მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თურქული „ზირაათბანკი“ და „იშბანკი“ არღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სძინავს ეროვნულ ბანკს - რომან გოცირიძე - 22 დეკემბერი 2020

„როგორც კი რუსეთის VTB ბანკმა გადაწყვიტა სოხუმში საკუთარი ბანკომატის გახსნა, დავურეკე მოსკოვში მათ ხელმძღვანელობას და გავაფრთხილე, რომ ამას მოყვებოდა თბილისში მათი ბანკისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა.

მას შემდეგ გავიდა 14 წელიწადი და აფხაზეთში ამ ბანკის ჭაჭანებაც არაა.

ახლა გაირკვა, რომ თურმე თურქული „იშბანკი“ და „ზირაათბანკი“ ( ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბანკია) თანამშრომლობენ აფხაზეთთან, ასევე სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, რუსეთის ბანკებიც.

სძინავს ეროვნულ ბანკს.

როგორც კი მსგავსი ფაქტების შესახებ შევიტყობდით, მომენტალურად საქმის კურსში ვაყენებდით FATF-ს( შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია). ნახოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ჩემი წერილების ასლები და იმოქმედოს როგორც საჭიროა.

სამწუხაროდ, ეს საქმე მიუშვიათ ძალიან.

* * *

თურქული „ზირაათბანკი“ და „იშბანკი“ არღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამ ბანკებს აქვთ საკუთარი ფილიალები საქართველოში. ზემოთაღნიშნული ფაქტი შეიძლება გახდეს საქართველოში მათი საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.

საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ბანკები თანამშრომლობენ აფხაზეთის ანგარიშწორების სისტემასთან „აპრა“. თურქული ბანკების  ტერმინალებში და ბანკომატებში ხდება ამ სისტემის მიერ გამოშვებული პლასტიკური ბარათების მომსახურება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება ამ არამეგობრულ და კანონსაწინააღმდეგო ფაქტზე“, - წერს რომან გოცირიძე (ენმ) „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE