მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და შარშანდელისგან განსხვავებით, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება - 10 ივნისი 2023

ყველამ იცის, რომ ჩვენ შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს თვითონ ევროკომისიამაც დაადასტურა, როდესაც ქულებით შეფასება დადო, აქედან გამომდინარე, ნათელია, ჩვენ შარშან ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ,, ქართული ოცნების" თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტია 12 რეკომენდაციას პირნათლად ასრულებს. 

,, 12 პუნქტი შესრულდება ივნისის ბოლომდე. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით, რომ მივიღოთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, თუმცა დეკემბერში იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება, იქ შანსები არის ყოველთვის 50-50 ზე. ერთი სამწუხარო მოვლენა არის ის, რომ პოლიტიკური კონტექსტი არსებითად არ შეცვლილა შარშანდელი ივნისის შემდეგ, შესაბამისად, რისკები რჩება, თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ვერ დავიწყებ სპეკულირებას, ევროპული საბჭოს გადასაწყვეტია ის, თუ რა სტატუსი მიენიჭება ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ დეკემბრის გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან", - განაცხადა კობახიძემ.

წყარო : " პირველი არხი "

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია