მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ - ალეკო ელისაშვილი - 19 ოქტომბერი 2022

სისტემურ პრობლემას თუ არ მოვაგვარებთ, მხოლოდ „გადადექის“ ძახილი არ უშველის, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ვაკის პარკის შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ.

სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიების ძალიან გრძელი ჩამონათვალია. 2009 წელს, დიღომში, სტადიონზე ბავშვს ძელი დაეცა და დაიღუპა. ამ წელსვერუსთავი 2“-ის შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი დაიღუპა. შარშან ბათუმში სადარბაზო ჩამოინგრა, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაშავდა. ახლა ვაკის პარკში ეს ტრაგედია მოხდა. სისტემური პრობლემის მთელი ჯაჭვია. ერთიათანამდებობის პირების უპასუხისმგებლობა და 2009 წლიდან რომელი თანამდებობის პირი გადადგა და იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა? ან ვინ დააკავეს მაღალი თანამდებობის პირი და არა ყავის მომდუღებლის თანაშემწე? სისტემური პრობლემაა ის, როგორ ტარდება ტენდერები, როგორია მოთხოვნა, ექსპერტების კვალიფიკაცია როგორ მოწმდება, სამშენებლო ნორმები არ არსებობს. თუ ამ ყველაფერს არ მოვაგვარებთ, მხოლოდგადადექისძახილი არ უშველის, თუმცა გადადექიც მნიშვნელოვანია. უხერხულია, როცა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა, რომ ჯოხი სხვაზე გადატეხოს. ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

- ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში კი, რადიკალურად განსხვავებული სურათია.

ამ ხუთი წლის განმავლობაში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში განხორციელდა ათასობით პროექტი და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგელობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს კახა კალაძის მიერ ვაკის პარკში ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის მონახულების შესახებ, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობა:

რაც შეეხება ბავშვთან სტუმრობას, რომელიც გუშინ შედგა და შემდეგ ბავშვმა დადო ფოტოები მაისურით. ბავშვი იმ ტრაგიკული გარემოებების მონაწილე იყო და გადარჩა, მერის მხრიდან მასთან სტუმრობა იყო ელემენტარული პასუხისმგებლობის საგანი, რაც გააკეთა კახა კალაძემ. ბავშვმა რატომ დადო ფოტოები და ამის გამო ბავშვის ბულინგი,ესეც არასწორი მგონია. რაც შეეხება კალაძეს, მისი მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობის გამოვლინება.

- რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეოროპირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ.

რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ შეკითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც ჩვენი მთელი უწყება თანამშრომლობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ.

ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც,  მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი შეკითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: „პირველი არხი“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია