მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ - 13 სექტემბერი 2022

დიდი ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში. გუდაურში პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, საგანგებო სამსახურის რვა თანამშრომელი დაიღუპა. იმის მაგივრად, რომ უბედურების რეალური მიზეზები და გამოსწორების გზები ვეძიოთ, ადამიანები ისევ ურთიერთბრალდებებსა და „გაპრავების“ მორევში ჩაინთქნენ. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი მერაბ დ-ა (გვარს არ ვასახელებთ).

- დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცდაათ წლისთავზე ამ ქვეყანაში წმინდა და ხელშეუხებელი აღარაფერი დარჩა. არ არსებობს საკითხი, რომელშიც საზოგადოება რაიმე კონსენსუსს (საერთო ნიადაგს) მიაღწევდა. ყველაფრის განხილვა-შეფასება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის სამრეკლოდან ხდება. ისე ღრმად გვაქვს შეტოპილი ამ ბინძურ ჭაობში, ადვილად თავის დაღწევა გაჭირდება.

- იქნებ დავაკონკრეტოთ?

- მორიგი ტრაგედიის მომსწრე ვართ, გუდაურში სამაშველო ოპერაციას რვა გმირი მოსამსახურე შეეწირა. ერთი-ორი სამძიმრის შემდეგ ყველა დაეწყო და... სამარცხვინოა სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულთა (ყველაზე არ ვამბობ, რასაკვირველია) ზღვარგადასული აქტივობა, როდესაც სამაშველოს აუცილებელი ტექნიკით უზრუნველყოფის საქმეში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ეს .. ხელფასიანებიბოტებითუ რეალური მოქალაქეები ხმალამოღებით ებრძვიან ყველას, ვინც უბრალოდ კითხვას სვამს - რატომ უწევს მთავრობას ურთულეს ადგილებში სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენის გაგზავნა, რომლის პირდაპირი დანიშნულება სამაშველოს არ წარმოადგენს?! გეკითხებით, რა არის ამ კითხვაში წარმოუდგენელი და მიუღებელი? ხაზს ვუსვამ, გუდაურის ურთულესი რელიეფისკენ მიემართება მაშველებით პირამდე გადავსებულივერტალიოტი“, რომელიც რეალურად სასაზღვრო კონტროლის დანიშნულებისაა და და არა ასეთ ადგილებში სამაშველოსი.

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ვეტმფრენები უკვე 60 წლისაა (როგორც გაირკვა) და ექსპლუატაციის ვადები ამოწურული აქვს. მხოლოდ კონკრეტულ ტექნიკოსებს ეცოდინებათ, აქამდე რამდენჯერ ექნებათ გავლილიკაპიტალური რემონტი“, მაგრამ რკინასაც ხომ გაძლების ვადები აქვს, თქვე დალოცვილებო.

ამ ფონზე კიდევ გეკითხებით - რა არის ამ კითხვებში პოლიტიკურადანგაჟირებულიდა მიუღებელი? ასე რის შიშმა დაგაბრმავათ, თქვე კაი ადამიანებო, რომ ჩვენს მწუხარე რეალობას ანგაჟირებულ-გამონაგონისგან ვეღარ არჩევთ? ან რად გიღირთ ეგ დასაქმება და ხელფასი, თუ უმწვავეს პრობლემაზე ადამიანური ხმის ამოღების ნებას აღარ შეგრჩებათ? ხომ ხედავთ, მაინც ვერაპრავებთდა ტრაგედიასთან დაკავშირებული უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

შეიძლება იმაზე ვიდავოთ, რომ ტრაგედიიდან მეორე გლოვის დღესვე აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ და ოჯახის წევრებს-ახლობლებს გლოვა ვაცალოთ. მაგრამ ჩვენ ხომ დიდი ხანია ესეც აღარ გამოგვდის - „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“, ეს ხომ ჩვენი გამოგონილია. თანაც ყველა ჩასაფრებულია, ტრაგედიაც კონკრეტული პოლიტიკური ჭრილიდან განიხილოს და შეაფასოს, განსხვავებულად მოაზროვნეს, მწვავე კითხვების დამსმელსპასუხი მოსთხოვოს“.

ღია ვიდეოკადრებში ჩანს, რომ უზარმაზარი ვეტმფრენი, გუდაურის უფსკრულში ფიზიკურად ვერ ეტევა, ფრენის მცდელობისას, ტრიალისასკუდსიზიანებს და მალევე ვარდება. ნუთუ აქედანაც გარკვეული დასკვნების გაკეთებას დიდი ექსპერტ-სპეციალისტობა სჭირდება? ამ დროს სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულიექსპერტებიეწყობიან და საუბრობენხეობაში თბილი და ცივი ჰაერის მასების შეჯახებაზე“, „ძლიერ ქარზედა ასე შემდეგ. სიტყვას არ ამბობენ მოძველებულ ვეტმფრენზე, რომლის პირდაპირი დანიშნულებაც არ არის ამ ტიპის ამოცანების შესრულება; ხმას ვერ იღებენ, მთავრობას კნავილით მაინც მოსთხოვონ ეს ტრაგედია მაინც გაითვალისწინოს და სასწრაფოდ შეიძინოს რეალურად სამაშველო ვეტმფრენები - ხვალ-ზეგ მორიგი უბედურების წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ. არ დაგავიწყდეთ, მთავრობის მხრიდან ვერეს ხეობის წყალდიდობაზერეაგირება“, მაგრამ აქ აღარ მსურს ამაზე საუბარი - ბევრისთვის ისედაც ცხადი იყო მაშინაც ყველაფერი.  

მაგრამ ჩვენ ამ საკითხში კი არა, ყველა მიმართულებით დეგრადირებული გვაქვს ობიექტურად შეფასების უნარი.

- რას გულისხმობთ?

- დააკვირდით, ყველა საჭირბოროტო საკითხზე როგორ რადიკალურად იყოფა ოპოზიციურად განწყობილთა და მთავრობის წარმომადგენლების, უწყებებში დასაქმებულთა პოზიციები. პირველები დარწმუნებული არიან, რომ აშშ-და ევროკავშირი  გვიცავენ დღემდე რუსეთის მთლიანი ოკუპაციისგან; ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო რაიმე პროვოკაციაზე არ წამოეგოს და მორიგ უთანასწორო ომში არ ჩაერთოს. მეორეთა (მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე .. განდგომილთა) აზრით, დასავლეთი ცდილობს რუსეთთან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, რასაცწინ უნდა აღვუდგეთ“.

ოპოზიციის (და ევროკავშირის წარმომადგენლების) აზრით, ქვეყანაში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია და რეალური დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. „მოპასუხეთაპოზიციით, ჩვენ ქვეყანაში ოლიგარქები არიან კეზერაშვილი, სააკაშვილი და ასე შემდეგ. თუ სადმე დასაქმებული ხარ, ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლების ღია განცხადებებიც არ გყოფნის აღიარო რეალობა. ეშმაკსაც წაუღია დეოლიგარქიზაცია და ევროკავშირის წევრობა, „ჩემ ჯიბეს რა“?

ოპოზიცია დიდი ხანია იხვეწება ციხეში დაავადებული სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, რადგან მისი სისხლი გეგმურ გადასხმებსაც კი ვეღარ იტანს. ამასვე ითხოვენ ჩვენი ქვეყნის ევროპელი თუ ამერიკელი მეგობრები - რათა საზოგადოება მორიგი ტრაგედიის მომსწრე არ აღმოჩნდეს. მეორეთა აზრით, სააკაშვილისიმულიანტობსდა არსადაც არ გაუშვებენ, სასჯელი აქ უნდა მოიხადოს; დანარჩენი მკურნალი ექიმების საქმეა და არა მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა.

აი ასე ვართ, მრავალი სხვა მიმართულებით და საერთო შეხების წერტილი ვერ გვიპოვია.

- ასე რატომ ხდება?

- იმიტომ, რომ ქვეყანა თუ გნებავთ სამშობლო და მისი ინტერესები ჩირადაც არ გვიღირს. მე და ჩემი ნაბადი, ანუ ხელფასი; მაჭამე, მაცვი, მახურე, მატ...რე და მაძინე - ეშმაკსაც წაუღია ყველა დანარჩენი - ესღორულიფსიქოლოგია ისე ღრმად გამჯდარია, არ ვიცი ამას რა ეშველება.  ჯერ კიდევ დიდი ილია გვეხვეწებოდა - საერთო ნიადაგით თუ არ ვიმოქმედებთ, ყველას დედა გვეტირებაო. მასაც ხომ წიწამურთანპასუხი გავეცით“. ას წელზე მეტი გავიდა, რიგითი ქართველისთვისსაერთო ნიადაგზესაუბარი ისევ შეუძლებელია. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია