მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 29 აგვისტო 2019
    რომან გოცირიძე - საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუდმივი მცოცავი ოკუპაციის გამო
    „საქართველოს მთავრობას არასოდეს მოუთხოვია რუსეთისთვის სანქციების დაწესება განსხვავებით უკრაინის შემთხვევისგან, როცა უკრაინამ არათუ მოითხოვა, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთს სანქცია აქვს დაწესებული. თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოითხოვა, მაშინ რუსეთის დასჯას სხვები რატომ მოინდომებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2019
    ამერიკელი სენატორები - პუტინის დიდ შვიდიანში დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა
    „მავნე ზეგავლენა აშშ-ის 2016 და 2018 წლის არჩევნებში, მათ შორის სისტემატური ჩარევის მცდელობა. მავნე ზეგავლენა ევროპაში აშშ-ის უახლოეს მოკავშირეებზე, ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთის მიწაზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება, ავტორიტარული მთავრობების სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის ასადისა და მადუროს რეჟიმების, უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების ფართოდ გავრცელებულ დევნა – ამ მიზეზების გამო, ვლადიმირ პუტინი არავითარი პირობებით არ უნდა დაუშვან დიდ შვიდიანში, სანამ რუსეთის მთავრობა არ მოახდენს დემონსტრირებას, რომ მზად არის, მოიქცეს პასუხისმგებლიანად როგორც შინ, ისე გარეთ“, – ნათქვამია წერილში.
    სრულად>>
  • 03 ივლისი 2019
    12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა
    ივნისის მონაცემებით, 12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითაა გამოქვეყნებული. რაოდენობრივად, ყველაზე დიდი ზრდა საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა. თუ 2018 წლის ივნისში საქართველოში ამ ქვეყნიდან 4 697 ვიზიტი შედგა, წელს რაოდენობა 10 697-მდე გაიზარდა (+127.7 პროცენტი).
    სრულად>>
  • 01 ივლისი 2019
    გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები პირადობის მოწმობის მიღებას დღეიდან 2020 წლის პირველ ნოემბრამდე უფასოდ შეძლებენ
    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე, სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში, აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.
    სრულად>>
  • 19 ივნისი 2019
    საპატრიარქო - ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან
    ​„ბოლო დროს ე.წ. ლგბტ პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან".
    სრულად>>
  • 13 ივნისი 2019
    "წუნწურა წყარო"
    "არა, მეგობარო. რაც ამ სოფელში წინაპართა ენა, ქართული დავკარგეთ, თბილისთან ძველი კავშირებიც გაწყდა. ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც ჩვენს თავს დატრიალდა, მაგრამ ეს ამ სოფლელების რა ბრალია? ჩვენ ხომ მიგვატოვეს?, - რიტორიკულ კითხვაზე პასუხი არ მქონია. - ერთადერთი, როდესაც ჩვენებურებს შავი სამუშაოსგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ და ექიმი დასჭირდებათ, პირდაპირ თბილისში მოდიან; რადგან მთელ დედამიწისზურგზე, უსიტყვოდ, მხოლოდ ქართველ მკურნალებს ენდობიანო, - ესეც დაამატა".
    სრულად>>
  • 11 ივნისი 2019
    თბილისში ჰაერის მდგომარეობა 2018 წელთან შედარებით გაუარესებულია
    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სრული სიმკაცრით ამოქმედდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, აიკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება კატალიზატორის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის გზისპირა კონტროლი სპეციალური აპარატურით მოხდეს. რაც შეეხება საწვავს, კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემას დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებიც წარმოადგენს.
    სრულად>>
  • 03 ივნისი 2019
    მთავრობა პენსიის გაზრდას გეგმავს
    დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019-2020 წლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა. კერძოდ, 2019 წელს, ამ მიზნით დამატებით გათვალისწინებულია 200 მლნ ლარი, ხოლო 2020 წელს – 400 მლნ ლარი. საქართველოში პენსია 2019 წელს 20 ლარით გაიზარდა, 2020 წელს კი – პენსიის ზრდა ასევე 20 ლარით იგეგმება.
    სრულად>>
  • 30 მაისი 2019
    „არათუ თავისუფლებაზე, ციხეშიც აღარავის ვჭირდებით“
    ცნობილია, რომ ხშირად მოძალადე თვითონაც არის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ იკვრება მანკიერი წრე, რისგანაც თავის დაღწევა რთულია. სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, რათა საზოგადოებას ნორმალური მომავალი ჰქონდეს.
    სრულად>>
  • 26 მაისი 2019
    ვფიცავ! - 463-მა რეკრუტმა და წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო
    თბილისის გარდა (288 რეკრუტი) ფიცი დადეს ხუთ ადგილზე 175-მა რეკრუტმა და წვევამდელმა; ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში – ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში – გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).
    სრულად>>
  • 22 მაისი 2019
    ვეტერანი ბესიკ მაისურაძე - ფუფუნებას არ ვითხოვ, მომცენ ის, რაც მეკუთვნის
    "სახელმწიფომ ჩვენი გულისტკივილი ახლოს უნდა მიიტანოს და ყურადღება მოგვაქციოს. ცოტა ხნით ქვეყნის გარეთ ვიყავი გასული და ვნახე იქ ომის ვეტერანი როგორ ცხოვრობს, ხელის გულზე ატარებენ. იქ რომ ვთქვი ვეტერანი ვარო, აქ რა გინდაო, პირდაპირ მომაჯახეს. შემრცხვა ამის გამო. 13 წელიწადი და 8 თვე ვიმსახურე, ვატარე ფორმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ნებისმიერ დროს ქვეყანას რომ დასჭირდეს, მზად ვარ; მაქვს შესაძლებლობა და ენერგია, გამოცდილება და პრაქტიკაც რომ ქვეყანას ისევ მხარში დავუდგე".
    სრულად>>
  • 14 მაისი 2019
    ვეტერანთა საერთო საცხოვრებელში წყალი ჩამოდის!
    დათვალიერების შედეგად საჭირბოროტო საკითხთა წრე გამოიკვეთა, რომელიც დროულ გადაწყვეტას მოითხოვს. კერძოდ, შენობა დიდი ხნის გაურემონტებელი, ავარიულ მდგომარეობაშია, ბევრგან წყალი ჩამოდის და ოჯახებს, პატარა ბავშვებს სინესტეში უწევთ ცხოვრება, ზოგიერთი ბინა გამოკეტილია, როდესაც ბევრ ომის ვეტერანს დღემდე საკუთარი ჭერი არ აქვს და ა.შ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და უწყებამ ან საკუთარ თავზე უნდა აიღოს სათანადოდ მოვლა-პატრონობა, ან ტერიტორია გარდაბნის გამგეობას უნდა გადაეცეს, შესაბამისი ვალდებულებებით.
    სრულად>>
  • 11 მაისი 2019
    ლევან ჯუღელი - ფაშიზმის დამარცხებაში ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა
    ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორის, ლევან ჯუღელის ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს, ქერჩში, დივიზიის სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობდა. თუნდაც ამიტომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ყოველ წელს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სათანადო პატივი მიაგოს. ამბობს, რომ დღეს ქართველ ერს ისეთი კონსოლიდაცია სჭირდება, როგორც ეს გამარჯვების მორიგ წლისთავზე ხდება.
    სრულად>>
  • 10 მაისი 2019
    ვლადიმერ იმნაძე: ვეტერანები თავს საქართველოსთვის დებდნენ და არა საბჭოთა კავშირისთვის
    "მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების ბრწყინვალე დღეს ვულოცავ. ჩვენ ამ ხალხს ცხვირწინ დროშები კი არ უნდა ვუტრიალოთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ დღეს საერთოდ ვარსებობთ; რადგან თავის დროზე ფაშიზმს რომ გაემარჯვა, არ მგონია ბევრ ჩვენგანს მოღვაწეობის საშუალება ჰქონოდა. მეორეც, ყველაზე მეტად, რაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს და, საერთოდ, ვეტერანს აინტერესებს, ეს არის ყურადღება".
    სრულად>>
  • 10 მაისი 2019
    მაიზერ გელოვანი - სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია
    "უპირველესად, ისევ ამ ხალხს, ვეტერანებს სათანადო პატივი უნდა სცენ. შემდეგ ჩვენ, რათა მომავალმა თაობამ სამშობლოს დაცვის საქმისადმი რწმენა არ დაკარგოს. ისე კი არა, ჯარს რომ გაიგონებენ, მარტო იმას ცდილობენ თავი რით გამოიხსნან. სამხედრო სამსახურში ყველა სიხარულით უნდა მიდიოდეს, რადგან სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია. ხოლო ჯარში ისეთი სულისკვეთება და დისციპლინა უნდა სუფევდეს, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დაცვის გარდა სხვა ზედმეტი საფიქრალი არ ჰქონდეთ".
    სრულად>>
  • 09 მაისი 2019
    „საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - 9 მაისი ბოროტების დამარცხებასთან და სიკეთის გამარჯვებასთან ასოცირდება
    "ისევ და ისევ ამ ხალხის, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანთა შრომა და ღვაწლი არ უნდა დაიკარგოს, თითოეული ამ ადამიანის გმირობა უნდა გვახსოვეს და მოვუფრთხილდეთ; რათა ჩვენც მათ მიერ გაკვალული გზით ვიაროთ, მაგალითი ავიღოთ; ამ ხალხის მამოძრავებელი სულისკვეთება არ უნდა დავკარგოთ და მხოლოდ ამ გზით გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს".
    სრულად>>
  • 06 მაისი 2019
    ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გაზრდა იგეგმება
    წლის ბოლომდე, ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000-მდე კამერა ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადა, სადაც გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების რიგით მეხუთე კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ნინო ჯავახაძის განცხადებით, ასევე გაიზრდება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
    სრულად>>
  • 01 მაისი 2019
    საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
    "ჩვენთვის წინაპრების სისხლით გაპოხიერებული თითოეული მტკაველი მიწა წმინდაა და, მითუმეტეს, თუ ეს წმინდა ბერების საძვლეა. ამიტომ სასწრაფოდ გადასაწყვეტია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, მის მიმდებარედ ქართული მიწების არასწორად ინტერპრეტირების საკითხი. ასევე, ორივე მხარის კომისიებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ სხვა, სამწუხაროდ, ჯერაც დაუკანონებელი სასაზღვრო ტერიტორიებთან დაკავშირებით".
    სრულად>>
  • 30 აპრილი 2019
    პანკისის ხეობის სახალხო კრება - გვჯერა, ხელისუფლება გააგრძელებს გონიერ პოლიტიკას და არ დაუშვებს პროცესების შემდგომ გამწვავებას
    "რაოდენ დიდი კრიტიკაც არ უნდა გვქონდეს 21 აპრილის წინარე პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხს და მასთან დაკავშირებულ პოლიციის გაუმართლებელ ქმედებებს შეეხება, ჩვენ ცალსახად მიუღებლად და დაუშვებლად მივიჩნევთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის ძალადობრივი ფორმების გამოყენებას და როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს, ღრმად გვჯერა, რომ თითოეული მოქალაქის უმთავრეს საზრუნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს".
    სრულად>>
  • 24 აპრილი 2019
    სისტემური პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში - სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილი
    ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, დღევანდელი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილია. სხვა რა შეიძლება ეწოდოს არსებულ რეალობას, როდესაც უამრავი ადამიანი აუცილებელ სამედიცინო სერვისებს მოკლებულია. სახალხო დამცველის ფსიქიატრიულებში „ცეცხლსაქრობით“ სირბილი და არასამთავრობოების „მინიფესტები“ საქმეს ვერ შველის, განგაშის ზარები შემოსაკრავია.
    სრულად>>
  • 17 აპრილი 2019
    პოლიტიკური პოლარიზაცია ჩვენებურად, ანუ იცხოვრე საინტერესო დროში
    უცნაური ჩინური წყევლა არსებობს - საინტერესო დროში იცხოვრეო. უკვე 30 წელია საქართველოს მოსახლეობა ამგვარი კრულვის მსხვერპლია. პერმანენტულად დედის გინებამდე მისული (დღესაც ამ კონდიციაში ვიმყოფებით) პოლიტიკური პოლარიზაცია, სასიკვდილო რეალობის მკვებავი ძარღვია. ხშირად განწირული ადამიანები საზვარგარეთ გარბიან, რადგან შეუძლებელია ბორბალში ერთი და იმავე წრეზე ტრიალი.
    სრულად>>
  • 04 აპრილი 2019
    ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
    არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოში 2 ათასზე მეტი ბავშვი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს. მთლიანობაში, ასაკისთვის შეუსაბამო ფიზიკურ სამუშაოზე გარეთ გასული პატარების რიცხვი 5 ათასამდეა. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ნებისმიერი საზოგადოების განვითარების დონე იმით იზომება, თუ როგორ ზრუნავს ის ბავშვებსა და მოხუცებზე, - ამ მხრივ, რა ნიშნული უკავია ქართულ საზოგადოებას?
    სრულად>>
  • 28 მარტი 2019
    ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი - ქართველებს იავნანას ვეღარავინ გაგვაწყვეტინებს!
    აშშ-ში მოღვაწე ჟურნალისტისა და რეჟისორ-სცენარისტის, ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის მუსიკალურ კლიპში ქართველი ემიგრანტის ემოციებია გადმოცემული. მთავარი გმირი სამშობლოსგან შორსაა, მაგრამ ფიქრებით, სულითა და გულით საქართველოშია. ამიტომ სურს მხოლოდ ქართული მელოდია ისმინოს. როცა ნიუ იორკის ცათამბჯენებს უყურებს, თვალწინ მშობლიური ეკლესიებისა და მონასტრების ხატება წამოიმართება. მის ნაღვლიან თვალებში მონატრებას და სევდას ადვილად ამოიკითხავთ.
    სრულად>>
  • 20 მარტი 2019
    ირაკლი სესიაშვილი - ჩემი საკანონმდებლო ინიციატივა შეღავათს ყველა კონფესიისთვის აუქმებს
    „ეს ასე არ არის, რომ მღვდელი ხარ და არიქა, ახლა ანაფორა უნდა გაგხადო და ავტომატი დაგაჭერინო. მათ შეუძლიათ, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ისარგებლონ ისევე, როგორც ყველა იმ ქვეყანაშია, სადაც გაწვევის სისტემა არსებობს და ჩვეულებრივად მოხდება მათი რეკრუტირება ალტერნატიულ შრომით სამსახურში. ეს უფლება არა თუ რელიგიური ორგანიზაციისთვის, მათ შორის, ნებისმიერი მოქალაქისთვის არსებობს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
    სრულად>>
 
სიახლეები
11 თებერვალი 2019
"შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არის"
„წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ექვს რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი, რის გამოც, ბავშვები ვერ იღებენ სასმელი წყლის საჭირო რაოდენობას, რაც სწავლის განმავლობაში უნდა მიიღონ. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებში. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისა და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. აღნიშნული მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ დასწრებას”.
   
11 თებერვალი 2019
სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 14 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. უწყების ცნობით, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
   
10 თებერვალი 2019
„როდესაც სასულიერო პირის ზიარებისთვის გვიწევს ამ ფორმით მოთხოვნა, ეს არის სამარცხვინო"
„როდესაც სასულიერო პირის ზიარებისთვის გვიწევს ამ ფორმით მოთხოვნა ეს არის სამარცხვინო და სამწუხარო. სამწუხაროა საქართველოს საპატრიარქოს ქმედება. ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ ზიარებას რადგანაც ელემენტარული განცხადება გააკეთეს და ეს განცხადება ნიშნავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. როდესაც ჩემი ძმა დააპატიმრეს პროკურატურა თხოვდა ჩემ ძმას რომ ეღიარებინა ეს დანაშაული და დაებრალებინა მეუფე დიმიტრიზე და სოსო ოხანაშვილზე ვითომდა ეს ორი ადამიანი არის დამკვეთი. ამის შემდეგ გამოდის ახლა მეუფე იაკობი და იგივეს ითხოვს. ითხოვს აბსურდულ აღიარებას,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
   
10 თებერვალი 2019
"კულტურულ საზოგადოებას შეუძლია, კანონის ჩარჩოებში შეცვალოს პოლიტიკა"
„კულტურული საზოგადოება, საზოგადოება, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში დაიცვა, შექმნა, განავითარა ქართული სახელმწიფო, მოახერხებს იმასაც, რომ ასევე კულტურულ ვითარებაში, კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით შეცვალოს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად თავისი პოლიტიკური წესრიგი ქვეყანაში. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს საარჩევნო პროცესს, ითვალისწინებს მანიფესტაციურ მეთოდს, ითვალისწინებს ყველა მეთოდს, რომელიც შეგნებულმა და ცივილიზებულმა კაცობრიობამ გამოიმუშავა, რათა მოქალაქეები, პოლიტიკოსები აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს და თავიანთ პოლიტიკურ სიტყვას ამბობდნენ ისე, როგორც საჭიროა“, – ამბობს მაჭუტაძე.
   
10 თებერვალი 2019
"მას შემდეგ, რაც ძმას ფიზიკურად გაუსწორდა და სახლიდან გააგდო, მამაკაცმა კარი გადაკეტა და ძმისშვილი მოკლა"
ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, გუშინ ის ძმამ და მეზობლებმა თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ადგილების უქონლობის გამო, საავადმყოფოში არ მიიღეს. მათივე ცნობით, მოგვიანებით მამაკაცი ოჯახმა სხვა საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც დამამშვიდებელი საშუალება მისცეს.
   
09 თებერვალი 2019
"17 000-ზე მეტ სტუდენტს სტატუსი ფინანსური პრობლემების გამო აქვს შეჩერებული"
„2011-2012-ში, როდესაც მე ვიყავი განათლების მინისტრი, სამინისტროსგან ტარდებოდა მიტინგები, ტარდებოდა საპროტესტო აქციები იმის გამო, რომ იყო 4 ათასი სტუდენტი, რომელსაც შეუჩერდა სტატუსი 2011-ში, გადაუხდელობის გამო. ახლა საქართველოში არის, დაახლოებით, 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. ეს ინფორმაცია არის ნებაყოფლობითი. ანუ სტუდენტს, რომელსაც უჩერდება სტატუსი, მას აქვს უფლება თქვას, ან არ თქვას, რის გამო შეუჩერდა მას სტატუსი. 17 ათასი პირდაპირ ამბობს, რომ ფული არ აქვს,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
   
08 თებერვალი 2019
საგარეო სამინისტრო - უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი
უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი“ (ID) ბარათებით გამგზავრებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. „2019 წლის 1-ელ მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება „აიდი“ ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
   
08 თებერვალი 2019
"პირველი არხის" თანამშრომელს მარიამ ჭელიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის დახმარება სჭირდება
"პირველი არხის" თანამშრომელს, ჩვენს მეგობარსა და კოლეგას მარიამ ჭელიძეს დახმარება სჭირდება. მარიამი რამდენიმე წელია, ებრძვის მძიმე დაავადებას. ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიამს აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი, რისთვისაც საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ოპერაციისთვის საჭიროა 7500 დოლარი. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ ანგარიშის ნომერზე – GE96TB7722645061600017, მიმღები მარიკა ჭელიძე.
   
08 თებერვალი 2019
შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის
"მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო საათების რაოდენობა დღეიდან გაიზრდება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე – 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30 საათიდან 18:00 საათამდე. 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული C,D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ ექვსი თვით გაახანგრძლივა".
   
07 თებერვალი 2019
"კანონისა და მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, ჰესების მშენებლობა გრძელდება"
„ხელისუფლების ცვლილება არაფერს ნიშნავს, კატეგორიული მოწინააღმდეგეები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს კორუფციულ აუზად. სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას იმას, როცა მიუხედავად დაპირებისა, საქართველოში გრძელდება კანონისა და მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, ჰესების მშენებლობა. დღეს შევიკრიბეთ, რათა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან მივითხოვოთ, ნუ გახდებიან თანამონაწილეები იძულებით ჰესების მშენებლობის პროექტებისა. ვაპირებთ კანცელარიასთან გადანაცვლებას და იქ უკვე ხელისუფლებისგან მოვითხოვთ აღნიშნული პროცესის შეჩერებას, რადგან ეს ყველაფერი არ ჩაივლის უმტკივნეულოდ, მათ არ გაუვათ ძალადობა საკუთარ მოსახლეობაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, პანკისში, სვანეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში”,-განაცხადა ჩხარტიშვილმა.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სტატიები
11 მარტი 2019
მეფეს დედოფალი უჩივის
ბაგრატიონების სამეფო კარის თამაშები - მეფეს დედოფალი უჩივის. ყოფილ სიძეს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს. საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად სამეფო ოჯახის დაპირისპირებას საქალაქო სასამართლო განიხილავს. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან. საქმის სირთულიდან გამომდინარე მას საქალაქო სასამართლოში სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება.
   
06 მარტი 2019
გიგი უგულავა პროკურორებსა და მოსამართლეებს - გაინტერესებდათ, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში?
„ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში. მცირე მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. 2014 5 ივლისია. „კაპეზედან“ სასამართლოში მიმიყვანეს. პროკურორი ჯერანაშვილი გირაოს დამძიმებას და წინასწარ პატიმრობას ითხოვს, მაგრამ ფორმალური საფუძველი ვერ გამონახა. უცებ საქაღალდიდან აძრობს რაღაც ფურცელს და ამბობს – ესაა მუქარის წერილი, რომელიც უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეს (რიჟა) ლონდონში „შავი კაცის“ მეშვეობით გადასცა. გაოგნდა ყველა. ბრიტანეთის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში მოვითხოვეთ გამოძიება“, – წერს უგულავა.
   
05 მარტი 2019
იოჰანეს ჰანი - საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ
„მითხრეს, რომ რადგან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვენს ტერიტორიაზე 600 ათასი ადამიანი შემოვიდა და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს თავისთავად გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ, თქვენი შესაძლებლობები მედიის წარმომადგენლებმა გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
   
02 მარტი 2019
ქვეყანა კორპორატიული წესებით იმართება?
„ქვეყანა იმართება კორპორატიულად, კორპორატიული წესების მიხედვით, რასაც ქართველი ხალხის მენტალიტეტი ვერასდროს ვერ შეეგუება და ვერასდროს ვერ მოვა თანხვედრაში. კორპორატიული მმართველობა იყო სააკაშვილის დროს, როდესაც ყველაფერი თავს იყრიდა ერთ უზენაეს პიროვნებასთან, სააკაშვილთან“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ პარტიის საერთო ჩატში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოდიოდა მესიჯები, რომელთა ავტორიც დღემდე არ იცის, ვინ იყო. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა პარლამენტში 2016 წლის შემდეგ დამკვიდრდა.
   
 
პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია