკას, ნახეთ ვინ გებრძვით და ვერ გაჩერებთ. როგორ შეიძლება ამით ვერ იკაიფოთ? შეხედეთ, რა დღეში არიან. ყველაფერი აქვთ - თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება, ფული, დაქირავებული კუნთები და რას დაემსგავსნენ? პირბადეებს დასდევენ. მეტყველების უნარზე უარი თქვეს. ყოველ დღე უფრო სასაცილოები ხდებიან. ნუ ბრაზდებით ამაზე. იცინეთ, გაერთეთ, იკაიფეთ. მონსტრი აქციეთ კლოუნად. ასე იწყება ჩამოშლა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება. |
| სრულად>> |
|
 |
08 ნოემბერი 2025
ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ძალაუფლება დაუბრუნდეთ მას, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს, ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე - შვიდი ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება
"რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებაც, ჯანდაცვაც და სოციალური დახმარების სისტემაც, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრაციულ კონტროლს, რეპრესიებს აღრმავებს. მას სურს, საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონრების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა, მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა. რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე. ჩვენ შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ წიაღში, ევროატლანტიკურ სივრცეში. ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება. ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. |
| სრულად>> |
|
 |
06 ნოემბერი 2025
ევროკომისია: „საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“
„საქართველოში აღინიშნება სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობას სწრაფი ტემპებით ეცლება საფუძველი და ფუნდამენტური უფლებები მკვეთრად იზღუდება“, ვკითხულობთ პაკეტში, „ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ფუნდამენტურ უფლებებს და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და მიზანში იღებს LGBTIQ თემის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების სრული დაუსჯელობა და ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას შეეფერება“ |
| სრულად>> |
|
 |
30 ოქტომბერი 2025
როგორ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, აღვადგინოთ ქვეყნის მთლიანობა?
აფხაზეთი ჩვენი მოუშუშებელი იარა და ტკივილია. როგორ, რა გზებით უნდა დავიბრუნოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - ეს კითხვა ნებისმიერ შეგნებულ ქართველს აწუხებს. ერთი რამ ცხადია, სანამ შიგნით საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და ეგზისტენციალურ საკითხებზე მაინც ეროვნულ თანხმობას ვერ მივაღწევთ, მანამდე შიდა თუ გარე მტერთან გამკლავება გაგვიძნელდება. |
| სრულად>> |
|
 |
29 ოქტომბერი 2025
ვითხოვთ ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - გედევან ფოფხაძე
„ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს ამ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა. რაც დრო გავა, საზოგადოებრივი განწყობების უფრო მეტი ესკალაცია იქნება. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება. შევალთ წინააღმდეგობის ისეთ სიღრმეებში, რომელიც ძნელი დასაძლევი იქნება. ხელისუფლებამ ბევრი წითელი ხაზი გადალახა, თავისი დრაკონული კანონებით და ქვეყნის იზოლაციის მცდელობით ისეთი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც დღეს სხვანაირი პროტესტის შესაძლებლობებს ნაკლებად ტოვებს. მგონია, რომ შიმშილობა იყო ის ადეკვატური პროტესტი, რაც ამ რეალობის შესაბამისია. ჩვენ, ხუთმა ადამიანმა, დავიწყეთ ერთად შიმშილობის აქცია, გუშინ ღამით ორი „მოგვპარეს“. ერთი დღეს დაკავებულია, მეორე დაგვიბრუნეს“, – განაცხადა ფოფხაძემ. |
| სრულად>> |
|
 |
27 ოქტომბერი 2025
ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. |
| სრულად>> |
|
 |
24 ოქტომბერი 2025
ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია. |
| სრულად>> |
|
 |
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია. |
| სრულად>> |
|
-
 |
15 ოქტომბერი 2025
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
"საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან. |
| სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2025
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება? |
| სრულად>> |
|
-
 |
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. |
| სრულად>> |
|
-
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
| სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
| სრულად>> |
|
|
|
|
|
 |
05 ნოემბერი 2025 მე არაფერს ვამატებ და ვალამაზებ, ასეთია ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური პოზიცია - დავით ზურაბიშვილი "ესე იგი ზაზა შათირიშვილის, ანუ ბიძინა ივანიშვილის, ანუ საქართველოს ხელისუფლების სამივე შტოს აზრით იდუმალი დიფსთეითი, რომლის ხელმძღვანელი პირების გვარ-სახელები კაციშვილმა არ იცის, სრულად აკონტროლებს ამერიკული და ევროპულ მედიის მეინსტრიმს, რუსეთთან აომებს არა მარტო უკრაინას, არამედ მთელ ევროკავშირს, გერმანია მუჰამედებით გაავსო, ნიდერლანდები საბოლოოდ გააპიდარასტა და საფრანგეთიც რიგში ჰყავს, აი საქართველოში კი პოლკოვნიკ აურელიანიო ბუენდიასავით რამდენი აჯანყება და გადატრიალება წამოიწყო, იმდენჯერ დამარცხდა და ახლა ჯავრიან გულზე რუსთაველის საათნახევრიან გადაკეტვაში ყრის მილიონებს. არა, მე არაფერს ვამატებ და ვალამაზებ. ასეთია ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური პოზიცია". |
| |
|
|
|
|
 |
05 ნოემბერი 2025 რომან გოცირიძის მიმართვა Emaar ფონდის სახელის არასწორად გამოყენებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესახებ "საერთაშორისო და საჯარო წყაროებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს კერძო კომპანია Eagle Hills, რომელიც არ არის Emaar Properties-ის შვილობილი კომპანია და არც რაიმე სამართლებრივი კავშირი აქვს მასთან. ორივე კომპანიას მხოლოდ ერთი საერთო ფიგურა აერთიანებს — ბატონი Mohamed Alabbar, თუმცა იურიდიულად ისინი სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურებია. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედია ამ ფაქტს იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში შექმნას ცრუ წარმოდგენა, თითქოს საქართველოში ინვესტიციებს ახორცირლებს ემირატების სახელმწიფო ფონდი და ემირატების მთავრობა.
ეს არის სიცრუე, რომელიც არა მხოლოდ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, არამედ აზიანებს Emaar Properties-ისა და ემირატების სახელმწიფოს რეპუტაციას, რადგან მათი სახელი გამოიყენება პოლიტიკური პროპაგანდისა და შიდა პოპულისტური მიზნებისთვის, ასევე კომერციული რეკლამისათვის. გთხოვთ, როგორც ემირატების სახელმწიფო სტრუქტურამ და პასუხისმგებელმა კომპანიამ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგათ იმისათვის, რომ შეჩერდეს თქვენი სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენება საქართველოში და გავრცელდეს ოფიციალური განმარტება ამ საკითხზე. მიგვაჩნია, რომ დროული და ღია პოზიცია დაიცავს როგორც Emaar Properties-ის, ისე ემირატების სახელმწიფოს რეპუტაციას და შეაჩერებს ცრუ პროპაგანდას, რომელსაც მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს". |
| |
|
|
|
|
 |
05 ნოემბერი 2025 უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა იმ ტრაგიკომედიაში მონაწილეობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ხდება - თინა ბოკუჩავა „ნონსენსია, რეჟიმი პარტიას გაუქმებით ემუქრებოდეს, ამ დროს შენ საკრებულოებში ერთი და ორი ადამიანით ძალაუფლების გამოგლეჯაზე საუბრობდე. თუმცა, მე სხვა პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ჩვენ უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას. ეს პროცესი წინსწრებით განსაზღვრული პროცესია ანუ ტრაგიკომედიის ფინალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, რომელიც რეალურად არა რომელიმე პარტიის გაუქმებაზე, არამედ დემოკრატიის, თავისუფალი სივრცის გაუქმებაზეა ორიენტირებული, სამწუხაროდ ნათელია. საკონსტიტუციო სასამართლო ისეთივე მორჩილია, ერთეული მოსამართლეების გამოკლებით, როგორც ყველა სხვა ინსტანციის სასამართლო, მაგრამ, ფორმალურად მაინც მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში, სიმართლის დასაფიქსირებლად და ისტორიისთვის, რომ დარჩეს საქართველოს უახლეს ისტორიას, უახლოეს დღეებში განვსაზღვრავთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. |
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
04 ნოემბერი 2025 მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული თვის მანძილზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, ჩადის, კოტ დ’იუარის, რუმინეთის, რუსეთის, ნიგერიისა და სხვა ქვეყნების, ჯამში, 121 მოქალაქე.
მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. |
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
 |
10 ნოემბერი 2025 მონსტრი აქციეთ კლოუნად, ასე იწყება ჩამოშლა - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "გადით რუსთაველზე. როცა დაიღლებით, როცა მოგბეზრდებათ, როცა დეპრესია შემოგიტევთ, მაშინ ადექით და გადით რუსთაველზე. ნუ უყურებთ ამას როგორც საქმეს, როგორც ვალდებულებას. გაერთეთ ამით, იკაიფეთ. შეხედეთ რუკას, ნახეთ ვინ გებრძვით და ვერ გაჩერებთ. როგორ შეიძლება ამით ვერ იკაიფოთ? შეხედეთ, რა დღეში არიან. ყველაფერი აქვთ - თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება, ფული, დაქირავებული კუნთები და რას დაემსგავსნენ? პირბადეებს დასდევენ. მეტყველების უნარზე უარი თქვეს. ყოველ დღე უფრო სასაცილოები ხდებიან. ნუ ბრაზდებით ამაზე. იცინეთ, გაერთეთ, იკაიფეთ. მონსტრი აქციეთ კლოუნად. ასე იწყება ჩამოშლა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება. |
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
26 აგვისტო 2025 ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
| |
|
|
|
|
| |
|
| ვიდეოები |
| ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია |
 |
 |
|
|