მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი - ჯანდაცვის სამინისტრო - 20 აგვისტო 2021

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერისვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00 საათამდე;

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00 საათამდე შესვენების გარეშე;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე შესვენების გარეშე;

ექსპრეს მედიქალ სერვისითბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ასტრაზენეკათი“, „ფაიზერით“, „სინოფარმითადასინოვაკით“. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30 საათამდე;

სავაჭრო ცენტრილილო მოლი“ (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელიასინოფარმისვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00 სთ.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერისვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკითადასინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „სინოფარმითადასინოვაკით“. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. მისივე თქმით, დღეს აუცილებელია, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები მაქსიმალურად იყოს აღსრულებული.

თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ გარკვეულწილად, ქვეყანაში ეპდვითარების მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება.

ჯერჯერობით, მთავარია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ახალი შემთხვევების ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ამ ციფრების საფუძველზე გარკვეულწილად იკვეთება მცირედი სტაბილიზაციის სურათი. ამდენად, მთავარია, აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია