მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სენი, რომელიც წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში“ - 02 ივნისი 2021

„ლელო“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის"  ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა იმ საქმეს შეისწავლის , რომელიც თაროზეა შემოდებული.

"ქვეყანაშიქართული ოცნებისპირობებში ნეპოტიზმი და კორუფცია მძლავრად არის ფესვებგადგმული. ეს არის სენი, რომელიც ქვეყნის წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში, ხელს უშლის დრამატულად ინვესტიციის შემოდინებას ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივით შევდივართ.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, დეპუტატებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ კანონპროექტის ფორმირებაში და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს და მინდა გითხრათ აქვე, რომლელო - პარტნიორობა საქართველოსთვისგამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზე შემოდებული და საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ველოდებით პარლამენტში ოპოზიციური პარტიის შემოსვლას და ეს იქნება ბრძოლა, რომელსაც მივიყვანთ გამარჯვებამდე", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, ფრაქციამ დღეს შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა, - აღნიშნულია „ტვ პირველის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია