მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა - 02 ოქტომბერი 2021

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

ფორმულასდაკვეთის ეგზიტპოლი ამერიკულმაედისონ რისერჩმა“ (Edison Research) ჩაატარა. ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების თანახმად, დედაქალაქის მერობის კანდიდატები კახა კალაძე – 43%; ნიკა მელია – 39%; გიორგი გახარია – 7%; ანა დოლიძე – 4%; ანა ბიბილაშვილი – 2%; გიორგი ლომია – 1%; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – 1%.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ – 46%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33%;  საქართველოსთვის“ – 6%; „ევროპული საქართველო“ – 2%; „გირჩიმეტი თავისუფლება“ – 2%; „ლელო“ – 2%; „მესამე ძალა“ – 1%;

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%.

ტელეკომპანიაიმედი“ – „გორბისმონაცემები 18:00 საათის მდგომარეობით, პარტიული რეიტინგი: „ქართული ოცნება“ – 47,6% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1%; „გიორგი გახარიასაქართველოსთვის“ – 6,8%; „ლელო“- 2,8%. „ლელო“ – 2,8%; „გირჩიმეტი თავისუფლება“ 2,8%; „ევროპული საქართველო“ – 2,6%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1,8%; „პატრიოტთა ალიანსი“- 1,6%; „მესამე ძალა“ – 1,3%; „მოქალაქეები“ -1%;

თბილისის მერობის კანდიდატები კახა კალაძე – 51,3%; ნიკა მელია – 34,6%; გიორგი გახარია – 5,6%; ანა დოლიძე 3,1%;  ანა ბიბილაშვილი – 2%; გიორგი ლომია – 1%; რიჩარდ ოგბუნუჯუ – 0.6; თამარ კეკელიძე – 0.2%; სხვა კანდიდატი – 1.6%.

გორბისეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი დედაქალაქში მდებარობდა. გამოკითხული რესპონდენტები შერჩეულნი იყვნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. სულ გამოიკითხა 11 000 ამომრჩეველი. შედეგების ცდლომილება 95%-იანი სანდოობით ვარირებს, +/-3.

მთავარმა არხმაეგზიტპოლები ფრანგულ კომპანია IPSOS-გლობალს დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემებით, პროპორციული სიით თბილისში პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 38.6%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 33%, „საქართველოსთვის“ – 7.6%, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ – 4.8%, „ლელო“ – 4%; „ხალხისთვის“ – 2%; „გირჩი“ – 1,6%; „მოქალაქეები“ – 1,1%; „ევროპული საქართველო“ – 1,0 %; „ლეიბორისტული პარტია“ – 1,0%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 0,9%; „მესამე ძალა“ – 0,8%.

ამასთან, ეგზიტპოლის მიხედვით, პირველ ადგილზეა ნიკა მელია – 40.8%, კახა კალაძე – 40.2%, გიორგი გახარია – 8.79%.

კვლევის ცდომილება +/-3 პროცენტია.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია