მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნიკოლოზ სამხარაძე - იმედი გვაქვს, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს დამსახურების და არა რაიმე სხვა ფაქტორის საფუძველზე - 02 ივნისი 2023

იმედი გვაქვს, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს დამსახურების საფუძველზე და არა რაიმე სხვა ფაქტორის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, გუშინ სხვადასხვა ლიდერის მიერ გაკეთებული გზავნილები სასიამოვნო და პოზიტიურია. 

რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება სტატუსის მიღებამ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია შეამციროს, დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო სტატუსს მიიღებს, პოლიტიკურ პარტიებს შორის მუდმივი ურთიერთბრალდებები საგარეო კურსზე, საგარეო პრიორიტეტებზე დასრულდება და ამას წერტილი დაესმევა. შესაბამისად, პოლიტიკური დისკუსიები გადავა უფრო მშვიდ და წყნარ რეჟიმში. მათ შორის ოპოზიცია იმ საკითხებითაც დაინტერესდება, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს - ეკონომიკა, განათლება, სოციალური მიმართულება და ა.შ. სტატუსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის გრადუსმა დაიწიოს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

წყარო : " პირველი არხი "

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია