მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სააკაშვილის გათავისუფლება იქნება დროის საკითხი“ - 29 სექტემბერი 2021

მიხეილ სააკაშვილს მისი სურვილის შემთხვევაში, ვერავინ შეუზღუდავს ქვეყანაში დაბრუნებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაია ამბობს, რომ არ ჰგონია, სააკაშვილის ჩამოსვლამ ქვეყანაში დაძაბულობა გამოიწვიოს.

მას აქვს უფლება, როგორი ფორმითაც შეარჩევს, ისე გამოხატოს მისი მხარდამჭერების და პოლიტიკური პარტიის მიმართ თანადგომა. მან გადაწყვიტა, მშვიდობიანი გზით საჯაროდ ჩამოვიდეს ქვეყანაში, შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს დაძაბულობას. მიზანია, გაამხნევოს საკუთარი ამომრჩეველი, რადგან ჩვენ გვაქვს 2020 წლის საარჩევნო გამოცდილება, სადაცქართულმა ოცნებამყველა სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენა, რათა მიეღო ის შედეგი, რაც მიიღო. არ ვიცი, სცენარი როგორ განვითარდება, ძალიან რთულიაქართული ოცნებისპროგნოზირება. ვინმეს გაუკვირდა, რომ ღარიბაშვილი ადამიანების დაპატიმრებით დაიმუქრებოდა? ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ არის, კითხვები აღარ არსებობს არსად მსოფლიოში. „ქართული ოცნებასააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, მოუწევს პასუხის გაცემა, არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. მერწმუნეთ, ამ შეკითხვებს ის პასუხს ვერ გასცემს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება დროის საკითხი იქნება.

„უამრავი კითხვის დონეზე შეფასებები გავიგეთ. თურმე არ ჩამოვა თვითმფრინავით, ეს მანევრია და სადღაც საზღვრიდან შემოვა ან ხელისუფლება თურმე აპირებს, თვითმფრინავი დასვას სხვაგან. თუმცა ამათ მართლა ჭკუა არ მოეკითხებათ, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული საერთაშირისო სკანდალი. არა მხოლოდ სკანდალი, ეს არის საერთაშორისო დანაშაული. რუსეთში მართლა პუტინთან ხომ არ დასვამენ. დარჩა ერევანი და ტრაპიზონი, ამინდი რომ არ იყოს, 200 ადამიანს, მგზავრს, მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ რომ აყენებ, ეს იქნება წარმოუდგენელი.

საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ასევე გარეთ ყველამ იცის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ამ მოცემულობით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქნება ძალიან მოკლე ხნით. როდესაც საუბარია მის ჩამოსვლაზე და არჩევნების კონტექსტში, ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილება არის მოტივირებული წინასაარჩევნო გარემოებით. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა. ის პოლიტიკურად დევნილია და ამ 8-წლიანი უსამართლო დევნილობის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გადადგას ასეთი ნაბიჯი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროპარლამენტარმა  ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურესად საშიშ დონეს აღწევს და ასეთ გარემოში სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ სრულად მესმის სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია