მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში დაირღვა - სტრასბურგის სასამართლო - 03 ნოემბერი 2022

სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარი დასაშვებად ცნო. როგორც სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა.

ამასთან, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დარღვეულია მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოს დახურვის ნაწილში და მეექვსე მუხლის მეორე პუნქტიც, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხება.

კერძოდ, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს პირველმა ინსტანციამ არასაკმარისად განიხილა მამალაძის არგუმენტი, რაც მოიცავდა სასამართლოს მხოლოდ ნაწილობრივ დახურვის მოთხოვნას და იმას, რომ კონკრეტულმა საჯარო განცხადებებმა, რომლებიც დეკანოზის დაპატიმრების შემდეგ გაკეთდა, ასევე პროკურატურის ორგანოების მიერ კრიმინალური საქმის მასალების გასაჯაროებამ და გაუთქმელობის ვალდებულებამ, ერთობლიობაში, წააქეზა საზოგადოება, ფაქტობრივ ვერდიქტამდე დაეჯერებინა, რომ დეკანოზი დამნაშავეა“.

ამავე პრესრელიზში ვკითხულობთ, „მიუხედავად ამისა, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთო ჯამში განხილვა იყო სამართლიანი, განსაკუთრებით მამალაძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა გადამწყვეტ სამხილისციანიდს, რომელიც მის ჩემოდანში იყო აღმოჩენილი, რომელიც მან ბერლინში გაფრენის დრო ბარგში ჩააბარა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მამალაძის ბარგის ამოღებისა და ჩხრეკის პროცედურა იყო კანონიერი, და დეკანოზის არგუმენტი, რომ ციანიდი მას ჩაუდეს, არ იყო დასაბუთებული“.

ამასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომდეკანოზ მამალაძის არგუმენტი, რომ სამხილები მის წინააღმდეგ იყო გამოყენებული, საქართველოს სასამართლოებმა მოტივირებული გადაწყვეტილებით უარყვეს“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დააკისრა დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია