მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 768 პაციენტი - 25 დეკემბერი 2021

საქართველოში კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 768 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 640 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 892, „პისიარ“-ტესტით –  21 748.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,3%, ბოლო 14 დღის – 6,12%, ბოლო 7 დღის – 5,41%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 922 707 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 878 022 გამოჯანმრთელდა, 13 443 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 454 879 აცრა, დღიურად აცრილია 11 808.

კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 157 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 977 პირი.

ამასთან, 24 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 076 პაციენტი, გარდაიცვალა 78, - ნათქვამია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია