მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ეშველება ჩვენი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას? - 06 ოქტომბერი 2022

მთავარი ისაა, რომ ტოქსიკურ გარემოში ვცხოვრობთ და ელემენტარული, ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისთვისაც კი ბრძოლა გვიწევს“

ბოლო დროს საქართველოდან ადამიანების (ოჯახების) მიგრაციამ ლამის კატასტროფული ფორმები შეიძინა. სამაგიეროდ, ქვეყანაში რუსი (სლავი) ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ხშირად მოქალაქეების გამოკითხვით უფრო მეტ სიმართლეს გაიგებ, ვიდრე ექსპერტ-ანალიტიკოსებთან საუბრით.

მოვუსმინოთ მათ (ვინაობის გარეშე):

ჩემს ფეისბუქს გადავხედე და ჩემი ყოფილი თანაკურსელების ნახევარი თუ არა, სადღაც მესამედი მაინც წასული აღმოჩნდა ქვეყნიდან. არა დასასვენებლად, არამედ ზუსტად სამუშაოდ და უცხოეთში დასარჩენად. ზოგი თავისი პროფესიით, ზოგიერთიც არა. უმეტესად ოჯახებით. ბევრი გერმანიაში, უფრო მეტი აღმოსავლეთ ევროპაში (პოლონეთი, ჩეხეთი, და  რუმინეთ-ბულგარეთიც). ორიც ბრიტანეთში. მერე ჩემი სანაცნობოდან და სამეზობლოდან გავიხსენე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წასული ხალხი და იქაც ასე შვიდ კაცამდე ავედი და ეგ მათი ოჯახის წევრების ჩაუთვლელად. მეგობრებს ვკითხე და იმათმაც კი, ჩვენი სანაცნობოდანაც ბევრი წავიდაო. კიდევ უფრო მეტი აპირებსო. თან გაითვალისწინეთ რაღაც არაორდინალურად დიდი სამეზობლო, სამეგობრო ან/და საახლობლო წრეც არ მაქვს და მარტო მაგ წრიდან თითქმის 25 (!) კაცი დავითვალე. ამ დროს რუსები ჩამოდიან იმდენი, რომ უკვე ნახევრად მივარდნილ სოფლებშიც კი ბლომად ჩანან, რუსთაველ-ჭავჭავაძესა და თბილისის სხვა უბნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს ყველაფერი უკვე იმდენად აშკარაა, რომ ხელოვნურად უნდა დაიბრმაო თავი, რომ ვერ მიხვდე. სწრაფად იცლება ეს ქვეყანა და ასეთი ტემპებით ხუთ წელიწადშიც კი უკვე უმცირესობა ვიქნებით“;

სტუდენტური 3-თვიანი დასაქმებით რომ მიდიან ხოლმე გერმანიაში, თვეში იღებენ იმაზე მეტს (2000 ევროს ხელზე), ვიდრე მთელი წელი მოუწევდათ მაგალითადორი ნაბიჯისსალაროსთან. მაგას რომ ნახავს სტუდენტი, რატომ მოუნდება საქართველოში დარჩენა? ერთადერთი აიტი სფეროშია შედარებით ადეკვატური ხელფასებია. ისე, მარტო ხელფასიც არ არის, უცხოეთში გარემოც აქაურობასავით დაწამლული და ბოღმა-სიძულვილით არ არის სავსე“;

დაიცლება. იქ მაღალი ხელფასები, დასაქმების დიდი ალბათობა, პროფესიონალიზმის და ცოდნის მიხედვით შერჩევაა. აქ დაბალი ხელფასები, უმუშევრობა, ნეპოტიზმი და ჩაწყობები. სავიზო რეჟიმის გაუქმებაც წაგვეხმარა“;

შეიძლება ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მგონია, რომ ცოტა სიმართლის მარცვალი არის ამაში. აი წარმოიდგინეთ ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რა ბედი ეწევა იმ ასიათასობით ქოცს. რომელიც ტყუილად არის ბიუჯეტის კმაყოფაზე? მე ვფიქრობ, რომ აქედან ნახევარი მაინც უცხოეთში წავა. ჰოდა, თუ გგონიათ ნაცების დროს რამე განსხვავებული ხდებოდა, გეგონოთ. უბრალოდ დღეს უფრო მასობრივად არის ეს ყველაფერი“;

დიახ, მორჩა! დღეს ყველაზე უკანასკნელისთვისაც კი ცხადია თუ ვინ და რა მიზნითაა მოთრეული საქართველოს ხელისუფლებაში. ჰოდა, მიუხედავად ამისა, არაფერიც არ ხდება. ეგ კი არა, არჩევნებზეც მშვენივრად დატანტალებენ და 41-საც მშვენივრად ხაზავენ ფულის, 500-600 ლარიანი დასაქმების, კარტოფილ-ხახვების თუ მეტადონების სანაცვლოდ“;

მარტო ხელფასზეც არაა. გუშინ ბავშვს ვასეირნებდით ეტლით. ჯერ ხომ ტროტუარი არაა ყველგან. მერე სადაცაა, ვიწროა. ზოგან ხეა ამოსული. ზოგან ჩამოსასვლელი არის და ასასვლელი აღარაა. ჰოდა, კი მაქვს ნორმალური ხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ცხოვრება მაინც ... აი ახლა არქი-თაუერის ერთ-ერთ კორპუსში ვზივარ. როგორც ამბობენ, 5000 დოლარი ღირს კვადრატული. შენობიდან რომ გამოვალ მანქანების ზღვა უნდა გადავლახო, რომ სამშვიდობოს გავიდე. 1 კვირააროჟებმააითვისეს შენობის წინ მთლიანი მოედანი. მომკითხავი არავინ არაა. ჩემ კორპუსს ძირი გამოუთხარეს ვიღაცებმა. დეკემბერში იყვნენ შესამოწმებლად. კორპუსის მდგრადობა შეამოწმეს. დასკვნა დღემდე არ დადებულა. კორპუსის წინ ნაგვის ურნები 2 კვირაში ერთხელ მაინც ივსება და არ გააქვთ. ნაგვის წვენი წურწურით გამოდის და ქუჩას მიუყვება. ვაკეშიც კი სადაც დიდის ამბით მიწისქვეშა კონტეინერები დაამონტაჟეს, კონტეინერებთან ჩაშავებულია გზა და ტროტუარი ნაგვის წვენით გაჟღენთილი. წყლის მიწოდება 2 კვირაში ერთხელ მაინც წყდება და მრავალჯერადად. სავსეა ჩემი ტელეფონი ჯივიპის მოწერილი ესემესებით. ქვემოთ საბავშვო მოედანზე ნარკომანები ნახმარ შპრიცებს იქვე ყრიან. არის სულ დებოში და ერთი ამბავი. აუტისტი ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი კორპუსში გაგვიხსნეს და ხალხი გაგიჟებულია - მთელი დღე ბავშვების განწირული კივილის ხმა ესმით. .. ძაღლთმოყვარეები (ყველა ძაღლთმოყვარეზე არ ვამბობ, ვინც ... იმათზე) ძაღლებს საჭმელს უყრიან და 20-30 ძაღლი მუდმივად მოძრაობს უბანში. სადაც საჭმელს უყრიან ის ადგილი საკუთარი ტერიტორია ჰგონიათ, ხალხს უყეფენ. კიდე შემიძლია რაღაცების ჩამოთვლა, მაგრამ შორს წაგვიყვანს. მთავარი ისაა, რომ ტოქსიკურ გარემოში ვცხოვრობთ და ელემენტარული, ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისთვისაც კი ბრძოლა გვიწევს. მოსაწონს არავინ არაფერს არ აკეთებს ქვეყანაში. ჰოდა, ერთხელ იბადება ადამიანი. მაქსიმუმ 80 წელი ცხოვრობს და დაიღალა ხალხი რა ამდენი ...ობით. მეორე მხრივ, შეგიძლია წახვიდე სადმე დალაგებულ ქვეყანაში და ამოისუნთქო. იცხოვრო მშვიდად და ნორმალურად“;

ეგ თბილისშია მასე, მუმბაის რომ დაამსგავსეთ ქალაქი მაგის ბრალია. ეზო არ გაქვთ, ტროტუარი არ გაქვთ, საცობია დედის მოკითხვაა სულ ქალაქში. მაგ ქალაქში ხალხი როგორ ცხოვრობს, საერთოდ მიკვირს“;

არაა ეს ჩემი ქვეყანა, არც აქ ცხოვრების სურვილი მაქვს და არც ამ მიწისთვის ბრძოლის. იმ ნაძირალებმა იბრძოლონ, ვისაც ეს ქვეყანა აჩუქა ქართველმა ამომრჩეველმა. არც უმუშევარი ვარ, არც მიჭირს, ნორმალური ხელფასიც მაქვს მაგრამ მთავარი მაკლია, იმის შეგრძნება რომ ეს ქვეყანა ჩემია. თითქოს ლტოლვილი ვარ საკუთარ სახლში. სახელმწიფოს მხრიდან დაცინვის და ფულის პარვის მეტს ვერაფერს ვხედავ და იმიტომ. არანაირი წინსვლა, არანაირი პროგრესი“;

თუ ნასწავლი ხარ და მიდგები-მოდგები, აქაც იშოვი სამსახურს შედარებით კარგი ანაზღაურებით. მაგრამ ძალიან უინტერესო გახდა აქ ცხოვრება. ასე 10-12 წლის წინ ბევრად საინტერესო იყო აქ ცხოვრება, აქ პოლიტიკას არ ვგულისხმობ. მეტი ურთიერთობები იყო, ეს სოციალური ქსელებიც არ იყო ასე მოდებული. ხალხიც თითქოს უფრო ლაღი იყო, ურთიერთობებიც უფრო იცოდნენ და ყველაფერი. ტელევიზორშიც ამდენი ნეგატივი არ იყო და მომავლის იმედიც მქონდა. ეს ბოლო რამდენიმე წელია ხალხიც თითქოს ჩაიკეტა, გარეთ გახვალ და ყველა მოღუშული დადის. მაღაზიაში შეხვალ და გამარჯობაზე გამარჯობას არ გეუბნებიან და ნახვამდისზე ნახვამდისს, თუ გეტყვიან და ეგეც წაილუღლუღებენ ხოლმე“;

პოლიტიკაც უინტერესოა ამ ქვეყანაში. პრორუსები მომრავლდნენ, საქმეზე ლაპარაკი არ მიდის, ქვეყანას როგორ უშველონ იმაზე არავინ საუბრობს! ამერიკაშიცაა პოლარიზაცია და ევროპის ქვეყნებშიც, მაგრამ იქ საქმეზე საუბრობენ. აქ კიდევ ვერ გავიგე, რომელ პარტიას რა უნდა, რა ხედვა აქვს. პოპულისტებითაა სავსე მთელი პოლიტიკური სპექტრი“;

პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს რა განხრით მუშაობ, ყველა სფეროში მძიმე სიტუაციაა საქართველოში. მაქვს ერთ-ერთი უიშვიათესი პროფესია, რომელიც საქართველოში მაქსიმუმ 10-15 ადამიანს ჰქონდეს (მათ შორის ყველას ვიცნობ). ბოლო ოთხი წელია ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტებიდან კიდევ 3 გამგზავრა საზღვარგარეთ და მეტიც აპირებს. ეს პროფესია გლობალურად დეფიციტურია და საქართველოში არც ისწავლება უნივერსიტეტში. უცხოეთში ამ პროფესიაზე ანაზღაურება დაახლოებით 6-ჯერ მეტია ვიდრე საქართველოში, გადასახადებისა და სიძვირის მიუხედავად, მაინც გაცილებით მეტი გამოდის ვიდრე საქართველოში ოდესმე იშოვი; პროდუქტების და ტანსაცმლის ფასი უცხოეთში ნაკლებია ან იგივეა რაც საქართველოში, ხოლო უძრავი ქონების კი თითქმის იგივე. ამის გათვალისწინებით, ყველაზე მოთხოვნად და დეფიციტურ სფეროში რომ ასე ხდება, სხვაჩვეულებრივსფეროებში რა ხდება წარმოდგენაც არ მსურს. საქართველოში არის უაღრესად არახელსაყრელი პირობები პროფესიული დასაქმებისთვის და ამიტომაც გაედინება ხალხი საზღვარგარეთ, ვისაც აქვს მოთხოვნადი უნარები და შესაძლებლობა“;

თავისუფალი ბაზარი, ჯანსაღი კონკურენცია, არანაირი მონოპოლიები, მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატია, ერთგვაროვანი პრაქტიკა, დავების სწრაფად განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმი, ვალუტის სტაბილური კურსი და ზოგადად სტაბილური სახელმწიფო. ეს იდეალური ბიზნესგარემოა, უბრალოდ ჩვენ ვართ გაუნათლებლები“;

მობილურზე სულ მესიჯები მომდის - დასაქმდი ორ ნაბიჯში, სპარში, კარფურში, ნიკორაში და მსგავსში. ტიპები კადრებს ვერ შოულობენ რომ ამუშაონ. მაგათ მათხოვრულ ხელფასზე მომუშავე ხალხი გავიდა უკვე ქვეყნიდან; მალე ვისაცაპახავებენკაპიკებზე, ისინიც წავლენ. დღეს რეკლამა ამომიგდო, მექსიკაში გადაყვანას ფეისბუქზე არეკლამებდნენ ტიპები -

1100+ ლაიქი ჰქონდა, მარტო ის აინტერესებდა ხალხს, რა ჯდებოდა...“

იმ დღეს კარფურში დიდი რიგი იდგა. მარტო 2 მოლარე გოგო გვემსახურებოდა, იქიდან ერთი ხანშიშესული ქალი იყო. ერთმა რიგიდან დებოში ატეხა, რა ამბავია რამდენი საათი ვიდგეო. ამ ქალბატონმა შემომჩივლა, გვაქვს ვაკანსიები და არავინ არ მოდის, ყველას ეზარება მუშაობაო. აი მანდ კი ცდებოდა, არავის არ უღირს ვინც ოდნავ მაინც პერსპექტივაზე ფიქრობს, 600-700 ლარიან სამსახურში მუშაობა. თავისთავად კარგი ფაქტია, რომ მონები აღარ იშოვება და მოუწევთ კომპანიებს მილიონიანი მოგებების ნაცვლად დაკმაყოფილდნენ სიტყვაზე 5-10 პროცენტის შემოსავლის ზრდით. შემდეგი ტალღა რატომღაც ბანკები მგონია. 1 მილიარდ წმინდა მოგებას წერენ ტიპები და მათხოვრულ ხელფასზეაპახავებენხალხს (აქ ისევ ქართული კუდაბზიკობა შველით, რატომღაც ამ უცნაურ ქვეყანაში ბანკში მუშაობა პრესტიჟთან ასოცირდება, არადაა არაფრით არაა გამორჩეული)“;

რეგიონებში კატასტროფა ხდება, მასობრივად მიდის იმერეთიდან და სამეგრელოდან ხალხი. აი მაგალითად ქუთაისში ახლობელია მასწავლებელი - 30 მოსწავლიდან მხოლოდ 3 ბავშვს ჰყავს ორივე მშობელი ქუთაისშიო. დანარჩენი 27 ის ან ერთია წასული, ან ორივე ერთადო - ბავშვებს ბებია-ბაბუები ზრდიანო“;

და რაა ამ საზღვარგარეთაც? ერთი ის რომ შედარებით ადამიანური ანაზღაურება გაქვს. გული მიკვდება ხოლმე რომ ვხედავ ასაკიან ქალბატონებს, რამხელა ჩანთებს პარკებს დაათრევენ ქუჩებში ხელით, ბეჭით რა ვიცი ყველაფრით, რომ ეკონომია გააკეთონ და ტაქსის ხარჯი მოიხსნან. თქვენი თვალით უნდა ნახოთ, როგორ წვალობენ 60-70 + წლის ქართველი ქალბატონები, 1000 კაცში გამოარჩევ ხოლმე, სადაც არ უნდა იყო, ძალიან მეცოდებიან. დიდი განკითხვის დღეა მოსაწყობი საქართველოში. მე არც ქოცი ვარ და არც ნაცი, მაგრამ ეს ბოლო წლები რაც ხდება და რასაც ვხედავ, ძნელია არ შეამჩნიო და გაექცე რეალობას“;

გუშინწინ ერთი მეგობარი გავაცილეთ - 2500 ჰქონდა ხელფასი; უბრალოდ ტიპმა ერთი ცხოვრება მაქვს და მაქსიმუმ 1000 ლარით მომემატოს ხელფასი აქო, და მთელი ცხოვრება რას შევალიოო? ჰოდა, ადგა და ოჯახით წავიდა. ჩემი საახლობლოდანაც ისეთმა მითხრა, მივდივარ და მაგ ქვეყნისკენ გამომხედავისაცო, პირი ღია დამრჩა. ახლა რომ გადავავლე გონების თვალი, ქოც-ალტინფო ნაწილი რჩება აქ, დანარჩენები გარბიან, ან უნდათ გაქცევა“.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია