მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრემიერობა იმაზე სწრაფად შეიძლება დასრულდეს, ვიდრე თავად წარმოუდგენია, ეს სერიალიც ნანახი გვაქვს - კახაბერ ქემოკლიძე - 26 აგვისტო 2021

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას „ფეისბუქ“ პოსტის მეშვეობით პასუხობს.

ქემოკლიძის თქმით, ღარიბაშვილს ურჩევს, ფუჭი კომენტარების კეთების ნაცვლად, კოვიდ მენეჯმენტით დაკავდეს და საქმეს მიხედოს.

მოვისმინე პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება და უნდა ვთქვა, რომ არ გაუმართლა - პრემიერსკომენტარის დაწერა გადავწვიტე.

1. გახარია 2013 წელს ჩამოვიდა და 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიაო. -ნი კობახიძე, -ნი მდინარაძე და სხვები (მაშინდელ ენმ-ის წევრებზე აღარ ვსაუბრობ დღეს რომ ლურჯი მაისურები აცვიათ ამაყად) ალბათ 2011-2012 წელს განსაკუთრებით იბრძოდნენღდო“- (ღრმა დაშიფვრის ოფიცერი) სტატუსით ხომ, რადგან ასევე არსად ჩანდნენ?! ეს ისე რიტორიკულად.

2. ესეიგი გახარიამ კლუბების, პანკისის და გავრილოვის ოპერაციების მართვისას შეცდომები დაუშვა და ამის გამოქართულმა ოცნებამდიდი ფასი გადაიხადაო. ამას იძახიან იმ ადამიანზე, რომელმაც მთელიქართული ოცნებისლაფი (თავისი ნარკოტიკებით დაღუპული ახალგაზრდებით, პანკისში მოუმზადებლად შესული სამშენებლო კომპანიით, გავრილოვის ჩამოყვანითა და სპიკერის სკამზეხვევნა-კოცნა მტლაში-მტლუშით“) ტანზე შეიზილა, სახეზე წაისვა, ერთი აუგი სიტყვა არავიზე დასდცენია და ყველაფერი საკუთარ პასუხისმგებლობად აიღო

3. გახარიამ გუნდს და სახელმწიფოს უღალატა კრიტიკულ მომენტშიო. რომელ მომენტზე საუბრობს -ნი პრემიერი იცით? -ნი მელიას დაკავებაზე, რომელიც 6 კვირის თავზე, მთავრობის უგუნურების, არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური პროცესების მართვის ელემენტარული ცოდნის არ ქონის გამო, ციხიდან გამოუშვეს, მოაყოლებინეს -ნი რურუა, ორივეს სამუდამო პოლიტიკური ჯავშანჟილეტები ჩააცვეს, საქართველო, როგორც ქვეყანა მსოფლიო დონეზე სამარცხვინო ტალახში აგორავეს, სახელმწიფო ინტერესები პირდაპირ გადათელეს, დაშლილ-დაქუცმაცებული მაშინდელი ოპოზიცია გააერთიანეს, ახალი სიცოცხლე ჩაბერეს, ევროკავშირის 27 ქვეყნის პრეზიდენტი, მათი და აშშ-ის ელჩი 6 თვე აწვალეს, წერტილ-მძიმე ასწორებინეს, 43 %-ის ზღვარი გაიფორმეს, პარტნიორებს ტაში აკვრევინეს, ოპოზიცია პარლამენტში შეაყვანინეს და შემდეგგადააგდეს“… აი ამ ყველაფერზე ითქვა, რომ გახარიამ თურმეგუნდს და სახელმწიფოს უღალატაო“. იმ გუნდს თან, რომელიც იმ ღამეს 4 000 ღირსეულ პოლიციელს შენობაში საჩხუბრად გამზადებულ 650 ოპოზიციონერს უგზავნიდა, რათა კიდევ უფრო მწარედ შერცხვენილიყო ეს ქვეყანა და კიდევ უფრო სწრაფად დავმსგავსებულიყავით იმათ, ვისაც ძლივს ჩამოვშორდით.

4. გახარია წინა დღეებში თავად ემხრობოდა მელიას დაჭერასო. ეს კი მართალი თქვა ბატონმა პრემიერმა, ოღონდ ის აღარ დაუმატებია, რომ „ჭკვიანურად დაჭერას“ ემხრობოდა, რათა ეს ისედაც კრიზისებში ჩაფლული ქვეყანა კიდევ უფრო არ დაეზიანებინა, როგორც თავად გააკეთეს საბოლოო ჯამში. იმით აღარ გავაგრძელებ თავად ბ-ნი ღარიბაშვილი რას ემხრობოდა წინაა დღეებში…..

5. ყოფილმა თავმჯდომარემ გახარიას დაარქვა მოღალატის სახელიო. აქ მგონია რომ ორი რამ დაავიწყდა - პრემიერს: 1. თავის დროზე მაშინდელმა მოქმედმა თავჯდომარემ მის გადადგომასაც დაარქვა სახელი და 2. სჯობს პატიულადმოღალატედაგარქვან (როგორც თავის დროზე კომუნისტები აკეთებდნენ), ვიდრე სახელმწიფოს, მისი ინტერესების, ღირებულებების და ღირსების ღალატის იარლიკით იცხოვრო…!

6. „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნდობის მანდატი დაგვიტოვა ჩვენ, „ქართულ ოცნებასო“. არ მოგესმათ, მართლა ასე თქვა. მგონი ბატონ პრემიერს მართლაც დაავიწყდა, რომქართული ოცნებისმხარდამჭერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნდობის მანდატი დაუტოვა ორ ადამიანს: - ივანიშვილს (მაშინდელ პარტიის თავჯდომარეს/დამფუძნებელს) და - გახარიას (პრემიერობის კანდიდატს და სიის პირველ ნომერს). ეს წინადადება პასუხია კითხვაზეთუ როდის გაიმართება საპარლამენტო არჩევნებიც, რადგან, ხალხი იმაზე გონიერი და ბრძენია, ვიდრე - ღარიბაშვილს წარმოუდგენია;

7. სამეგრელოში დადიან გახარიას პარტიის წევრები და სხვადასხვა რამეს იძახიან ჩვენთან თანამშრომლობაზეო. ეტყობა, -მა ღარიბაშვილმა ჯერ არ იცის (ან იცის და გვიმალავს) სამეგრელოშიქართული ოცნებისწარმომადგენლები რას იძახიან?! –„გახარია კარგია, ისევქართული ოცნებისწევრია და იქნებ შემოხაზოთ 41 ნომერიო,

8. და ბოლოს, last but not least - ღარიბაშვილს, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ფუჭი კომენტარების კეთების ნაცვლად ვურჩევდი, რომ სრულადჩაფლავებული“ (1-26 აგვისტოს პერიოდში 1208 ადამიანი რომ გარდაგვეცვალა), კოვიდ მენეჯმენტით დაკავდეს, გახარიას კომპლექსი რამენაირად დაძლიოს და საქმეს მიხედოს, რადგან პრემიერობა იმაზე სწრაფად შეიძლება დასრულდეს, ვიდრე თავად წარმოუდგენია. ეს სერიალიც ნანახი გვაქვს…!“, – წერს კახაბერ ქემოკლიძე.

2012 წლის პირველ ოქტომბერს გიორგი გახარიას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი; ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს, ისევე, როგორც მთელი გუნდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარტვილში, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას მმართველობის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რომლებიც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა. ძალიან ბევრი წარუმატებელი ოპერაცია იყო, თუნდაც კლუბების, შემდეგ პანკისის, შემდეგგავრილოვის ღამისმართვა, რაშიცქართულმა ოცნებამძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ეს ყველაფერი ჩვენს და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე განხორციელდა. ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა, პანდემიის დროს მთელი მთავრობა იყო ჩართული და მას, საპარლამენტო გუნდთან ერთად, მთელი პარტია მაქსიმალურად ვაძლიერებდით, როცა ერთ-ერთი კრიტიკული დრო დადგა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი გუნდის ფარგლებში. ამას სახელი დაარქვა პარტიის დამფუძნებელმა, პირდაპირ უნდა ითქვას, მან ღალატი ჩაიდინა. ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოსა და ჩვენი გუნდის წინაშე. მან უღალატა ჩვენს გუნდს, პირველ რიგში, უღალატა სახელმწიფოს, რადგან ქვეყანა ასეთ დროს პირდაპირ მიატოვა. მსოფლიო ისტორიაში ალბათ ანალოგი არ მოიძებნება, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავგასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, მაშინ, როდესაც წინა დღეს და წინა საათებში დაჟინებით თავად ითხოვდა მის დაკავებას. ამის გამო ადამიანმა მიატოვოს და შუა ოპერაციის დროს სისტემა დააყენოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე, რა თქმა უნდა, არის ღალატი, პირველ რიგში სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულის შემდეგ გიორგი გახარია გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩენას აპირებდა.

სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ ის და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სრული სიცრუეა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ მეორე ვერსია გაავრცელა, თითქოს შესაძლო კოალიციაშიქართული ოცნებაპარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კითხვას ვუსვამ ნებისმიერ მოქალაქეს, კაცი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ, კრიტიკულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით თავად ანგრევს ნდობას, რომელიც რვა წელი ერთად ვაშენეთ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ჩვეულებრივმა ადამიანებმა. რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ მეგრელები. ჩვენ არაერთი ღალატის პრეცედენტი გვინახავს, ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და აღარ მინდა, სხვა გვარები ჩამოვთვალო. ამ შემთხვევაში მართლაც რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, სიცხადე შემოვიტანო და ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ეს არის ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია