მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაპატიმრებული სააკაშვილი ზრდის პოლარიზაციის და ტემპერატურის ხარისხს - დავით ბაქრაძე - 05 ოქტომბერი 2021

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს აქვს ადამიანური და პოლიტიკური მხარე, – აცხადებს თემის კომენტირებისას „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ქვეყანაში პოლარიზაციის და ტემპერატურის ხარისხს.

რაც უნდა დიდი განსხვავებები ყოფილიყო ბოლო წლებში ჩვენს შორის და ეს განსხვავებები დღესაც არის, ადამიანურად, არ შემიძლია, ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა არ გამოვხატო მის მიმართ, არ დავაფასო მისი გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო ქვეყანაში, თუნდაც დაჭერისა და პატიმრობის ფასად. რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეს, პოლიტიკურად ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ქვეყანაში პოლარიზაციის და ტემპერატურის ხარისხს.

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი გახლავთ საკითხი, რომელზეც კიდევ უფრო მეტი კითხვა დაისმება ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან და კიდევ უფრო მეტი სკეპტიკოსი გაჩნდება. იმსახურებს თუ არ იმსახურებს ეს ქვეყანა ნატო-ში და ევროკავშირში წევრობასეს გახლავთ ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ქვეყანას საკუთარი პარტიული ინტერესიდან გამომდინარე. ამ ყველაფერს მხოლოდ ამძიმებს ხელისუფლების პოზიცია, როდესაც პირდაპირ პოლიტიკურად ხდება მის მიმართ მუქარა. ჩვენ მოვისმინეთ მისი დაკავების დროს ბიძინობის მილოცვა, პირდაპირ პრემიერ-მინისტრის სიტყვები მოვისმინეთ, თუ კარგად არ მოიქცევა, მას ახალ მუხლებს წაუყენებენ. ნებისმიერი ნორმალური სასამართლოსთვის, ოდნავ მაინც თავმოყვარე სასამართლოსთვის პრემიერის განცხადება, თუ ის კარგად არ მოიქცევა მას დამატებით მუხლებს წაუყენებენო, ნებისმიერი თავმოყვარე მოსამართლისთვის ეს იქნებოდა მკაფიო სიგნალი, რომ მთელ ამ საკითხს გააჩნია პოლიტიკური ქვეტექსტი და სარჩული“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ეს არის გარანტი, რომ საქართველოში იქნება განვითარების სამი წელიწადი, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე ისაუბრა.

„9 წლის თავზე, როგორც იქნა, აღსრულდა კანონი, აღსრულდა სამართლიანობა და ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული უამრავ დანაშაულში, დღეს სასჯელს დამსახურებულად იხდის საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში. შეგახსენებთ ამ დანაშაულთა მხოლოდ მცირე და ზოგად ჩამონათვალს. ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების გაუპატიურება, რაც ხდებოდა, როგორც ციხეებში, ასევე ციხეებს გარეთ. ეს იყო სწორედ მისი რეჟიმის დანაშაული, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ქუჩაში ახალგაზრდების ჩახოცვა, გირგვლიანის საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე და .. ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ესეც არის მისი დანაშაულები. ეს იყო აღვირახსნილი კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს იყო ტელევიზიების მონოპოლიზაცია, სრული მიტაცება მედიასაშუალებების. ეს იყო ბიზნესის ტოტალური რეკეტი. ათასობით ადამიანს აჩუქებინეს მარტო სახელმწიფოზე ქონება და ..

და ბოლოს, ერთ-ერთი მთავარი თუ არა, უმთავრესი დანაშაული ამ ადამიანის და მისი რეჟიმის, ეს იყო ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის. დღეს ამ დანაშაულების ჩამდენი ადამიანი, პათოლოგიური პოლიტიკოსი ადამიანი არის ციხეში, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, სამართლიან კანონის აღსრულებას. რომ შევაჯამოთ, ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ შემდეგი სამი წელი იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების სამი წელიწადი. აქედან გამომდინარე, გილოცავთ კიდევ ერთხელ ორი ოქტომბრის გამარჯვებას, რაც არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოციალურ ქსელებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

ვიდეოკადრები თბილისში, იმ სახლშია გადაღებული, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში. მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარში იყო გადაღებული.

პირველ ოქტომბერს, საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

შსს-მ დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელებში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ვიდეოკადრები ვრცელდება

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია